საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა ჩატარდა

საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა ჩატარდა

access_time2021-02-25 14:20:00

2021 წლის 24 თებერვალს გაიმართა საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა, სადაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



„ბიზნეს-საბჭოს დამფუძნებელ შეხვედრაში მონაწილებდნენ ბიზნეს-საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები და წევრები. საბჭოში გაწევრიანდნენ ირლანდიის წამყვანი კომპანიების და აკადემიური წრეები წარმომადგენლები. ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელმა სენატორმა დიარმუდ უილსონმა, რომელიც თავადაც აქტიურად არის ჩართული საქართველო-ირლანდიის ორმხრივი დღის წესრიგის განხორციელების პროცესში, საბჭოს მიულოცა დაარსება და მხარდაჭერა აღუთქვა.



ახლადდაარსებულ ბიზნეს საბჭოს მიესალმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია. ასევე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა და საქართველოში (რეზიდენციით სოფია, ბულგარეთი) ირლანდიის ელჩმა მარტინა ფინიმ.



მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ეკონომიკური კუთხით სამომავლო ნაბიჯები და განსახორციელებელი ღონისძიებები.




საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭო მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.



ბიზნეს საბჭოს დაფუძნებას წინ უძღვოდა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს რამდენიმეწლიანი მუშაობა ირლანდიის ბიზნეს და აკადემიურ წრეებთან. საბჭოს უხელმძღვანელებს ცნობილი ირლანდიელი იურისტი, ბიზნეს არბიტრი ჯეიმს ბრიჯმანი.



დღეს, კორონავირუსის პანდემიით გლობალურად დაზარალებული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება და გრძელვადიანი ბიზნეს-გეგმების შემუშავება ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად.



ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ, საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი ჯეიმს ბრიჯმანი გეგმავს საქართველოში გაცნობით ვიზიტს საბჭოს წევრებთან ერთად, ორმხირივი კონტაქტების გაღრმავებისა და კონკრეტული პროექტების შემუშავების მიზნით.



ცნობისათვის, 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მიხედვით, ირლანდია პირველ სამეულში იყო და საერთო პირდაპირი უცხოური ინვესტიციის 10.5% შეადგინა. ამავე წელს, ირლანდიიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი 71%-ით გაიზარდა, რაც საქართველოსადმი მზარდ ინტერესზე მიუთითებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up