საქართველო და უკრაინა შავ ზღვაში ბორნების ერთობლივად ოპერირებას გეგმავს

საქართველო და უკრაინა შავ ზღვაში ბორნების ერთობლივად ოპერირებას გეგმავს

access_time2017-07-20 10:00:09

საქართველო და უკრაინა ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხს განიხილავს. ერთობლივი საწარმოს მიზანი შავ ზღვაში უკრაინული ბორანით ოპერირებაა. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ვიქტორ დოვგანმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ინიციატივა უკრაინის პრემიერმინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა აპრილში უკრაინის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზების ხელმძღვანელების შეხვედრაზე გააჟღერა. დოვგანის თქმით, სწორედ მაშინ ტრასნკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიზნით ერთობლივი საწარმოს შექმნის იდეა გაჩნდა. იდეის განხორციელება, ამ დერეფანში მოხვედრილი ტვირთების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.

 

დოვგანი აღნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით განიხილება ბორნების ერთობლივად მართვის საკითხი.

 

„ერთი მხრივ ვხედავთ, რომ ყაზახეთის მხრიდან ბორნებთან დაკავშირებით დიდი ინტერესი არ არის, დიდად არც აზერბაიჯანული მხარეა დაინტერესებული, რამდენადაც მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინული ბორნები დიდია და ხარჯიანი.“ დოვგანი განმარტავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან უნდა შეთანხმდეს.

 


დოვგანის განცხადებით კასპიის ზღვის აზრებაიჯანული სანაოსნო მიიღებს მონაწილეობას კონკურსში, რომელიც შავ ზღვაზე საბორნე გადაზიდვების ოპერატორები უნდა გამოვლინდეს. აქ ორი ძლიერი პრედენდეტია ჩინური და აზერბაიჯანული კომპანიები. როგორც ირკვევა, ილიჩევსკის სარემონტო ქარხანაში უკვე დაიწყო ბორან „გეროი შიპკის“ რემონტი. ტრანსკასპიურ მარშუტზე სამუშაოდ იგეგმება კიდევ ერთი ბორანის „ გეროი პლებნის“ მომზადებაც. აღნიშნული ბორნები ბათუმი-ფოთი-ჩერნომორსკის მარშრუტზე იმოძრავებენ.

 

როგორც ირკვევა, აღნიშნული ბორნები ექსპულატაციაში 2017 წლის მარტში შევლენ. გარდა ამისა სექტემბერში იგეგმება ჩერნომორსკის საბორნე კომპლექსის გამოყენებაზე კონკურსის გამოცხადება, რომელშიც მთავარ პრეტენდენტად ჩინური China Road and Bridge Corporation კომპანია მოიაზრება.

 

 

ავტორი: Bpi.ge



საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა
access_time2021-05-13 12:46:00
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აპრილში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 378.3 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წლიურ ჭრილში ზრდა 70% ანუ 156 მლნ დოლარია. რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც 2020 წლის ამავე პერიოდში ქვეყანა „ლოქდაუნის“ რეჟიმში იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზრდაა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებითაც.2019 წელს ექსპორტზე 311 მლნ დოლარის პროდუქცია იყო გასული, 2021 წლის ამავე თვესთან შედარებით 22%-ით, ანუ 67 მლნ დოლარით ნაკლები.რაც შეეხება 4...

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
access_time2021-05-13 11:55:32
შვეიცარულმა ფონდმა კრისტალს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის  ინოვაციური ფინანსური სერვისების შეთავაზებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მომხმარებლების მიერ პოსტპანდემიური გამოწვევების დაძლევას.   კრისტალსა და responsAbility Investments AG-შ შორის პარტნიორობას ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი.  მას შემდეგ კი არაერთი წარმატებული...

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“
access_time2021-05-13 12:00:08
„ბინაზე ფასის ზრდა შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ თუ შემოსავალი არ იქნება და შემოსავლისუნარიანობა არ ამაღლდება მოსახლეობაში, ვინ იყიდის ამ გაძვირებულ ბინას?  ბევრი ვიცი, რომელსაც უნდა ბინის შეძენა, მაგრამ ფინანსრურად ვერ სწვდება. უნდა გაიზარდოს მოსახლეობის რაოდენობა ვინც შეძლებს ამ ბინების ყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამაოვა ისევ იმ ფასის ნიშნულზე, რაც აქამდე იყო,“ - "კომერსანტი"  უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge- ს  დირექტორს ნელი გოგუაძეს უძრავი...

სილქფესტის აქციის ფარგლებში აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!

სილქფესტის აქციის ფარგლებში  აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს  შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!
access_time2021-05-13 09:55:53
მხოლოდ 13 მაისს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლები ოთხ სააქციო პაკეტის გააქტიურებას შეძლებენ 30 დღით.   კომბინაციით *202# მომხმარებელი  ჩაირთავს:   2 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 3 ლარად   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად   8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 8 ლარად   3 GB + 500 ლოკალური წუთი - 10 ლარად   პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და...

ქვეყანას არ ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი, დახმარება გვჭირდება - წიგნის სფერო მილიონიან ზარალზე საუბრობს

ქვეყანას არ ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი, დახმარება გვჭირდება - წიგნის სფერო მილიონიან ზარალზე საუბრობს
access_time2021-05-13 11:00:51
„საფრანგეთმა ბიუჯეტიდან 3 მილიარდი ევრო გამოჰყო ავტორებისა და გამომცემლობების დასახმარებლად, ამ ქვეყანას ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი. ჩვენ რაც გვაქვს, ისიც არ წაგვართვან,“ - გამომცემლობა „ინტელექტის“ დამფუძნებელი კახა კუდავა „კომერსანტთან“  საგამომცემლო ბიზნესის კრიზისულ პერიოდზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჟამად ბიზნესის შემოსავალი პანდემიამდე არსებული პერიოდის მაქსიმუმ 5 პროცენტი შეიძლება იყოს. კახა კუდავას თქმით, წიგნის სფერო...


მსგავსი სიახლეები

up