საქართველო „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველი საბჭოს წევრი გახდა

საქართველო „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველი საბჭოს წევრი გახდა

access_time2019-11-03 10:48:00

საქართველო „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ (Community of Democracies) მმართველი საბჭოს 30-ე წევრი ქვეყანა გახდა. ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრად საქართველო პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით მიიწვიეს, როგორც წარმატებული დემოკრატიული რეფორმების განმახორციელებელი ქვეყანა.

ორგანიზაციის მიერ საქართველოს მმართველ საბჭოში გაწევრიანების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველ საბჭოში საქართველოს მიღება იმ ხელშესახები პროგრესის შედეგია, რასაც საქართველომ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე მიაღწია, ეს ასახულია კონკრეტულ სარეიტინგო მაჩვენებლებში მათ შორის ფუნდამენტური უფლებების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების საკითხში. 

„როგორც რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის ლიდერი და ასევე დემოკრატიული ფასეულობებისა და სტანდარტების მიმართ ქართველი ხალხის ერთგულების გათვალისწინებით, საქართველო იქნება მმართველი საბჭოს ღირებული წევრი. მოხარული ვარ მივიღო საქართველო როგორც საბჭოს ახალი წევრი და მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასთან მუშაობას მსოფლიოში დემოკრატიის დაცვის და განმტკიცების საქმეში“, - განაცხადა „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გენერალურმა მდივანმა ტომას გარეტმა.  

აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ვარშავის დეკლარაციის ხელმომწერთა შორის, რომლითაც საფუძველი დაედო „დემოკრატიათა თანამეგობრობას“. დეკლარაციაში ასახულია ორგანიზაციის მთავარი მიზნები, რომლებიც მოიცავს მათ შორის, კონსოლიდირებულ ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, დემოკრატიული თავისუფლებების დაცვისა და გაღრმავების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით და სხვა.


მმართველი საბჭოს, რომელიც საერთო დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფოებს აერთიანებს, წევრობით ქვეყანას აქვს შესაძლებლობა ხელშესახები წვლილი შეიტანოს „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გაძლიერებასა და გლობალურად საერთო გამოწვევების საპასუხო გზების ძიებაში.

აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ამოცანები, რომლის აქტიურ მხარდაჭერას და პოპულარიზაციას საერთაშორისო არენაზე ახორციელებს საქართველო,  პირდაპირ ეხმიანება „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ ღირებულებებს და ცენტრალურ ადგილის იკავებს მის საქმიანობაში.

„დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველ საბჭოში 2019 წლის 28 ოქტომბრიდან 30 წევრი ქვეყანაა - არგენტინა, აშშ, გვატემალა, დიდი ბრიტანეთი, ელ სალვადორი, ესტონეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, კაბო ვერდე, კანადა, კორეის რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ლიეტუვა, მალი, მექსიკა, მონღოლეთი, მაროკო, ნორვეგია, ნიგერია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, უნგრეთი, ურუგვაი, ფილიპინები, ფინეთი, შვედეთი, ჩილე და საქართველო.


Imedinews 

თეგები:
საქართველო



ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up