საქართველო ფაროსანას პრობლემას სრულად 3 წლის ვადაში დაძლევს

საქართველო ფაროსანას პრობლემას სრულად 3 წლის ვადაში დაძლევს

access_time2019-01-11 20:05:35

„საქართველოს საექსპორტო პროდუქტებს შორის, თხილის წამყვან პოზიციებზე დაბრუნება, მხოლოდ ფერმერების აქტიური ჩართულობით არის შესაძლებელი“ - ამის შესახებ გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ფაროსანას პრობლემის სრულად დაძლევა, საერთაშორისო გათვლებით 3 წლის ვადაში მოხდება, ამ პროცესში კი ფერმერების ძლისხმევა გადამწყვეტია.


„სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, ფაქტობრივად კონტროლზე ავიყვანეთ პრობლემა, რომელმაც თავი 2016 წელს იჩინა. 2017 წელს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველო ფაროსანას პრობლემას სრულად 3 წლის ვადაში დაძლევს. 2019 წელს ჩვენ გვექნება უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, რომელიც 2017-2018 წლების გამოცდილებას ეფუძნება. თუმცა გამოწვევად რჩება პროცესში თავად ფერმერების ჩართულობა. ყველა მოქალაქემ უნდა გამოიყენოს ეს ღონისძიებები და თავის მხრივ მიიღოს ზომები, რათა საკუთარი მოსავალი ფაროსანასგან დაიცვას. ეს გამოწვევა ეხება კონკრეტულად თხილის მოსავალს, რომელიც მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია.



2018 წელს საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა „თხილის მწარმოებელთა ასოაციაცისთან“ ურთიერთობის ახალი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც 1500-მა ფერმერმა საკმაოდ მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი მიღო. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2019 წელს ამ ფორმატში ჩართული იყოს მინიმუმ 15 000 ფერმერი და თხილი საბოლოოდ დაუბრუნდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციის წამყვან პოზიციებს“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


„თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი თოდუამ East Fruit-თან საუბრისას დაადასტურა, რომ ორგანიზაცია მზადაა ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინაამღდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს.


„ეს არის მთელი ციკლი, დაწყებული თხილის მოსავლის აღებით, მისი გაშრობითა და შენახვით დასრულებული. თითოეულ ეტაპს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება, რათა თხილის ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ. 1500 ფერმერის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფორმულა კარგად მუშაობს. ახლა მთავარია, ამან უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს და მოვიძიოთ შესაბამისი რესურსები. ვფიქრობ, წამოწყებულ საქმეს დონორებისა და პარტნიორების მხრიდან დიდი ხელშეწყობა ექნება. ამ დროისთვის საქართველოში 20-25 ათასი ფერმერია, ვისაც თხილის მოსავალი ორ და მეტ ჰექტარზე მოჰყვას. ჩვენ გვინდა, რომ ამ ფორმატში ყველა მანთგანი ეტაპობრივად ჩავრთოთ“,- განაცხადა გიორგი თოდუამ.


bpn.ge





რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი

რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი
access_time2019-03-25 18:30:48
“სახელფასო პოლიტიკა, მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი და ასე ამოგლეჯილად, სხვადასხვა სფეროს ხელფასების განხილვა, არ არის სწორი. თუ მაღალ პასუხისმგებლობას, რაღაც საფრთხეებს ცდუნებასთან მიმართებაში  კრიტერიუმად ავიღებთ, მაშინ არც პარლამენტარის წინაშე არსებული ცდუნებებია დაბალი და ამ გაგებით მაშინ დეპუტატების ხელფასიც უნდა გაიზარდოს. ეს თეორიული განცხადებაა და არამც და არამაც არ ვგულისხმობ დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდას,“ - ასე განმარტა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური...

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?
access_time2019-03-25 20:00:34
ბიტკოინი შემქნელის ირგვლივ არსებობს ძალიან ბევრი თეორია, თუმცა მათ ყველას აკლია მთავარი - მყარი მტკიცებულებები. თუმცა, შესაძლებელია ამ საიდუმლოს ფარდა სულ მალე აიხადოს. პირველი კრიპტოვალუტა 10 წლის წინ გაჩნდა, დღეს კი ვირტუალური ფულის ბაზარი მილიარდებს ითვლის, სხვადასხვა კრიპტოვალუტების რაოდენობამ გადააჭარბა 2100-ს, ხოლო განვითარებული ქვეყნების მთავრობები სერიოზულად დაფიქრდნენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. თუმცა, დღემდე უცნობია, ვინ დგას...

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“
access_time2019-03-25 17:00:51
სავალდებულო ავტოდაზღვევას სკეპტიკოსები ხელისუფლებაშიც გამოუჩნდნენ. იმ ფონზე, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები და დეპუტატები სავალდებულო ავტოდაზღვევის აუცილებლობაზე მსჯელობენ,  პარლამენტის წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი ვალდებულება მოსახლეობის სოციალურ ტვირთს დაამძიმებს და შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს. „ქართული ოცნების“  წევრმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სავალდებულო დაზღვევა...

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“
access_time2019-03-25 19:00:56
„ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია  “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი,“ - ასე აფასებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“  კიდევ ერთ  შეუსრულებელ დაპირებას.  როგორც ცნობილის, „ცენტ-პოინტის“ მენაშენე, თითქმის 5 ათასი ოჯახი  (დაახლოებით 10 ათასი ადამიანი) კვლავ პრობლემის მოგვარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამ...

„მთაწმიდაზე, MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“

„მთაწმიდაზე,  MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“
access_time2019-03-25 13:30:14
მთაწმიდაზე, წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია საფრთხეშია - განცხადებას სოციალურ ქსელში არსამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“ ავრცელებს.   ირკვევა, რომ წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის ქვეშ, მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩის მიმდებარედ  MKdevelopment კორპუსის მშენებლობას იწყებს.  „რამდენიმე დღეა ტვერელის ეკლესიასთან მიმდიდინარეობს სრულიად კანონიერი სამუშაოები! კანონიერი იმიტომ, რომ...


მსგავსი სიახლეები

up