მობილური ინტერნეტის სისწრაფით ( 32. 89 მეგაბიტი/წამი) საქართველო მსოფლიო რეიტინგში 62-ე ადგილზეა.
2020 წლის მონაცემებით, პირველ ადგილზე 145 მეგაბიტით წამში სამხრეთ კორეაა. მეორე ადგილზე არაბთა გაერთიანებული საემიროები (129.61 მეგაბიტი/წამი), ხოლო მესამეზე ჩინეთი (124.34 მეგაბიტი / წამი). აზერბაინანი აღნიშნულ რეიტინგში 65 (31.45 მგაბიტი/ წამი) ადგილზეა, სომხეთი 69-ზე ( 29.97 მეგაბიტი/წამი).
კიდევ უფრო უკან, 109-ე ადგილზეა საქართველო ( 26.8 მეგაბიტი/წამი) ფიქსირებული ფართოზოლიანი ინტერნეტის სისწრაფით. პირველ ადგილზე აქ 229.4 მეგაბიტით წამში სინგაპურია. საქართველოს მეზობლებს სომხეთსა ( 31.29 მეგაბიტი/წამი) და აზერბაიჯანს ( 27.83 მეგაბიტი/ წამი) რეიტინგში 95-ე და 105 ადგილი უკავიათ.
GBC.GE