საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა: პანდემიის პირობებში ეკონომიკის განახლებისთვის მნიშვნელოვანია პრიორიტეტების შერჩევა

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა: პანდემიის პირობებში ეკონომიკის განახლებისთვის მნიშვნელოვანია პრიორიტეტების შერჩევა

access_time2020-05-22 15:00:58

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, შექმნილ ვითარებაზე მორგებული სპეციალური გეგმით მოქმედებას იწყებს.


ბიზნესპალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ცხოვრების განახლება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი პრიორიტეტების შერჩევა. საქართველოს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს გააქტიურებული ზრუნვა პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე და ტურიზმი.


ბიზნესპალატა, საქართველო-ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის 25-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ პოტენციალს ხედავს ისრაელელ ინვესტორებთან და ტუროპერატორებთან მუშაობაში. ამჟამად ორგანიზაციას მოლაპარაკებები აქვს ისრაელის რამდენიმე ბიზნესგაერთიანებასთან, რომლებიც ამ ეტაპზე საქართველოში არსებული ბიზნეს და კორონაგარემოსთან დაკავშირებულ ვითარებას ეცნობიან.


იციკ მოშეს აზრით, ახლა სწორედ ტურიზმი შეიძლება გახდეს, პირდაპირ თუ ირიბად, ბიძგის მიმცემი ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით უცხოური კაპიტალისთვის, ვინაიდან საერთაშორისო მოგზაურთა მიღება ქვეყანის იმიჯზე ათმაგად დადებით გავლენას მოახდენს.


საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იხსენებს 2002 წელს, როდესაც მისი და საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ისრაელის ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით, ისრაელში გაიხსნა საქართველოს პირველი ტურისტული წარმომადგენლობა. მაშინ საქართველოში არსებული რთული ვითარებისა და გარკვეულ წრეებში პესიმიზმის მიუხედავად, სწორედ ტურიზმის წახალისებამ შეასრულა მნიშვნელოვანი მედიატორის როლი ქვეყნებს შორის, რასაც მომდევნო წლებში ისრაელიდან პირადი ინვესტიციის არნახული შემოდინება მოყვა. ამჟამად მისი მოცულობა 500 მილიონ დოლარს აღემატება, ხოლო ისრაელიდან შემოსულ ტურისტთა კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში 1 მლრდ. დოლარია.



საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აგრეთვე, საქართველოში ისრაელიდან უკვე შემოსული კაპიტალით დაწყებული პროექტების დასრულებას. „ბიზნესი, ბუნებრივია, შესაძლოა, რისკებს შეიცავდეს, თუმცა მას სახელმწიფოს მხარდაჭერაც აუცილებლად სჭირდება. ეს თემა განსაკუთრებით სათუთია უცხოელი ინვესტორისთვის. თუ წელს შევძლებთ რამდენიმე ისრაელელი ინვესტორის წინაშე ობიექტური მიზეზის გამო არსებული პრობლემის გადაჭრას, ეს იქნება საუკეთესო მესიჯი სხვა ბიზნესისთვისაც, კაპიტალდაბანდება განახორციელოს საქართველოში“, - აცხადებს იციკ მოშე და დასძენს, რომ წელს, დეკემბერში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, საქმიანობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ისრაელის სახლთან ერთად, გამართავს ისრაელის კვირეულს, რომელსაც ისრაელიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია დაესწრება.


ეს იქნება ბიზნესპალატის მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც ევროპიდან და ისრაელიდან შეუერთდებიან ორგანიზაციის პარტნიორები. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) და მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი. ეს ის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს შეუწყობს ისრაელის ბიზნესორგანიზაციებთან ინვესტიციებზე მუშაობას.


კვირეულში, სხვა საკითხებთან ერთად, შეჯამდება პანდემიის პირობებში ისრაელიდან ბიზნესის საქმიანობა საქართველოში, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა წარადგენს 2021 წლის სამოქმედო გეგმასაც.


საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, "ისრაელის სახლის" მხარდაჭერით, აძლიერებს ურთიერთობას ევროპის ებრაელობის ორგანიზაციებთან, რომლებსაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ ევროსაბჭოსთან და ევროკავშირთან.


წელს ისრაელის კვირეულის ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპულ ასოციაციასთან (AEPJ) თანამშრომლობით, გაიმართება ტრანსნაციონალურ პროექტ - Parallel Traces-სთან დაკავშირებული ებრაული მემკვიდრეობის გამოფენა.


"საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის 25-წლიანმა აქტივობებმა და მისი საქმიანობის ისრაელისა და საქართველოს მთავრობების მხრიდან აღიარებამ და აქტიურმა მხარდაჭერამ, საქართველოს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა, გამოიყენოს ისრაელის გამოცდილება და პოტენციალი.


საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმებს, როგორც წესი, ჰქონდა ქვეყნის ლიდერების მხარდაჭერა. მაგალითად, 2012 წელს თბილისში ჩვენ მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმისადმი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართვაში ვკითხულობთ: ”ისრაელ-საქართველოს ბიზნესპალატის ძვირფასო წევრებო, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში თქვენ გააგრძელებთ ამ საქმიანობის გაძლიერებას, წახალისებას და გაფართოებას ისრაელის და საქართველოსა და მათი ხალხის ურთიერთმხარდაჭერისთვის".


საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა წარმატებულად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთანაც, ვაწვდით წინადადებებს, ექსპერტულ შეფასებებს, გადაიჭრა არაერთი პრობლემა, რომელიც ბიზნესს ბუნებრივად ყოველთვის თან ახლავს. გვჯერა, სწორედ ახლა, რთული გამოწვევების ფონზე, ჩვენ მიერ შეთავაზებული პრიორიტეტები და მეთოდოლოგია ისეთივე ეფექტიანი იქნება, როგორც რთულ 90-იანებსა და მომდევნო წლებში წამოწეული და ხორცშესხმული არაერთი ინიციატივა“, - აცხადებს იციკ მოშე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up