„საქართველო იტალიის ნაწილი მგონია“ - ინტერვიუ ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ მფლობელთან

„საქართველო იტალიის ნაწილი მგონია“ - ინტერვიუ ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ მფლობელთან

access_time2020-02-25 12:30:44

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მეპატრონე იტალიელი ბიზნესმენი ფაბიო მანინი „კომერსანტთან“ კლუბთან დაკავშირებულ გეგმებზე, „ტორპედოს“ საერთაშორისო ბრენდად ქცევის პერსპექტივებზე, საქართველოს ბიზნეს-გარემოსა იტალიელებსა და ქართველებს შორის მსგავსებაზე საუბრობს.


რამ გადააწყვეტინა 2015 წელს იტალიელ ბიზნესმენს საქართველოში სხვადასხვა ბიზნესის განვითარება და რა გეგმები აქვს სამომავლოდ?„კომერსანტი“ გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს ბიზნესმენთან:

 

-მოგესალმებით, პირველ რიგში თუ შეიძლება მოგვიყევვით მცირე პრეისტორია იმის შესახებ თუ როგორ მოხვდით საქართველოში და როგორ შეიტყვეთ ამ ქვეყნის შესახებ?


-მოგესალმებით, წარმოშობით იტალიელი ვარ მაგრამ უკვე წლებია დუბაიში ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. საქართველოში 2015 წელს დასასვენებლად ჩამოვედი, მივხვდი რომ ვიპოვე ადგილი,  რომელიც ძალიან ჰგავს ევროპას და კარგი საინვესტიციო შესაძლებლობები აქვს.  ამიტომ, გადავწყვიტე შემექმნა ჩემი კომპანია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად, გემების ბიზნესში და ლოჯისტიკაში ვარ ჩართული, ქართულ ბაზარზე ამ კუთხით გარკვეულ სირთულეებს წავაწყდი და შესაბამისად სხვა, საგადასახადო სფერო ავირჩიე.  


-მოგვიანებით  დაინტერესდით  ქართული საფეხბურთო კლუბებით.  რატომ  ქუთაისის „ტორპედო“ ?


-არა მხოლოდ დაივინტერესდი ქართული ფეხბურთით, არამედ ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი საფეხბურთო კლუბის მფლობელიც გავხდი და ეს ყველამ ვიცით, რომ შევიძინე  ქუთაისის „ტორპედოც“. არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს,  მინდოდა საუკეთესო. ეს კლუბი არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს ჩემთის  საუკეთესო ვარიანტი იყო.


კლუბის შეძენისას მინდოდა აქცენტი ახალგაზრდა თაობაზე გამეკეთებინა და საამისოდ „ტორპედო“ საუკეთესოა საქართველოში და არა მხოლოდ საქათველოში. როცა შეთანხმებას ხელი მოვაწერე. გადავწყვიტე ერთი პუნქტის ჩამატება კონტრაქტში, რომელიც მავალდებულებს, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 400 ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს შევუწყო ხელი წარმატებაში.


-როგორც ცნობილია, საქართველოში ფეხბურთის მატჩების ბილეთების გაყიდვითა და ვიდეო-ტრანსლაციებით საკმაოდ რთულია კლუბისგან მოგების მიღება. საინტერესოა რა არის თქვენი ბიზნეს-გეგმა? რაზე აპირებთ აქცენტის გაკეთებას, რათა კლუბის საჭიროებებზე დახარჯული თანხებიდან მოგება მიიღოს ხელმძღვანელობამ?



-აბსოლუტურად გეთანხმებით, ძალიან რთული კი არა შეუძლებელიც კია ფეხბურთისგან რეალური მოგების ნახვა. თუ გყავს სერიოზული სპონსორი, მაშინ შეიძლება დანაკარგის ამოღება, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ახალგაზრდა მოთამაშეების გაყიდვითაც ვერ იღებ შესაბამის მოგებას. ამ მხრივ საქართველოში განსაკუთრებით რთულია სიტუაციაა. ჩვენ გვყავს საქართველოს ბაზრით დაინტერესებული სპონსორი, ვისთან ერთადაც გვინდა საერთაშორისო ბრენდის სახით განვვითარდეთ. მეორე საშუალება არის უძრავი ქონება - ყველა კლუბი  მსოფლიოს მასშტაბით ავითარებს ტრეინინგ-ცენტრებს, სასტუმროებს, აუზებს, სპორტულ დარბაზებს, მაღაზიებს - ეს არის შემოსავლის წყაროები.  ქუთაისში არსებული მიწის გამოყენება გვინდა, ეს იქნება ტრენინგ ცენტრები და არა მხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობები, თუმცა, იქნება ბრენდი „ტორპედო ქუთაისი“. სხვა გზას ვერ ვხედავ , გარდა დანაკარგისა.

ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს, ეს ყველაფრისთვის კარგი იქნება.  ეს არის მთავარი კლუბის განსავითარებლად. ჩვენ გვინდა სასტუმროს აშენება ამ სახელით, როგორც იცით ინგლისში არის ასეთი ტენდენცია და ზოგადად, მთელი ევროპა ამ კუთხით ვითარდება.


-რა რაოდენობის ინვესტიციის განხორციელებაზე შეთანხმდით მუნიციპალიტეტთან და რა თანხას საჭიროებს „ტორპედოსთვის“ ინფრასტრუქტურის შექმნა და კლუბის ყველა აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილება?


-წელს  მხოლოდ სპორტული აქტივობებისთვის 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ. ტრეინინგ-ცენტრს  განახლება სჭირდება,საკმაოდ  ცუდი მდგომარეობა დაგვხვდა.  შემდეგ, მთლიანობაში ბიზნეს გეგმის შესასრულებლად  მასობრივი ინვესტიცია დაგვჭირდება.


-როგორ ფიქრობთ, კიდევ რა სფეროებია საქართველოში საინტერესო ინვესტიციის განსახორციელებლად?


-ახლა გადახდის სერვისის განვთარებაზე ვმუშაობთ, რადგან მგონია, რომ საქართველოში საამისოდ კარგი გარემოა,კარგი შესაძლებლობებია ამ სამსახურის განსავითარებლად რაშიც ხელს გვიწყობს ის, რომ ცენტრალური ბანკი თანამედროვე სტანდარტებს ეხმიანება, რათა ეს ონლაინ აქტივობები მარტივად განხორციელდეს. შედეგად, ჩვენ დავაარსეთ ახალი კომპანია თბილისში, რომელსაც ჰქვია ARGO PAYMENTS.


-აქ მოღვაწეობისა და საქმიანობის პერიოდში რამდენად დაცულად გრძნობთ თავს და თუ არის სრული მხარდაჭერა სახელმწიფო სტრუქტურებისგან?


-ძალიან კმაყოფილი ვარ გამოცდილი უწყებებით საქართველოში, განსაკუთრებით, იმერეთის რეგიონში. ეს ის ხალხია, ვინც დაინტერესებულია არა მხოლოდ ქვეყნის განვითარებით, არამედ მასზე ზრუნვითაც. ახლა ძალიან კარგი მმართველობაა საქართველოში, ვფიქრობ  ამჟამად სწორი ადამიანები ჰყავს თქვენს ქვეყანას. ისინი არა მხოლოდ ქვეყნის განვითარებაზე, არამედ მის ხანგრძლივ წინსვლაზე არიან ორიენტირებული. მე ყოველწუთს ვხედავ ბევრი მიმართულებით  გაუმჯობესებას.


-ბ-ნო ფაბიო, ფიქრობთ რომ საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია?


-ვფიქრობ, ძალიან მარტივია,  რადგან საქმის კეთება ერთ ვიწრო სივრცეშიც შეგიძლია და უმეტესობას შეუძლია არა მხოლოდ ინგლისურად საუბარი, არამედ კომპეტენტური პასუხების გაცემა. ვხედავ, რომ ბანკებიც მიმზიდველია, უცხოელისთვის ეს გარემო ძალიან ხელსაყრელია.  


-თუ ხედავთ მსგავსებას ქართველებსა და იტალიელებს შორის და ეს მსგავსება ხომ არ იყო საქართველოში თქვენი ხანგრძლივი გეგმების განხორციელების მოტივი?


-ეს სრული სიმართლეა და ძალიან მომწონს ეს კითხვა. აქ იტალიელებთან მსგავსება ვიგრძენი არა მხოლოდ განწყობაში, არამედ ადამიანობაში, სიკეთის და თავისუფლების სიყვარულში. ძალიან ბევრი მსგავსებაა,  ქართველებსა და იტალიელებს შორის. ეს ქვეყანა იტალიის ნაწილი მგონია.

 


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up