EBRD-ს  საქართველო არასდროს ავიწყდება

EBRD-ს საქართველო არასდროს ავიწყდება

access_time2020-02-14 15:30:37

„საქართველო ლამაზი ქვეყანაა უაღრესად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გასაყარზე, ეს კი საშუალებას აძლევს მას, ისარგებლოს მოსახერხებელი სატრანსპორტო კავშირებითა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით თურქეთთან, დსთ-ის ქვეყნებსა და ევროკავშირთან“ -წერს EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ჰანსენი სტატიაში, რომელსაც forbes.ge აქვეყნებს.


ბოლო ორი ათწლეულია, საქართველო საგრძნობ პროგრესს განიცდის. მან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა კრიმინალისა და კორუფციის აღმოფხვრისა და სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმირების მიმართულებით და მკაფიო საბაზრო ეკონომიკური მოდელი დანერგა.


ამ მიღწევათა კვალდაკვალ, საქართველომ ევროკავშირთან დადო ასოცირების ხელშეკრულება და DCFTA-ს წევრი გახდა, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ინტეგრაციისა და წარმატებული განვითარებისაკენ. თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან – მსოფლიოს უმსხვილეს ბაზართან – უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ბიზნესებისთვის საქართველოში.


ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მხარს უჭერდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ეხმარებოდა მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარებაში, რათა მათ DCFTA-ს მოთხოვნების დაკმაყოფილება უკეთესად შესძლებოდათ. EBRD-მა, გრანტის დონორის რანგში, ევროკავშირთან ერთად, ადგილობრივი პარტნიორი ბანკების მეშვეობით სესხის შეთავაზების საშუალებები შექმნა და ბიზნესები უზრუნველყო როგორც ფინანსებით, ისე აუცილებელი ექსპერტული მხარდაჭერით ზრდის და პროდუქტისა და სერვისის სტანდარტების განვითარების მიმართულებით, რათა ევროკავშირთან ვაჭრობის სტიმულირება მომხდარიყო. ამდენად, 2019 წელი კვლავაც უაღრესად წარმატებული გამოდგა ამ ძალიან მოთხოვნადი საკრედიტო ლიმიტებისთვის. ამასთან, EBRD-მა DCFTA-ის დამატებითი საკრედიტო ლიმიტები გამოსცა ადგილობრივ პარტნიორ ბანკებთან ერთად, რათა თბილისისა და საქართველოს სხვა რეგიონების მცირე და საშუალო ბიზნე დაფინანსებული, როგორიცაა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია, რომელიც საქართველოს ენერგიის 40%-ს გამოიმუშავებს, ამას ემატება სხვა რამდენიმე კერძო ჰიდროელექტროსადგური და გორის ქარის ფერმა – პირველი კომერციული ქარის ფერმა სამხრეთ კავკასიაში. გარდა ამისა – და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – EBRD-ს დაფინანსებული აქვს Black Sea Transmission Line-ი, რომელიც, ადგილობრივი ენერგოპროდუქტების ექსპორტულ ბაზრებთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონალური ენერგობაზრის ნაწილად აქცევს.


EBRD-ი აქტიურად ქომაგობს Green City Frameworks-ს. ეს ინოვაციური პროექტი ჰოლისტურ, სისტემატურ მიდგომას გვთავაზობს განვითარებადი ქალაქების გამოწვევებთან გასამკლავებლად. პროექტის მთავარი მიზანი სუფთა ჰაერის შენარჩუნებასა და რესურსების ეფექტიან გამოყენებაში მდგომარეობს. ბათუმსა და თბილისს უკვე აქვთ საკუთარ საინვესტიციო საჭიროებათა პრიორიტეტები ჩამოყალიბებული, EBRD-ი კი განაგრობს ამ ქალაქებთან მუშაობას, რათა ისინი უფრო მწვანე და “ჯანსაღი” გახადოს. Green City Frameworks-ის ფარგლებში და EBRD-ის მიერ მართულ მულტიდონორიან Eastern Europe Energy Efficiency and Environment Partnership (E5P) Fund-ის (რომლის უმსხვილესი კონტრიბუტორი ევროკავშირია) მხარდაჭერით, EBRD-მა დააფინანსა ახალი დაბალიატაკიანი ელექტროავტობუსების შესყიდვა, რომლებიც ბათუმის, საქართველოს მესამე ყველაზე დიდი ქალაქის, მუნიციპალურ ტრანსპორტად იქნება გამოყენებული. ბანკს აქამდე ელექტროავტობუსების პროექტი არც ერთ ქვეყანაში არ განუხორციელებია, ასე რომ, ეს უდავოდ ღირსშესანიშნავი პროექტი იქნება. ჩვენ ასევე დავაფინანსეთ ეკოლოგიასთან დამეგობრებული დამატებითი ავტობუსების ყიდვა თბილისში და კიდევ 175 ავტობუსის შეძენა, რათა გაუმჯობესდეს საჯარო ტრანსპორტის სერვისები საქართველოს ექვს რეგიონალურ ქალაქში.



ჩვენ კვლავაც ვმონაწილეობდით კორპორაციული ობლიგაციების ადგილობრივ ვალუტაში გაცემის მიმართულებით, რათა დამატებით შეგვეწყო ხელი ეკონომიკის დედოლარიზაციისთვის. 2014-ის დასაწყისში ჩვენ პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ვიყავით, ვინც ობლიგაცია ქართულ ლარში გასცა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ადგილობრივი ვალუტის გაძლიერების გზაზე, ადგილობრივ ბაზრის მიმართ რწმენის გასაზრდელად, დაფინანსების წყაროთა დივერსიფიცირებისა და ადგილობრივი კაპიტალური ბაზრის განვითარებისთვის.


1994-დან მოყოლებული, როცა EBRD- მა თავისი პირველი პროექტი ჩაუშვა საქართველოში, ბანკი ქვეყანას ინფრასტრუქტურის, ფინანსური და საწარმოო სექტორის გარდაქმნასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში ეხმარება – არა მხოლოდ პროექტების დაფინანსებით, არამედ იმითაც, რომ აქტიურად ვართ ჩართული კორპორაციული მმართველობისა და რისკის მენეჯმენტის სოლიდური სტანდარტების მქონე მდგრადი საბანკო სექტორის შექმნაში. ჩართულები ვიყავით ასევე პოლიტიკურ დიალოგშიც ქვეყნის ამბიციური რეფორმების ხელშეწყობის მიზნით.


ამჟამად EBRD-ის ჯამური ვალდებულებები საქართველოში დაახლოებით $3.6 მილიარდს შეადგენს 239 ინვესტიციის სახით. ქვეყანაში, სადაც 4 მილიონამდე მოსახლე ცხოვრობს, ეს შთამბეჭდავი რიცხვია. ჩვენი პორტფოლიოს დაახლოებით ნახევარი მდგრადი ინფრასტრუქტურის სექტორს მოიცავს, რომელსაც ფინანსური სექტორი მოჰყვება – მესამედზე ოდნავ მეტით, და კორპორაციული სექტორი – 20%-ით.


ერთობლივი მიღწევების გამოყენებით, საქართველომ რეფორმები უნდა განაგრძოს. მან უნდა გარდაქმნას სამართლებრივი სისტემა და აქტიურად იმუშაოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, სადაც კარი ყველასთვის ღია იქნება. საქართველომ ადამიანური კაპიტალისა და უნარების განვითარებისთვისაც არ უნდა მოუკლოს მუშაობას, რათა შეამციროს უმუშევრობა და მოსახლეობა სტაბილურობითა და კეთილდღეობით უზრუნველყოს.


ასევე, საქართველომ ინსტიტუციების გაძლიერება უნდა გააგრძელოს, განავითაროს ეკონომიკა, წაახალისოს კონკურენცია, პარალელურად კი ეკონომიკური განვითარების ყველა სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები დანერგოს. საქართველოს მომავალი ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენებაზეა დამოკიდებული. საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავისი ნაყოფიერი მიწა და სასოფლო- სამეურნეო მოსავალი გააუმჯობესოს, განაგრძოს სასტუმრო სექტორის განვითარება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზრუნვა არ მოაკლოს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს.


ევროპასთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ამგვარი სტრუქტურული რეფორმებისთვის მშვენიერ ჩარჩოს, გზამკვლევსა და განრიგს ქმნის. ამ მოგზაურობას შეუპოვრობა და გარკვეული მსხვერპლი დასჭირდება, მაგრამ საბოლოო შედეგი ყველა ძალისხმევას გაამართლებს.


არაერთი სამთავრობო რეორგანიზაციის მიუხედავად, EBRD-ი მუდამ საქართველოს ერთგულ პარტნიორად რჩებოდა ძლიერი, კოლეგიალური ურთიერთობებით მთავრობასთან. ჩვენ ვაგრძელებთ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რათა ქვეყანას უფრო ნათელი მომავალი ჰქონდეს და ადამიანებს – უკეთესი ცხოვრება.


forbes.ge


თეგები:
EBRD



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up