საქართველო ინფრასტრუქტურაში ესტონეთზე მეტ ინვესტიციას დებს - ISET

საქართველო ინფრასტრუქტურაში ესტონეთზე მეტ ინვესტიციას დებს - ISET

access_time2021-04-10 12:00:59

საქართველოში ურბანული განვითარება გააქტიურდ ადა ინფრასტრუქტურა გაზრდილ მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს. სწრაფად იზრდება ავტომანქანების რაოდენობაც, რის საპასუხოდაც ქალაქის მთავრობა უნდა გეგმავდნეს ახალ გზებს და მეტ რესურსს დებდნეს ამ გზების მოვლა-შენახვაში. სპეციალისტების განმარტებით, ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში პრობლემაა ახალი ინვესტიციების მოძიებასა და უკვე არსებულის რეაბილიტაცია-მოვლა-შენახვას შორის სწორი ბალანსის პოვნა და დაცვაა.


მნიშვნელოვანია, საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს მსგავსი ინფრასტრუქტურული ხარჯები და ამ ხარჯების ოდენობა თავად ინფრასტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობასთან მიმართებით დროთა განმავლობაში.


ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დასკვნით, ოფიციალურად საქართველო იმაზე მეტ ინვესტიციას დებს ინფრასტრუქტურაში, ვიდრე, მაგალითად, ესტონეთი. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ინფრასტრუქტურული ინვესტიციები (რაც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას გულისხმობს) ქვეყნის განვითარებისთვის კრიტიკული ფაქტორია. მათივე მტკიცებით, ინფრასტრუქტურაში ჩადებულ ინვესტიციებს შეიძლება სერიოზული მულტიპლიკატორული ეფექტი ჰქონდეს, რაც საქართველოს შემთხვევაში შეიძლება გადამწყვეტი იყოს ევროპასთან დაახლოების პროცესის დაჩქარებაში.



საქართველომ ამ მიმართულებით ნამდვილად დიდი გზა გამოიარა: 2003 – 2007 წწ-ში სახელმწიფო ინვესტიციები მკვეთრად, 3-დან 8%-მდე გაიზარდა და 2012 წლამდე ამ დონეზე შენარჩუნდა. შემდეგ ცოტა დაეცა, თუმცა 2017 წლიდან 6%-მდე გაიზარდა, რაც კარგი შედეგია, თუ ესტონეთს შევადარებთ. სახელმწიფო ინვესტიციები ესტონეთში 2004 წელს 4%-მდე დაეცა და მხოლოდ 2012 წელს მიაღწია 6%-ს, თუმცა 2015 წლისთვის ისევ 4%-იან ნიშნულამდე ჩამოვიდა, რაც, განვითარებულ ეკონომიკებს, სკანდინავიურ ეკონომიკებს ან თუნდაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს თუ შევადარებთ, მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. სულაც არაა გასაკვირი, რომ საქართველოში სახელმწიფო ინვესტიციებით უფრო მეტი საჯარო კაპიტალის მარაგი შეიქმნა. ესტონეთში ეს მაჩვენებელი 2004 – 2015 წწ-ში მშპ-ის 47%-დან 57%-მდე გაიზარდა და წარმატებით დაეწია შესადარის ქვეყნებს (ევროკავშირი, განვითარებული ეკონომიკები, სკანდინავიური ქვეყნები), მაშინ როდესაც საქართველოში 2000 წელს არსებული 130%-იდან დაიწყო შემცირება და მხოლოდ 2007 წელს დასტაბილურდა მშპ-ის 90%-ზე, - აღნიშნულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ბლოგში.


ორგანიზაცია განმარტავს, რომ საქართველოსა და ესტონეთს ბევრი რამ აქვს საერთო, მათ შორის, მსგავსი სოციალური და ეკონომიკური საბჭოთა მემკვიდრეობა. ორივე ქვეყანას მცირე მოსახლეობა ჰყავს: ესტონეთს 1.3 მლნ., რომლის 46% ქვეყნის დედაქალაქში, ტალინში, ცხოვრობს, საქართველოს კი – 3.7 მლნ., რომლის ერთი მესამედი თბილისში ცხოვრობს. ორივე ქვეყანაში მშპ-ის ნახევარზე მეტს დედაქალაქი გამოიმუშავებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოსთვის რეფორმების მიმართულებით სამაგალითო ქვეყანა სწორედ ესტონეთია.


მაგალითად, 2017 წელს საქართველომ ესტონეთის უნიკალური გამოცდილება გაიმეორა და გაუნაწილებელი მოგების გადასახადი გააუქმა. თავის მხრივ, ესტონეთის ორმხრივი დახმარების კომპონენტში საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა. თუმცა არსებობს სერიოზული განსხვავებებიც: ესტონეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 23,787 აშშ დოლარია, რაც ბევრად აღემატება საქართველოს მაჩვენებელს – 4,765 აშშ დოლარს (2019 წ.). ესტონეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრია, საქართველოსთვის კი ამ კლუბებში გაწევრიანება – მხოლოდ სამომავლო მიზანი. გარდა ამისა, კაპიტალური ინვესტიციები ესტონეთში ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. მაინც რამდენად კარგია ინფრასტრუქტურა ესტონეთში? - პასუხი მარტივია: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბევრად მეტ კაპიტალურ ინვესტიციას დებს ამ მიმართულებით, ესტონეთში ინფრასტრუქტურა უკეთესია. ეს კიდევ ერთი ემპირიულად ცხადი განსხვავებაა ამ ორ ქვეყანას შორის. რატომაა უკეთესი? - პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია: მართვა, განსაკუთრებით მოვლა-შენახვა! ორივე ქვეყანამ ახლახან გაიარა სახელმწიფო ინვესტიციების მართვის შეფასება (PIMA). ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ შექმნილი ჩარჩო, რომელიც აფასებს, როგორ იმართება ინვესტიციები, ასევე, ძირითადი ინსტიტუციები, სახელმწიფო ინვესტიციების პრაქტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემა, საკანონმდებლო ჩარჩო და პერსონალის კომპეტენცია. აშკარაა, რომ საქართველო შედარებით მოიკოჭლებს დაგეგმარების, დაბიუჯეტებისა და მოვლა-შენახვის მიმართულებით. საქართველოს ეროვნული და დარგობრივი ინფრასტრუქტურის გეგმებმა დაბალი ქულა მიიღო როგორც ინსტიტუციური მოწყობის, ისე ეფექტიანობის ინდიკატორებით. მიზეზი ისაა, რომ საქართველოს დარგობრივი სტრატეგიები მხოლოდ ახალ წამოწყებებს მოიცავს და სახელმწიფო ინვესტიციების მიზნები ‘არაა თანხვედრაში ეფექტური ინვესტიციების პრინციპთან’. გარდა ამისა, რეფორმების თვალსაზრისით, პრიორიტეტული მიმართულებებია პროექტების შერჩევა, შეფასება და განხორციელება, - განმარტავს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი.


report.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up