საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს

access_time2020-01-22 16:30:30

4.5-5% - ეს ის საპროგნოზო მაჩვენებლებია, რომელსაც ეროვნული ბანკი და უცხოური ორგანიზაციები, საქართველოში 2020 წელს ეკონომიკური ზრდისათვის პროგნოზირებენ. ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი უსწრებს.


ეროვნული ბანკი ახალ საბაზო სცენარს აქვეყნებს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის უახლეს გამოცემას ეფუძნება. ამ სცენარის მიხედვით, მომდევნო წლებში ეკონომიკური აქტივობა არსებულ ტენდენციას შეინარჩუნებს. ამასთანავე, საქონლისა და მომსახურების სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესებას გააგრძელებს, რაც რეალური მშპ-ს ზრდაში დადებით წვლილს შეიტანს. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო დანახარჯების დაჩქარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა.


სებ-ის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაზე ინფლაციის ზრდის პირობებში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით გამოწვეულ ნეგატიურ პროცესებს, წმინდა ექსპორტისა და ფისკალური სტიმულის ზრდა გარკვეულწილად ანეიტრალებს.


საბაზო სცენარში რეალური მშპ-ს წლიური ზრდის პროგნოზი 2020 წელს 4.5 პროცენტია. საშუალოვადიან პერიოდში, საგარეო შოკების ეფექტის ამოწურვისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირების კვალდაკვალ კი, მოსალოდნელია ეკონომიკური დონის 5 პროცენტამდე გაუმჯობესება.


ამ დროს უფრო მოკრძალებულ პროგნოზს აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. გაერო საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. ეს რეგიონის საერთო მაჩვენებელზე - 3.7% - მაღალია, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი უსწრებს.


თავის ანგარიშში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 2020-2021 წლებში დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაა მოსალოდნელი. რეგიონის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2.3%-ია მიმდინარე წლისთვის.



ანგარიშში აღნიშნულია, რომ შარშან საქართველოსა და ყაზახეთში, მიზნობრივზე მაღალმა ინფლაციამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვია წლის მეორე ნახევარში.


გაეროს აზალიზის მიხედვით, გასული წელს გლობალურმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. კერძოს მშპ-ს ზრდის ტემპი მსოფლიოში 2.3%-ის ფარგლებში იყო, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.


აკადემიკოსი, ავთანდილ სილაგაძე ,,რეზონანსთან” აცხადებს, რომ საქართველო შორსაა მშპ-ს ზრდის იმ ტემპისაგანაც კი, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ ამ მხრივ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი.


,,პროგნოზი ნამდვილად არის რეალური. მონაცემი როგორც საერთაშორისო ორგანიზაცების, ისევე ეროვნული ბანკის საკმაოდ დაახლოებულია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს ეს არის საქართველოს მაქსიმუმი. მეტი რესურსი აქ არ არის. რასაკვიველია ეს მაჩვენებელი არის არა საკმარისი. თუკი გავითვალისწინებთ რეგიონის ქვეყნებს, იქაც კი აღარ გვაქვს ის უპირატესობა, რომელიც წლების განმავლობაში მუდმივად იყო. ჩვენი ვექტორი ევროკავშირია და ამ მაჩვენებელთან მიახლოებისათვის ეს ტემპი ძალიან დაბალია.


მსოფლიო ეკონომიკა გასაგებია რომ ორჯერ ნაკლებით გაიზარდა ვიდრე საქართველოსი, მაგრამ ისინი არ არიან განვითარებადი ქვეყნები და შესაბამისად, გააჩნია ნაზრდი რამდენია ევროკავშირის კრიტერიუმით, ამ ტემპით ძალიან შორს ვართ სტანდარტისაგან რომლის წევრობის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს”, - აღნიშნა სილაგაძემ რეზონანსთან საუბრისას.


სამეზობლოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საქართველო მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვენებიდან კიდევ რამდენიმეს უკეთესი მაჩვენებლები აქვს:


საქართველო - 4.5%, სომხეთი - 5.4%, აზერბაიჯანი - 2.5%, რუსეთი - 1.8%, უკრაინა - 3%, ბელარუსი - 2%, მოლდოვა - 3.9%, ყირგიზეთი - 4.5%, ტაჯიკეთი - 6%, უზბეკეთი - 5.7%, ყაზახეთი - 3.5%, თურქმენეთი - 5.6%.


გაზეთი „რეზონანსი“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up