საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ლიტერატურულ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ლიტერატურულ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას

access_time2020-10-06 19:30:00

მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის (14-18 ოქტომბერი) ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ორი ღონისძიებით წარდგება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.


„2020 წელს COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ფიზიკური სახით აღარ ჩატარდება. ღონისძიებების ნაწილი ქალაქის სხვადასხვა ლიტერატურულ, კულტურულ-სახელოვნებო სივრცეში Bookfest City-ის ფარგლებში გაიმართება, ნაწილი კი Bookfest Digital-ის ფორმატში ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს.



15 ოქტომბერს 20:00 საათზე (გერმანიის დროით) Bookfest City-ის ფარგლებში, სასტუმრო “Roomers Frankfurt”-ში ბერლინში მცხოვრები ქართველი მწერალი იუნონა გურული თავის ახალ წიგნს Mohnfelder (Corvinus Presse, 2020) წარადგენს, მოდერატორობას მას გერმანელი ლიტერატორი სუზან შმიდტი გაუწევს.



17 ოქტომბერს 15:20 საათზე (გერმანიის დროით) Bookfest Digital-ის ფორმატში, საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ონლაინ რეჟიმში საქართველოს და ქართული ლიტერატურის შესახებ ქართველი მწერლების მონაწილეობით გადაღებული მოკლე ფილმის ჩვენება გაიმართება. ფილმში მონაწილეობენ: ზურაბ ქარუმიძე, სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, დავით გაბუნია და არჩილ ქიქოძე. ფილმი არის მცდელობა, გაგრძელდეს საუბარი მსოფლიოსთან. მცდელობა უფრო მეტი ითქვას თბილისზე, საქართველოზე, მის ეთნო-რელიგიურ-კულტურულ მრავალფეროვნებაზე, ომზე, ოკუპაციაზე, ლიტერატურულ ცხოვრებაზე, იმ ადგილებზე და რეგიონებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური თუ ლიტერატურული თვალსაზრისით და რომლებიც საინტერესო შეიძლება იყოს მათთვის, ვინც ახლა უნდა აღმოაჩინოს საქართველო.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ტრადიციულად ინარჩუნებს გლობალური საგამომცემლო ინდუსტრიის ჰაბის ფუნქციას და წელს გამომფენებს უნიკალურ ელექტრონულ პლატფორმას - “International Markets” - სთავაზობს. აღნიშნული პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის საგამომცემლო სექტორის ვირტუალურ სივრცეებს აერთიანებს და საგამომცემლო საქმის პროფესიონალებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში გაეცნონ ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წიგნის ბაზრის, მათი თავისებურებების შესახებ. დაინტერესებული დამთვალიერებელი “International Markets“-ის პლატფორმაზე ქართული წიგნის ბაზრის ვირტუალურ სივრცესაც მიაკვლევს. საქართველოს წიგნის ბაზრის მიმოხილვა იხილეთ ბმულზე: http://www.gpba.ge/news/19/




ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი იღებს მონაწილეობას. საქართველო 2007 წლიდან ტრადიციულად, ყოველწლიურად მონაწილეობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით, სადაც ქართველი ავტორების და გამომცემლების მონაწილოებით უცხოენოვანი თარგმანების პოპულარიზაციისა და თარგმანის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება იმართება.



შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგა და ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში არაერთი ღონისძიება მიეძღვნა ქართულ ლიტერატურასა და კულტურას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up