საქართველო დიდი ხანია წარმოადგენს პროგრესის შუქურას რეგიონში და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა - New europe

საქართველო დიდი ხანია წარმოადგენს პროგრესის შუქურას რეგიონში და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა - New europe

access_time2021-01-23 15:28:47

საქართველო დიდი ხანია წარმოადგენს პროგრესის შუქურას რეგიონში და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს.


სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი და შეძლებული ადამიანის მიერ საკუთარი ნებით ძალაუფლების დათმობა  სამოქალაქო და დემოკრატიულ სიმწიფეზე მიუთითებს, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს ქართული ოცნების მიერ დააგეგმილი განაცხადის შეტანის  კუთხით კარგი პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა.


„ტრამპის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ გასარკვევია, გაწყვეტს თუ არა მასთან რესპუბლიკური პარტიის ელიტა კავშირს. მსოფლიოს ბევრი კონსერვატიული პარტია (თუმცა ყველა არა) იმედოვნებს, რომ ძველი ყაიდის , საბაზრო ურთიერთობების, თავისუფლების მომხრე და დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტების უპირობოდ ერთგული რესპუბლიკური პარტია ფეხზე კვლავ წამოდგება.


ევროპაში ბევრი კონსერვატორის ცნობიერებაში პრეზიდენტი ტრამპი,  როგორც მომგებიან, ისე წამგებიან ფაქტორებს წარმოადგენდა. მძიმე რიტორიკის მიუხედავად, მან ზოგიერთი მნიშვნელოვანი კონსერვატიული პრინციპი მოქმედებაში მოიყვანა.


ჩინეთიდან მომავალი საფრთხის მიმართ უფრო მკაცრი მიდგომა მისასალმებელი და დიდი ხნის განმავლობაში სასურველი გახლდათ ისევე, როგორც ევროპის სახელმწიფოების მიმართ თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ გაჟღერებული მოწოდება. 

მის მიერ გადასახადების შემცირებამ აშშ-ის ეკონომიკას უდიდესი ბიძგი მისცა .

ბოლო დღეებში ხშირად დასმული კითხვა ასეთია: შეიძლება მსგავსი რამ აქაც მოხდეს? ზრდასრულობით სულ რამდენიმე ევროპული დემოკრატია თუ გაუტოლდება ამერიკულს.კონკრეტულად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები კი  შიდა თუ გარე შოკებისგან, რომელთაც შეუძლია ბოლო ათწლეულებში მიღწეული პროგრესის დესტაბილიზაცია დღესაც დაუცველნი არიან.

ამ კონტექსტში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება  საზოგადოებრივი ცხოვრებიდან წასვლის და ყველა პოლიტიკური თანამდებობის დატოვების შესახებ იმედისმომცემი იყო.

ბატონი ტრამპის მსგავსად, ივანიშვილიც პოლიტიკაში მოსული მილიარდერი ბიზნესმენი გახლავთ, რომელმაც 2012 წელს არჩევნებში ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ გაიმარჯვა. საბედნიეროდ, მსგავსებები მათ შორის ამით ამოიწურება. -  ნათქვამია სტატიაში. 


სტატიაში ასევე  ნათქვამია, რომ მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის ოპონენტების „ტრამპის სტილის“ პრეტენზიებისა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობდა და შედეგებიც ზუსტი იყო.

სტატიის ავტორი წერს, რომ  ამ კონტექსტში ივანიშვილის წასვლა ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიებისთვის წინსვლის მაგალითია.

მისივე განმარტებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ნ შთაგონების წყარო საკუთარ სამეზობლოში , ქართველი მილიარდერის სახით  უნდა ეძებონ, რომელმაც არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ საკუთარი ნებით დათმო ძალაუფლება.  


2012 წლიდან მოყოლებული ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა, რომელიც თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ხოლო ბოლო პერიოდში - ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

მისმა პარტიამ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება გასული წლის ნოემბერში გამართულ არჩევნებში მოიპოვა. მიუხედავად მისი ოპონენტების „ტრამპის სტილის“ პრეტენზიებისა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ საქართველოს არჩევნები ყველა საერთაშორისო სტანდარტს პასუხობდა და შედეგები ზუსტი იყო.


ამ კონტექსტში ივანიშვილის წასვლა წინსვლის ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიებისთვის მაგალითია. დიდი ხნის განმავლობაში ამერიკა - „სინათლის ქალაქი გორაკზე“ აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. დღეს კი ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის უმჯობესია, არ მიაქციონ ყურადღება აშშ-ის მილიარდერ პრეზიდენტს, რომელიც არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახლიდან გამოსვლაზე უარს ამბობს. ამის ნაცვლად, ეძებონ შთაგონების წყარო საკუთარ სამეზობლოში, კერძოდ ქართველი მილიარდერის სახით, რომელმაც საკუთარი ნებით დათმო ძალაუფლება არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ.


ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირი და აშშ მხარს უჭერენ ევროპაში წარმოქმნილ დემოკრატიებს, იქნება ეს ფინანსური, საგანმანათლებლო თუ უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა, რომელიც უნდა გაგრძელდეს და უეჭველად გაგრძელდება კიდეც. მაგრამ კიდევ უფრო აუცილებელია თავად ამ ქვეყნებში ლიდერობის ჩამოყალიბება. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი და შეძლებული ადამიანის მიერ საკუთარი ნებით ძალაუფლების დათმობა მიუთითებს სამოქალაქო და დემოკრატიულ სიმწიფეზე, რომელიც იძლევა კარგი პროგნოზების გაკეთების საშუალებას ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განაცხადის შეტანის კუთხით. -  ნათქვამია სტატიაში.


New Europe- ის სტატიაში ავტორი აღნიშნავს,რომ  დიდი ხანია, რაც საქართველო რეგიონში პროგრესის შუქურას წარმოადგენს და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 


მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმართვის გლობალურ ინდექსში“ საქართველო მე-7 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 26-ს. „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა მსოფლიოში და უსწრებს ევროკავშირის წევრთა უმრავლესობას. Fraser Institute-ის „თავისუფლების ინდექსში“ საქართველო მე-8 ადგილზეა და იმყოფება აშშ-ის შემდეგ. ეს გახლავთ შესანიშნავი შედეგი ქვეყნისთვის, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიქტატურის და რეპრესიების პირობებში ცხოვრობდა, და ეს შედეგი იმსახურებს აღიარებას ევროკავშირის ლიდერების მხრიდან - როგორც სიტყვით, ისე საქმით.


დემოკრატია არ არის მმართველობის უზადო სისტემა - არც საქართველოში, არც ევროკავშირში და არც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი. ჩვენ, ვინც „რკინის ფარდის“ მეორე მხარეს გავიზარდეთ, კარგად გვესმის ამ თავისუფლებების მყიფე ბუნება. რონალდ რეიგანს თუ დავესესხებით, „თავისუფლება მყიფე რამ არის და მის გასაქრობად მხოლოდ ერთი თაობაა საკმარისი... აუცილებელია, რომ ყველა თაობამ მუდმივად იბრძოლოს მის დასაცავად“. სწორედ ჯორჯიის შტატმა დაუსვა წერტილი ტრამპის პრეზიდენტობას, როცა შტატის ამომრჩევლებმა უარით გაისტუმრეს პრეზიდენტის მცდელობა, საფუძველი შეერყია აშშ-ის არჩევნების დემოკრატიული პროცესისთვის. 10 000 კილომეტრის დაშორებით კი ქვეყანაში სახელად ჯორჯია (საქართველო) ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ნაკლებად რეკლამირებული, მაგრამ ბევრად უფრო შთამბეჭდავი დემოკრატიული გადასვლა ახალ საფეხურზე“, - ნათქვამია სტატიაში.


(R)








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up