საქართველო გლობალური ტურიზმის აღდგენას ჩამორჩება -  გალტ & თაგარტი

საქართველო გლობალური ტურიზმის აღდგენას ჩამორჩება - გალტ & თაგარტი

access_time2022-09-23 19:00:14

საქართველო რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გლობალური ტურიზმის აღდგენის დინამიკას ოდნავ ჩამორჩება - ამის შესახებ გალტ & თაგარტის კვლევაშია ნათქვამი,მათვე ინფრომაციით რუსეთ - უკრაინის ომის დასაწყისში უარყოფითუი გავლენის შემდეგ, 2022 წლის მაისიდან ტურიზმის აღდგენა დაჩქრდა, გალტ & თაგარტის კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ უსეთ-უკრაინის ომმა ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტების ჩამოსვლა შეასუსტა.


ამასთან, ტურიზმის შემოსავალი ვიზიტებთან შედარებით უფრო სწრაფად აღდგა  - 78.3% 2022 წლის პირველ ნახევარში და 123.6% 2022 წლის ივლის-აგვისტოში 2019 წლის შესაბამის პერიოდებთან შედარებით. აღნიშნული აიხსნება მიგრანტების შემოდინებით, მაღალი ინფლაციითა და ვიზიტების სტრუქტურით (ტურისტული ვიზიტები აჭარბებს ერთდღიან ვიზიტებს).


ტურისტებმა ახლო აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიიდან უკვე გადააჭარბეს 2019 წლის მაჩვენებელს, მაშინ როცა ყველა მეზობელი ქვეყანა ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს. მაგალითისთვის, აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს უკავშირდება საზღვრის კვეთაზე შენარჩუნებულ შეზღუდვებს.


 

 

 





ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას აანონსებს

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას აანონსებს
access_time2022-09-30 14:40:24
საქართველოში მომდევნო წლისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. „მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლის-აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება. თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექსი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზე ვმუშაობთ და მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი...

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები - კელი დეგნანი

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები - კელი დეგნანი
access_time2022-09-30 14:30:19
საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა,...

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - შსს

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ -  შსს
access_time2022-09-30 13:33:32
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე  ინფორმაციით   ასევე შემციდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ,...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს
access_time2022-09-30 14:00:12
მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია კუმისის დირექტორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხის ფასი 7-8% -ით გაიზარდოს. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი სატრანსპორტო გადაზიდვებზე და მუშა - ხელის მომსახურებაზე ფასის გაზრდაა. „თებერვლის შემდეგ კვერცხზე ფასი არ მომატებულა, თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ოქტომბრიდან სავარაუდოდ კვერცხზე 7-8% --ით მოგვიწევს ფასის მომატება. მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეული და...


მსგავსი სიახლეები

up