საქართველოში ხორბალის  90% რუსეთიდან შემოდის, სადაც მარცვლეულის ფასები მატულობს

საქართველოში ხორბალის 90% რუსეთიდან შემოდის, სადაც მარცვლეულის ფასები მატულობს

access_time2018-05-02 09:00:00


რუსული ხორბალი გაძვირდა. როგორც რუსული მედია წერს, მარტის შუა რიცხვებიდან ხორბალზე ფასის მატება დაიწყო და დღემდე გრძელდება. საექსპორტო ბაზარზე რუსული ხორბლის ფასმა 3 დოლარით მოიმატა და ტონაზე ღირებულებამ  213 დოლარი შეადგინა. საქართველოში იმპორტირებული ხორბლის უდიდესი წილი სწორედ, რუსულ ხორბალზე მოდის. შესაბამისად მოსალოდნელია თუ არა საქართველოშიც ხორბლის ფასების ზრდა? ამ თემაზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

 

გადაცემაში „კომერსანტი თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ფასების მატების მიზეზი რუსული რუბლის გაუფასურებაა. სილაგავას თქმით, ბოლო რყევებმა რუსეთში საექსპორტო ფასები მკვეთრად გაზარდა.

 

„ახლა არის პერიოდი, როდესაც ხორბლის მოსავლისთვის მზადება მიმდინარეობს როგორც რუსეთში, ისე საქართველში. რჩება რამოდენიმე პროცესი, ეს არის გადაანგარიშება იმის, რა მოსავალი იქნება, რა გარდამავალი მარაგებით რჩება იმ ქვეყნებში,  რომლებიც ამარაგებენ მსოფლიოს. ყველაზე ძლიერი ფაქტორი აქ არის ვალუტის კურსის ცვლილება, რომელიც როგორც ჩვენთან აისახება ფასებზე, ისე აისახება რუსული რუბლის დოლართან მიმართება საექსპორტო ფასებზე რუსეთში. რყევები ასევე გამოიწვია იმან, რომ აშშ ცუდი მოსავლის მოლოდინია. გარკვეულწილად მსოფლიო მოსავალი ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან და ამის ბალანსი კეთდება. გამომდინარე იქედან, რომ თვე, თვე-ნახევრის გარდამავალი მარაგები საქართველოში მუდმივად არის და ველოდებით მონიტორინგის ახალ მონაცემებს, ჯერჯერობით ფასი იქნება სტაბილური, თუ ვალუტის კურსის კრიტიკული ცვლილება არ მოხდა,“- განაცხადა ლევან სილაგავა

 


ლევან სილაგავა ადგილობრივი ხორბლის მოსავლის ზუსტ რაოდენობას ჯერჯერობით ვერ ასახელებს. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ კურსის რყევები გაგრძელდა კრიტიკული ფასი ფქვილზე შეიძლება გაიზარდოს.

 

„მონიტორინგი წელს ოფიციალურად არ გამოცხადებულა,  წინ არის მომწიფების პროცესები, რის შემდეგაც იწყება აღების პროცესი. შესაბამისად ზუსტ რიცხვს ვერ დავასახელებთ. ვვარაუდობთ, რომ შარშანდელი მონაცემების ფარგლებში იქნება წლევანდელი მოსავალი, შარშან ეს  იყო 80 000 -დან 100 000 ტონამდე. დღესდღეობით მინდა აღვნიშნო,  რომ 37 ლარის ფარგლებშია არაპირველი ხარისხის ფქვილი. 43,44 ლარი შეიძლება იყოს ის კრიტიკული ფასი ფქვილზე, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ გაიზარდოს თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კრიტიკულ ფასამდე არ მივალთ უახლოეს რამდენიმე თვის განმავლობაში,“ - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

 

დღეისათვის საქართველოში მარცვლეულის  90% რუსეთიდან შემოდის, რაც ლევან სილაგავას განმარტებით, დაბალი ფასიდან გამომდინარეობს.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს:" საქართველო ხორბლის მარაგის გარეშე არ დარჩება. იმპორტს ყოველთვის განსაზღვრავს ფასი და ლოჯისტიკური მხარე. დაახლებით ოთხი წელია რუსეთის ფასი და ლოჯისტიკური მხარე უფრო მომხიბვლელია. თუმცა, მცირე რაოდენობა შემოდის ყაზახეთიდან, ჩვენ უხორბლოდ არ დავრჩებით აქ არის საუბარი ფასზე. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში რუსეთის საექსპორტო მაჩვენებელი და პოტენციალი არის ყველაზე მაღალი. მსოფლიოს დიდ ტენდერებზე დომინირებს რუსეთი, შესაბამისად არამარტო ჩვენ, შესაბამისად ბევრი სხვა ქვეყანა ყიდულობ რუსეთისგან ხორბალს. ყოველთვის შეიძლება გადასვლა სხვა ბაზრებზე თუმცა, შემდეგ ფასის ფაქტორი იკვეთება," -

 

კომერსანტი

 




სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა
access_time2021-08-02 17:00:58
„საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაყიდად გამოტანილი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ვერც მე-3 აუქციონზე გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ აუქციონთან შედარებით ფასი თითქმის $13 მლნ–ით ნაკლები იყო. „საპარტნიორო ფონდმა“ სასტუმრო„ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონი მესამედ ივნისში გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ფასი იმაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე პირველი და მეორე აქციონების შემთხვევაშიიყო. ამჯერად სასტუმროს საწყისი ღირებულება 24 041...

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა
access_time2021-08-02 16:00:48
საქართველოში თხილის მოსავლის აღება მომავალი კვირიდან იწყება. გასული სეზონი აღდგენითი ხასიათის იყო, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალმოსავლიანობა იყო (33 000 ტ). მეწარმეები მიმდინარე სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელიან, თუმცა მსოფლიო ბაზარზე წარმატების მისაღწევად თხილის ხარისხის გაუმჯობესებაა აუცილებელი. EastFruit–ის ქართული ჯგუფი ბლაი ლორტ მარტის ესაუბრა, აგრონომსა და ტექნოლოგიების სპეციალისტს, FRUSESA, BAIN BORGES International Group–ის ყოფილ...

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...


მსგავსი სიახლეები

up