საქართველო კანის ვირტუალურ კინობაზრობაზე წარდგება

საქართველო კანის ვირტუალურ კინობაზრობაზე წარდგება

access_time2020-06-21 23:56:28

22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე (Marché du Film Online) მეცამეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.


კორონავირუსის პანდემიის გამო კინობაზრობა წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდება.


საქართველოს ვირტუალურ პავილიონში ინდუსტრიული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით. კინოცენტრი ორგანიზებას გაუწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებას, როგორიც არის კინოინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან შეხვედრა ან პროექტების პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარება ქართველ კინემატოგრაფისტებს ერთობლივი წარმოების ფილმების შექმნასა და დამატებითი ინვესტიციის მოპოვებაში.


კანის ვირტუალური კინობაზრობისთვის ემზადებიან ქართველი კინემატოგრაფისტებიც. ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, აკრედიტაცია უკვე გაიარეს გიორგი ქობალიამ, ვაკო კირკიტაძემ, ვლადიმერ კაჭარავამ, ნანა ჯანელიძემ, ციაკო აბესაძემ, ნინო ჩიჩუამ, თეკლა მაჭავარიანმა, ნოდარ ნოზაძემ, კახა მაჭარაშვილიმა და ქეთი კალანდარიშვილმა. მათ უკვე მოპოვებული აქვთ ეროვნული კინოცენტრის სრულმეტრაჟიანი ფილმების წარმოების დაფინანსება.



აღსანიშნავია, რომ ინდუსტრიულ პროგრამაში Cannes Docs მონაწილეობს შორენა თევზაძე დოკუმენტური ფილმის პროექტით „მცხუნვარე მზეზე“. 24 ივნისს პრეზენტაცია გაიმართება ონლაინ, პროექტ Circle Women-ის ფარგლებში და მას პროდიუსერები, დისტრიბუტორები, ფესტივალების, ფონდებისა და ტელევიზიების წარმომადგენლები დაესწრებიან.


საქართველოს ვირტუალურ პავილიონში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა დეა კულუმბეგაშვილის ახალ ფილმს „დასაწყისი“, რომელიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი "უხილავი სივრცეები" წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა“ აჩვენეს სექციაში „რეჟისორთა ორკვირეული“.


საქართველოს ვირტუალური პავილიონის სტუმრები ასევე გაეცნობიან ინფორმაციას თანამედროვე ქართული კინოინდუსტრიის, ქართული კინომემკვიდრეობისა და პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ შესახებ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up