საქართველო - ევროპის ერთადერთი ქვეყანა სავალდებულო დაზღვევის გარეშე - რატომ ვერ აფასებს დღემდე ხელისუფლება დაზღვევის როლს სწორად?

საქართველო - ევროპის ერთადერთი ქვეყანა სავალდებულო დაზღვევის გარეშე - რატომ ვერ აფასებს დღემდე ხელისუფლება დაზღვევის როლს სწორად?

access_time2017-01-31 09:30:10

დაზღვევა - ეს არის მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი. თუმცა ეს არც მოქმედ და არც ყოფილ ხელისუფლებას გააზრებული არ აქვს, მეტიც, ვერც ერთი მათგანი დაზღვევის როლს სწორად ვერ აფასებს საზოგადოების დაცვის თვალსაზრისით. იმ დროს კი, როდესაც ქვეყანაში სტიქიური უბედურება ხდება, ან ხანძარია, დაზარალებული მოქალაქეები ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით აქციებს გამგეობების შენობების წინ ან მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ. ასეთი შემთხევები თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. საქართველო კი არის ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანა, სადაც სავალდებულო დაზღვევის არც ერთი სახეობა არ მოქმედებს და ამას ყურადღებას არც ხელისუფლება აქცევს. ქონების სავალდებულო დაზღვევაზე საუბარი მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც სტიქია ან ხანძარი ხდება. გადის პერიოდი და დაზღვევის თემა ისევ ყველას ავიწყდება.

 


ასე იყო 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს. მაშინ საუბროდნენ სავალდებულო დაზღვევის პრინციპის ამოქმედებაზე, თუმცა ეს მხოლოდ ცალკეულ განცხადებებად დარჩა. რამდენიმე თვის შემდეგ სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება ხელისუფლებაში არავის გახსენებია. არადა, იმ პერიოდში სვანიძის ქუჩაზე მომხდარი სტიქიური უბედურების დროს მოსახლეობის ქონება დაზღვეული რომ ყოფილიყო, ზარალს კერძო სადაზღვევო კომპანიები გადაიხდიდნენ და არა სახელმწიფო ბიუჯეტი და ბიზნესი, რომელთაც დახმარება თავად ხელისუფლებამ სთხოვა.

 


დღესაც, როდესაც „ბავშვთა სამყაროს" შენობა დაიწვა და მოვაჭრეებმა მილიონობით ზარალი ნახეს, ქონების სავალდებულო დაზღვევაზე ხელისუფლებაში ისევ ალაპარაკდნენ. ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების სავალდებულო დაზღვევის ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მოთხოვნების გამკაცრება აუცილებელია. „ხელშეკრულების დადებისას, დაზღვევა ერთ-ერთი კატეგორიული მოთხოვნა უნდა იყოს", - განაცხადა კალაძემ.

 

 

დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ კი არ გამორიცხა, რომ პარლამენტმა დღის წესრიგში სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების სავალდებულო დაზღვევის საკითხი დააყენოს. მისი თქმით, ამ წუთში ეს დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, მხარეებთან გასაუბრების შედეგად, შესაძლებლია, რომ ამაზე მსჯელობა დაიწყოს.დეპუტატის განმარტებით, „ბავშვთა სამყაროში" მომხდარმა ფაქტმა აჩვენა, რომ დაზღვევის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც საუბარია მსგავსი ტიპის ადგილებზე, სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს.

 


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად გაითავისოს ფართის გამქირავებელმაც და დამქირავებელმაც, რომ ასეთი ტიპის დაზღვევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არავინაა დაზღვეული მსგავსი ტიპის შემთხვევებისგან. როცა ბიზნეს მოლაპარაკება ხდება ფართის გაქირავების დროს, ორივე მხარემ ძალიან მწვავედ უნდა დააყენოს ეს საკითხები",- განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

 


როგორც ჩანს, ხელისუფლებაში სავალდებულო დაზღვევის საკითხი ისევ გაახსენდათ, თუმცა მხოლოდ პოსტფაქტუმ. შეასრულებს თუ არა ამჯერად მაინც ხელისუფლება მათივე გუნდის წევრების მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, სავარაუდოდ, მალე გამოჩნდება. მანამდე კი დაზღვევის სფეროს სპეციალისტები მთავრობას დაფიქრებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში დაზღვევა, როგორც ვალდებულება, აუცილებლად უნდა ამოქმედდეს, სხვა შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში დაზღვევის კულტურა საკმაოდ დაბალია, ნებაყოფლობით დაზღვევას მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი აირჩევს.

 


„საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის" ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილი
„კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში ქონების დაზღვევა აუცილებლად სავალდებულო უნდა გახდეს. მისივე განცხადებით, მეწარმე ვალდებული უნდა იყოს, რომ სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქცია დააზღვიოს. „საქართველოში ქონების დაზღვევა ძვირი არაა, რომ მისი გადახდა ამ ქონების მფლობელმა ვერ შეძლოს. მაგალითად, თუ მეწარმეს საწყობში აქვს 100 000 ლარის ქონება, მას წლიურად მოუწევს 250 ლარის გადახდა. სადაზღვევო კომპანიებში ქონების დაზღვევის პოლისის წლიური ღირებულება დაზღვეული ქონების მაქსიმუმ 0,25%-ია. დღეს ის ადამიანები, რომლებიც „ბავშვთა სამყაროში" პროდუქცია დაეწვათ, დაზღვევა რომ ჰქონოდათ, შემთხვევის ადგილას კი არ იქნებოდნენ მთელი დღის განმავლობაში, არამედ შეტყობინებებს სადაზღვევო კომპანიებს დაუგზავნიდნენ", - განაცადა გიგოლაშვილმა.

 


მისივე განცხადებით, ევროპის და ზოგადად დასავლეთის თითქმის ქვეყანაში ქონების დაზღვევას სავალდებულო სახე აქვს, ან კიდევ სავალდებულო არ არის, მაგრამ ყველა აზღვევს, რადგან იქ ეს კულტურა საკმაოდ მაღალია. „ავსტრალიაში, ამერიკასა და იაპონიაში კი, თუ კომპანიას დაზღვევა არ აქვს, ეს მის იმიჯზე სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენს. ჩვენთან სადაზღვევო კულტურა დაბალია და ამიტომ სავალდებულო დაზღვევა აუცილებლად უნდა ამოქმედდეს. ეს ბიზნესისთვის დიდი ბეგარა არ იქნება. თუ კი ამოქმედდება სავალდებულო წესი, მაშინ სადაზღვევო პრემია მეწარმეს ხარჯში უნდა ჩაეთვალოს და ის მოგების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს", - განუცხადა „კომერსანტს" გიგოლაშვილმა.

 


საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის
განცხადებით, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, რომელიც დღეს წარმატებულია, სხვადასხვა დროს გაიარეს ის ეტაპები, რასაც დაზღვევის კულტურის ამაღლება და სავალდებულო დაზღვევა ჰქვია. „საქართველოშიც ამაზე უნდა ვიფიქროთ და თანაც, აუცილებლად. კარგია, რომ „ბავშვთა სამყაროს" შენობა დაზღვეული იყო, მაგრამ ცუდია, რომ ხალხს არ ჰქონდა დაზღვევა და ახლა ისინი სრულიად გაურკვეველ ვითარებაში არიან. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც დიდი რისკი აქვს სტიქიური უბედურებების, მათ შორის მიწისძვრის და ამიტომ დაზღვევის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში", - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

 


მისივე განცხადებით, საქართველოში დაზღვევის დაბალი კულტურის გამო, აუცილებელია სავალდებულო წესი ამოქმედდეს. „შევარდნაძის მმართველობის პერიოდში მოქმედებდა ხანძრის შემთხვევების სავალდებულო დაზღვევა და ეს ძალიან კარგად მუშაობდა. თუმცა მერე გაუქმდა და დღემდე ვერც წინა და ვერც ახალმა ხელისუფლებამ საკითხი ისე ვერ დაარეგულირა, რომ დაზღვევა ქვეყანაში სავალდებულო ყოფილიყო. ეს ძალიან ცუდია. აუცილებელია, რომ სასწრაფოდ იყოს მიღებული ზომები და ამოქმედდეს ქვეყანაში დაზღვევის სავალდებულო", - განაცხადა ხეჩინაშვილმა.

 


დაზღვევის სფეროს სპეციალისტი ლაშა ნიკოლაძე კი თვლის, რომ აუცილებელია ბიზნეს ოპერატორებმა საკუთარი პასუხისმგებლობა დააზღვიონ, რაც სხვისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს. „სავალდებულო უნდა იყოს დაზღვევა სავაჭრო ობიექტების მფლობელებისთვის, ტაქსის კომპანიებისთვის და ა.შ. ამისათვის კი ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს კანონი და ამოქმედდეს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა", - განუცხადა „კომერსანტს" ნიკოლაძემ.

 


რაც შეეხება წესს, ნიკოლაძის განცხადებით, აქ შეიძლება 2 ვარიანტის განხილვა მოხდეს. პირველი - სავაჭრო ობიექტის მფლობელმა დაზღვევის პრემიის სეგმენტი ქირაში შეიყვანოს და მეორე - აიძულოს მოქირავნე, რომ თავად იყიდოს სადაზღვევო პოლისი. „ეს მსჯელობის თემაა, თუმცა ვიმეორებ, აუცილებელია, რომ ქვეყანაში ბიზნეს ოპერატორის პასუხისმგებლოს დაზღვევა სავალდებულო გახდეს. სხვა მხრივ, პრობლემა ვერ მოგვარდება", - დასძინა „კომერსანტთან" საუბრისას ნიკოლაძემ.

 



რაც შეეხება ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს, 2016 წლის მესამე კვარტალში (დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს მთელი წლის მონაცემი ჯერ არ გამოუქვეყნებია) საქართველოში ქონების დაზღვევაზე მთლიანად გაცემულია 161 410 სადაზღვევო პოლისი. 2016 წლის დასაწყისიდან გაიცაა 146 481 პოლისი, საიდანაც კორპორატიულია 36 356, საცალო (ინდივიდუალური) - 110 063, სახელმწიფო კი 62. სპეციალისტების განცხადებით, ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ამიტომაც, აუცილებელია, რომ ქვეყანაში დაზღვევის სავალდებულო ფორმა ამოქმედდეს. 

 

 

ავტორი: "კომერსანტი"



„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის
access_time2020-03-28 12:00:57
„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს,...

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს
access_time2020-03-28 13:00:00
ბრიტანულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Dyson-მა, რომელიც მაღალი ხარისხის მტვერსასრუტებისა და თმის საშრობების წარმოებითაა ცნობილი, სასუნთქი აპარატების გამოშვება გადაწყვიტა. კომპანიამ 10 დღეში შეიმუშავა ახალი სასუნთქი აპარატის, სახელად CoVent დიზაინი და მას უკვე აქვს 10 000 ასეთი მოწყობილობის შეკვეთა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან.   Dyson-მა სასუნთქი აპარატები ციფრული ძრავის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შექმნა, რომელსაც სხვა პროდუქტებში აქამდე იყენებდა. წარმოების დასაწყებად ის...

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...


მსგავსი სიახლეები

up