საქართველო ღონისძიებების ჰაბი - მითი თუ რეალობა?

საქართველო ღონისძიებების ჰაბი - მითი თუ რეალობა?

access_time2022-07-19 19:00:31

„ყველა სფეროში ყოველთვის არსებობს შეფერხებები, თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ ამ  შეფერხებებზე ესა თუ ის უწყებები არ ზრუნავენ, ასევე ბევრ თემაში ძალიან უკან დაგვხია კოვიდპანდემიამაც“, - ამის შესახებ „რადიო“ კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ლევან კობერიძესთან ერთად ივენთ მენეჯმენტის გურუმ, მარიამ ყუბუსიძე ისაუბრა. მისივე თქმით, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანი ვიზიტებით მიდის და უწევს ქვეყნის პრომოცირება, ყოველ ჯერზე აწყდება შეკითხვას, თუ როგორ შეიძლება გახდეს საქართველო ღონისძიებების ჰაბი, როდესაც არ  აქვს  საკონვენციო სივრცეები და ცენტრები და ვერ  შეძლებს  ერთ სივრცეში მინიმუმ 2000 ადამიანის ერთად მასპინძლობას.

 

„როდესაც საუბარია კონფერენციაზე ან სამიტზე ვეძებთ ღია სივრცეს, მაგრამ ღია სივრცე ყველა სეზონზე არ გამოდგება, გარდა ამისა,  საჭიროა დამატებითი  ინფრასტრუქტურაც შესვენებებისთვის და ლანჩისთვის, ამიტომ როდესაც  რამე  იგეგმება  გვახსენდება  ფილარმონია, რუსთაველის თეატრი, ოპერის  თეატრი ან ექსპო  ჯორჯიას 11-ე  პავილიონი. თუმცა ამ  შენობებსაც  თავისი განრიგი აქვთ და ყოველთვის ვერ  უმასპინძლებენ  დიდ ღონისძიებებს. გამომდინარე იქიდან, რომ  ქვეყანაში საკონვენციო ცენტრები არ  არსებობს  დიდ კონკურენციას  გვწევენ მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანი, თურქეთი და  სომხეთი“, - აღნიშნა მარიამ ყუბუსიძემ.

 

კითხვაზე  თუ რა უნდა  გააკეთოს  საქართველომ ამ მიმართულებით, რომ კონკურენტუნარიანი გახდეს,  ყუბუსიძე  პასუხობს,  რომ მაშინ როდესაც  საქართველოში  ბიზნეს  ტურიზმის  განვითარებაზეა  საუბარი, თამაშში  ბევრი მოთამაშე ერთვება,  გარდა  იმისა, რომ საჭიროა საღონისძიებო  სივრცეები უნდა  იყოს  სასტუმროები რომლებიც  მოთხოვნას დააკმაყოფილებენ.

 

„ამ კუთხით საქართველომ ნამდვილად გამოიჩინა თავი და საქართველოში ძალიან კარგი  საინტერესო ქართული ბენდის სასტუმროები ოპერირებს.  ამის  გარდა უმნიშვნელოვანესი  მომენტია ტრანსპორტის  მიმართულებაც, როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებები იგეგმება რა  თქმა უნდა სტუმრები  დიდ  დროს ატარებენ ტრანსპორტში, შესაბამისად ეს ტრანსპორტი უნდა იყოს კომფორტული.

 

2012 წელს ჩვენ გვყავდა 80 სტუმარი და 2 მაღალი ხარისხის ავტობუსი ვერ მოვიძიე,  ჩავედი  ბაქოში და ბაქოდან ჩამოვიყვანე ორი  ავტობუსი, რომლებიც სტუმრებს მოემსახურებოდა.

 

ახლა თითქოს გვყავს მაღალი დონის ავტობუსები, მაგრამ მოთხოვნას მაინც ვერ აკმაყოფილებს, ახლა როდესაც კოვიდ  შეზღუდვები მოიხსნა,  საბედნიეროდ  ძალიან ბევრი ღონისძიება  იგეგმება, ძალიან ბევრი საერთაშორისო კონფერენცია ტარდება და ყველას სჭირდება  სასტუმრო,  ტრანსპორტი,  კვების ობიექტი და არ გვაქვს რესურსი რომ ბევრს  ერთად მოვემსახუროთ.

 


 

 

რა თქმა უნდა ამ მიმართულებით კერძო სექტორი  ჩვენთანაც მუშაობს და ასეთ  ინვესტიციას აკეთებს კიდეც ,  იყო  შემთხვევები, როდესაც  უკრაინიდან გვწევდა განათების და  სხვა  ატრიბუტების  შემოტანა და დღეს  ეს ყველაფერი საქართველოში არსებობს“, - აღნიშნა მარიამ ყუბუსიძემ.

 

ყუბუსიძის თქმით  საქართველოში არსებობს ტურიზმის ადმინისტრაციაში დაქვემდებარებული  სტრუქტურა, რომელსაც  ჰქვია საკონვენციო  ბიურო და  ძალიან საინტერესო საქმეს აკეთებს, მათი წევრები არიან სასტუმროები , სატრანსპორტო  კომპანიები და ღონისძიების  მენეჯმენტის კომპანიები, რომლებიც დადიან  სხვადასხვა ქვეყნებში გამოფენებზე და წარადგენენ თავიანთ პროდუქტს, ეძებენ ბაზრებს.

 

„იმისათვის, რომ საქართველო ტურიზმის მიმართულებით უფრო განვითარდეს და ქვეყანაში მხოლოდ ინდივიდუალური ტურიზმი არ იყოს განვითარებული ამისთვის დიდი მუშაობაა საჭირო, ამის  დასტურია ის ფესტივალებიც, რომელიც ტარდება, მაგალითად თბილისის  საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი,  ქოლგა თბილისი ფოტო ფესტივალი, თბილისის მოდის კვირეული და სხვა.  ყელა დეტალი რომელიც  თბილისი მოდის  კვირეულის ფარგლებში  გავაკეთეთ  იყო  ძალიან მნიშვნელოვან  არა პროექტისთვის , არამედ იმ ადამიანებისთვის  ვინც ღონისძიებას ესწრებოდა მათ  შორის იყვნენ უცხოელები და  ძალიან  დიდი ნაკადი  იყო  იმ უცხოელების, რომლებიც ჩვენი  მოწვევით  ჩამოდიოდნენ“. - აღნიშნა მარიამ ყუბუსიძემ.

 

ყუბუსიძემ მეზობელ ქვეყნებთან კონკურენციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სეზონის დროს ხუთასი და ოთხასი ნომრის დაბლოკვა შეუძლებელია, რადგან სხვა დამსვენებლებიც არიან.

 

შესაბამისად, როდესაც რაიმე  ღონისძიებას რომელი ქვეყანაც უკეთეს პირობებს და ფასს შესთავაზებს ტენდერის დროს იქ მიდის ჩასატარებლად.

 

მარიამ ყუბუსიძემ ასევე სექტორში პროფესიონალიზმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და  განმარტა, რომ  მიმართულების  განსავითარებლად საჭიროა განათლება და ასევე  სახელმწიფოს  ჩართულობაც.

 

„ამ სფეროში განათლების თემა უმნიშვნელოვანესია, მინიმალური განათლება უნდა ჰქონდეთ,  ასევე სახელმწიფოს  მხარდაჭერა არის  უმნიშვნელოვანესი. თუ ხალხი მიგყავს დასავლეთისკენ, ან აღმოსავლეთისკენ რომელიმე სხვა  რეგიონში გზაზე აუცილებლად უნდა იყოს  სველი წერტილები, ამას ბიუჯეტი სჭირდება, ჩვენ „toilet stop“ - ისთვის სპეციალურად ვჯავშნიდით რესტორნებს  გზაზე, რომ სველი წერტილი გამოგვეყენებინა. ამიტომ საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობა და რა თქმა უნდა კერძო კომპანიების მზაობაც იმისთვის, რომ გაიაზრონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ესა თუ ის ღონისძიება.

 

ფესტივალის დაგეგმვას მინიმუმ ნახევარი წელი სჭირდება, ამისთვის უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებენ მუშაობას, უნდა  იყოს  სახელფასო სეგმენტი, უამრავი ფესტივალია, მაგრამ თუ მათ არ ეყოლებათ კერძო პარტნიორები და სპონსორები ეს ფესტივალები მხოლოდ  ბილეთების გაყიდვით თავს ვერ შეინახავენ“, -  აღნიშნა მარიამ ყუბუსიძემ.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up