საქართველო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის ევროპული საბჭოსგან 13 მლნ ევროს მიიღებს. დახმარებას მიიღებენ ასევე: უკრაინა, მოლდოვა და მალი. თანხები თითოეული რესპიბლიკისთვის 3 წელზეა გათვლილი. მისი საშუალებით ლეტალური იარაღის შეძენა იკრძალება.
გავრცელებული პრესრელიზის თანახმად საქართველოსთვის გამოყოფილმა თანხამ კრიტიკულ სიტუაციაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახმარების შესაძლებლობები უნდა გაზარდოს. გრანტი სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობის შეძენას აგრეთევე მობილობის გაუმჯობესებას მოხმარდება.
იმავე დახმარების პროგრამით უკრაინა 31 მლნ-ს მიიღებს, მოლდოვა 7 მლნ-ს ხოლო მალი 24 მლნ-ს.