საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება

access_time2016-07-26 15:30:56

საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატსა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შანხაიში პირველად გამართულ ბიზნეს-ფორუმზე, რომელსაც ჩინეთის მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.


„შანხაიში პირველად ტარდება ჩინურ-ქართული საინვესტიციო ფორუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შანხაი არის მსოფლიოში მესამე უდიდესი ქალაქი, ხოლო ჩინეთში პირველი ქალაქი 25 მილიონი მოსახლეობის რაოდენობით და თავისი საკუთარი ეკონომიკით. ეს არის ქალაქი, რომელიც განვითარებულია როგორც ტექნოლოგიურად და კანონმდებლობით, ასევე ინდუსტრიული, თავისუფალი თუ ინოვაციური ზონების თვალსაზრისით. ჩვენ ფორუმზე წარმოვადგენთ შვიდი მილიარდი დოლარის საინვესტიციო პროექტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შესაბამისი გამოხმაურება მოყვება“ - განუცხადა ფორუმის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.


პირველმა ვიცე-პრემიერმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. მისი განცხადებით, ბოლო წლებში რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირების ტენდენციის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო შედეგი აქვს. მისი ინფორმაციით, ასევე სახეზეა პირდაპირი უცხოური ზრდის ტემპი. 


დიმიტრი ქუმსიშვილმა პოზიტიურად შეაფასა საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა ორმხრივი ვაჭრობის გაღრმავებისა და ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. 


მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს ეკონომიკაში. ჩინური კომპანიები უკვე წარმატებულად საქმიანობენ საქართველოში, ისეთ სექტორებში როგორიცაა:



მშენებლობა, გზები და ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სხვა.საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში ჩინეთი მეოთხეა ქვეყნის უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანათა შორის, ხოლო ექსპორტის მხრივ - მეორე. ჩინეთს საქართველოს მთლიან ექსპორტში 9-პროცენტიანი წილი უკავია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის მოხსენებაში ასევე გაამახვილა ყურადღება ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის მაღალი პოლიტიკური დონის ვიზიტებზე და მიღწეულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, რომელზეც მუშაობაც, ორივე ქვეყნის მთავრობათა პოლიტიკური გადაწყვეტილებით, 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან გაფორმებული ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველო-ჩინეთის კიდევ ერთ შეთანხმებაზე,რომლის საფუძველზეც ერთობლივი სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო ჩამოყალიბდება.


შეთანხმების თანახმად, შეიქმნება საბჭოს სამდივნოები, სადაც მოწვეული იქნებიან როგორც კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული სტრუქტურის ძირითადი ამოცანა იქნება მეწარმეების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ასევე ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება და ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით შეიქმნას.

გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ინიციატივის ფორმატში. მან ისაუბრა თბილისის აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან ფორუმზე, რომლის თანაორგანიზატორიც საქართველოსთან ერთად, ჩინეთიც იყო. 2016 წელს ნოემბერში თბილისში ფორუმი მეორედ ჩატარდება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინური მხარის წარმომადგენლები ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია. მისი განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ემსახურება მაღალი დონის შეხვედრებისთვის პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც მოხდება თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ბიზნეს კონტაქტების დამყარება, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა.


ბიზნესფორუმზე ასევე ჩატარდა სექტორული პრეზენტაციები, მათ შორის, ენერგეტიკის, საბანკო სფეროს, საქართველოს ფოსტის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, უძრავი ქონების ბაზრის და ქართული ღვინის ექსპორტის მდგომარეობის შესახებ.


ფორუმზე პრეზენტაციები გააკეთეს საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა პირებმა. მათ ჩინელ პოტენციურ ინვესტორებს საქართველოში არსებული მსხვილი ბიზნესპროექტები წარუდგინეს.


პრეზენტაციების შემდეგ, ბიზნეს-ფორუმზე B2B შეხვედრები გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოსა და ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.




გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის

გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი  იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის
access_time2019-05-26 17:00:55
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ შს...

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე
access_time2019-05-26 20:00:03
  მთელს ევროპაში შეიმჩნევა ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ანტიპატიით მიგრანტებისადმი, და თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით.   ამ იდეოლოგიის მომხრეებს სურთ ევროპის გადაქცევა  ჩაკეტილ და აუღებელ ციხე-სიმაგრედ, რომელიც შეაკავებს მიგრანტების შეუჩერებელ ნაკადს.   მათ არ  სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი პირადი ბედი დამოკიდებულია ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც იმყოფება ამ ვირტუალური კედლის მიღმა....

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე
access_time2019-05-26 16:00:44
რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „პროფესიონალები“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გიორგი ლომინაძემ საქართველოში შრომის ბაზარზე დერეგულაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ადამიანები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი. საქართველოში კი ადამიანები მუშაობის პროცესში დოვლათს ანადგურენებ, ამიტომაც   ყველა ვღატაკდებით.სტატისტიკის თაყვანისმცემელი არ ვარ, ის არ ასახავს რეალობას, არა იმიტომ,რომ  მაგალითად, დასამებულის...

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“
access_time2019-05-26 10:00:32
„სადაზღვევო  ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა კონკურენცია. დაზღვევა ყოველთვის ასოცირდებოდა ფინანსურ სექტორთან, ის არ ერევა სამედიცისო სერვისებში და არც ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციაა. იგი რისკების მართვის ფინანსური ინსტიტუტია,რომელსაც შეუძლია ბევრი სიკეთე მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ ინსტიტუტს შეუძლია, შექმნას სამუშაო ადგილები, შესთავაზოს სხვადასხვა სიახლეები სერვისში, და თან, იყო დაზღვევის რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტი,” - განაცხადა პსპ დაზღვევის“...

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში
access_time2019-05-26 14:00:32
საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის პროექტშია...


მსგავსი სიახლეები

up