საქართველო და კვიპროსის რესპუბლიკა ერთობლივი საზღვაო კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ

საქართველო და კვიპროსის რესპუბლიკა ერთობლივი საზღვაო კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ

access_time2021-11-11 13:00:00

საზღვაო სფეროში საქართველოსა და კვიპროსს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა შეხვედრა გამართა კვიპროსის სანაოსნოს მინისტრთან ვასილიუს დიმიტრიადისთან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



„შეხვედრას კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ კეკელიძეც ესწრებოდა.




საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის საზღვაო სავაჭრო შეთანხმების შესაბამისად, მხარეები ორივე ქვეყნისთვის საერთო ინტერესის მქონე საკითხების განსახილველად ერთობლივი საზღვაო კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ.




ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტოს ხელმძღვანელი შეხვდა ასევე კვიპროსის სანაოსნო პალატის წევრებსა და ქართველი მეზღვაურების ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს, გემთმფლობელ - „Columbia Ship Managemant“-ს.




შეხვედრებზე განხილულ იქნა საზღვაო სფეროში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვის წარმატებული გამოცდილება და აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პოზიტიური შედეგები ქართველ მეზღვაურთა როტაციისა და ვაქცინაციის მიმართულებით.



ქართული მხარე დაინტერესებულია კვიპროსის გამოცდილების გაზიარებით საზღვაო კლასტერის ჩამოყალიბების მიმართულებით და განიხილავს ურთიერთობის გაღრმავებას საზღვაო განათლების, კვლევებისა და ინოვაციების კუთხით.




მხარეების მიერ ხაზგასმული იქნა საქართველოს მიერ ბოლო ათწლეულში განხორციელებული წარმატებული სისტემური რეფორმები კერძოდ, საზღვაო განათლებისა და სერტიფიცირების ასევე საზღვაო დროშის და ნავსადგურების მიმართულებით, რამაც მოკლე პერიოდში უზრუნველყო ქვეყნის საზღვაო რეპუტაციის განმტკიცება საერთაშორისო არენაზე.




შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კვიპროსის რესპუბლიკაში პირველი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-18 21:00:54
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1. სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები - სებ-ის...

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!
access_time2022-01-18 17:55:39
არაერთი კვლევით დადასტურდა სილქნეტის ქსელის უპირატესობა. უახლესი „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიით  აღჭურვილი ქსელით, კომპანია მომხმარებელს ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება; სილქნეტის მობილურ ქსელს აქვს სტაბილური სიჩქარე საქართველოს მასშტაბით,  ტევადობის მაღალი რესურსი, რაც საშუალებას იძლევა,...

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა
access_time2022-01-18 18:00:05
18 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.09 თეთრით 3.0840-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0790 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.53 თეთრით 3.5130-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.70 თეთრით 4.1992 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.07 თეთრით 6.4082-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან 1.58 თეთრით 4.0371-მდე,  აზერბაიჯანულ მანათთან 0.17 თეთრით 1.8168-მდე, თურქულ ლირასთან 0.01 თეთრით 0.2279-მდე...

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება
access_time2022-01-18 17:00:50
მთავრობის 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „რიყის დოქებისთვის“ ინვესტორს ამჯერად „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს, რომელიც ობიექტს 71 250 000 ლარად ყიდის. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დირექტორმა, რომან ბოკერიამ განუცხადა, კომპანია „რიყის დოქების“ გაყიდვას ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს. „ვეხმარებით ეკონომიკის სამინისტროს, ყველა...

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია
access_time2022-01-18 14:44:23
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოსახლეობისთვის 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მთავრობის განკარგულებით, თურქეთის ბაზარი სრულად გაიხსნა და ამ ქვეყნიდან მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები შემოტანა იგეგმება, რაც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებს ხარჯებს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად შეუმცირებს. გთავაზობთ კარდიოლოგიური წამლების მცირე ჩამონათვალს...


მსგავსი სიახლეები

up