საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა: ჩვენი რჩევაა ორეროვანი სავაჭრო პალატების გაძლიერება, ბიზნესმენების გაერთიანება და გზების გაკაფვა მთავრობასთან

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა: ჩვენი რჩევაა ორეროვანი სავაჭრო პალატების გაძლიერება, ბიზნესმენების გაერთიანება და გზების გაკაფვა მთავრობასთან

access_time2018-09-28 13:00:00

„ჩვენი რჩევაა ორეროვანი სავაჭრო პალატების გაძლიერება, ბიზნესმენების გაერთიანება და გზების გაკაფვა მთავრობასთან, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესმენებისთვის, საქართველოსთვის და იმ ქვენებთან ეკონომიკური კავშირებისთვის, რაც ქვეყნებს შორის დღეს ძირითადი ხიდებია“-ასეთ შეფასებას საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე „კომერსანტთან“ აკეთებს.


კითხვაზე, იზიარებს თუ არა ესტონელი ბიზნესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოში ინვესტორებისთვის არასახარბიელო ბიზნესგარემოა, იციკ მოშე განმარტავს, რომ ბიზნესი არის როგორ წყალი მდინარეში და ზიარჭურჭლის პრინციპით, თავისით ბალანსდება. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სადაც არ არის მომგებიანი, იქ არც დინებაა, ან პირიქით, სადაც მოგებაა, დინებაც იქეთ მიდის.



როგორც იციკ მოშე აღნიშნავს, ზოგადად, ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან შემოსული ინვესტიციების მიმართულება განსხვავებულია, ამიტომაც შედეგებიც და პრობლემატიკაც განსხვავებულია.


„ისრაელის შემთხვევაში ტურიზმი არნახულად იზრდება, ასევე იზრდება ისრაელელთა დაინტერესება საქართველოში უძრავი ქონებით და ეტაპობრივად მაღალი ტექნოლოგიების განვითარებით. ბუნებრივია, პრობლემებიც არის ხოლმე, რაზეც ამ ეტაპზე მუშაობა ბიზნესომბუდსმენდის დონეზე საკმარისია.



რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერას ან სტიმულირებას, ეს საქართველოს პრეროგატივაა.




„ქვეყანას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ საერთოდ არ სჭირდება ინვესტორები კონკრეტულ სფეროებში, ჩვენ სავაჭრო პალატებს კი გვაქვს უფლება, ვიზრუნოთ მხოლოდ იმ ინვესტორებზე, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოს თხოვნით და ინიციატივით“-აცხადებს იციკ მოშე.




მისივე განცხადებით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატას კორუფციის შემთხვევასთან შეხება არ ჰქონია. „ამ კუთხითაც თუ არის პრობლემა, საჭიროა შესაბამის სავაჭრო პალატებთან აქტიური მუშაობა. ჩვენც მზად ვართ კონსულტაციისთვის“-აცხადებს იციკ მოშე.



როგორც ცნობილია, ბიზნესმენმა ოლეგ ოსინოვსკმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უცხოელი ინვესტორების მიმართ გაუარესებულ დამოკიდებულებაზე bm.ge-სთან საუბარში ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც მან საქართველოში ბიზნეს საქმიანობა დაიწყო, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენდა, ახლა კი ჩანს, რომ ეს მათთვის მეორე ხარისხოვანია.



ესტონელი ინვესტორის განმარტებით, შეიძლება ხელისუფლების მხრიდან ბიუროკრატიის ზრდა და საინვესტიციო პროცესების უფრო და უფრო გართულება ქვეყნის განვითარების ახალი მეთოდია და ახლა, როდესაც თითქოს ქვეყანა მეტნაკლებად გაიმართა წელში, საკუთარ სავარძელში მოკალათებულ თანამდებობის პირებს სხვა პრიორიტეტები გაუჩნდათ, თუმცა ეს ხედვა და დამოკიდებულება ოლეგ ოსინოვსკისთვის მიუღებელია.



ესტონელი ბიზნესმენის, ოლეგ ოსინოვსკის შეფასებით საქართველოში კორუფციის პრობლემა კვლავ აქტუალური ხდება.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up