ვლადიკავკაზისთვის საქართველოში დასვენება მოდური გახდა

ვლადიკავკაზისთვის საქართველოში დასვენება მოდური გახდა

access_time2018-07-11 20:00:05



საქართველო და  ჩრდილოეთ ოსეთის  რესპუბლიკა ალანია (რუსეთის ფედერაციის სუბიექტი) - თბილისის უახლოესი მეზობელია.  


ერთი შეხედვით, ქართულ - ოსურ კონფლიქტს და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს ხელი უნდა შეეშალა მათ ურთიერთობებში, თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი სულ სხვაგვარადაა - რუსეთის რეგიონს მეზობელ ქვეყანასთან დღესაც აკავშირებს ტურიზმი, ვაჭრობა და ნათესაური კავშირები.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი ყველანაირად ზღუდავს კავშირებს საქართველოსთან და კეტავს საზღვრებს. თუმცა ამავე დროს ჩრდილოეთ ოსეთი არანაირად არ ზღუდავს ურთიერთობებს თბილისთან, პირიქით - ჩრდილოეთ ოსეთი დღეს არის ერთადერთი ლეგალურად მოქმედი სახმელეთო კარიბჭე საქართველოსა და რუსეთს შორის.


ზემო ლარსის გამშვები პუნქტი რემონტის მიზეზით 2006 წელს დაიკეტა, რის გამოც საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად გამწვავდა. ამის შემდეგ   თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის კონტაქტები თითქმის მთლიანად შეწყდა.


საზღვარი  2010 წელს გაიხსნა. პარალელურად კი საქართველომ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და ამით ურთიერთობები საგრძნობლად გამოცოცხლდა.


ვლადიკავკაზისთვის საქართველოში დასვენება მოდური გახდა


ოსები ამბობენ, რომ საქართველო ძალიან პოპულარულია დასასვენებლად, და არა მხოლოდ ზღვის და თხილამურებზე სრიალის გამო, არამედ, მათი თქმით,  საქართველო საინტერესოა ისტორიით, კულტურით და გართობის ინფრასტრუქტურით.


საქართველში დასვენების ხარისხის შეფასება არაერთგვაროვანია.


ვლადიკავკაზელი ალიონა   საქართველოში პირველად 2 წლის წინ  ქმართან და შვილთან ერთად ჩავიდა. ოჯახი წელსაც გეგმავს დასვენებას.


„ჩვენ ვიქირავეთ ბინა პირდაპირ ზღვასთან. სახლიდან ჩამოვიტანეთ კარტოფილი, მაკარონი და ყველი. სხვა საჭირო პროდუქტებს ვყიდულობდით ადგილზე. ბუნება მშვენიერია, დასვენება კი ძალიან იაფი, ურთიერთობები ადგილობრივებთან იყო ნეიტრალური, არავის არ შევუწუხებივართ. წელსაც ვაპირებთ საქართველოში დასვენებას,“ - ამბობს ალიონა.


35 წლის ზალინა კი პირიქით, უკმაყოფილო დარჩა ქობულეთში დასვენებით.


„საქართველოში არ არის სამუშაო. ხალხი ყველგან და ყოველთვის არაა სტუმართმოყვარე, კაცები არაფერს არ აკეთებენ, განსაკუთრებით სოფლებში. ბევრს სვამენ. დამოკიდებულება ჩემდამი იყო უფრო ნეიტრალური ვიდრე მეგობრული. არავის არ აწუხებდა რომ მე ოსი ვარ, თუმცა ვერც განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა დავინახე,“ - აღნიშნავს ზალინა.


თავიდან იყო შიშები, რომ ოსური წარმომავლობის გამო ქართველებთან  პრობლემები ექნებოდათ.


„პირველად საქართველოში ყველა ოსი სიფრთხილით მიდის.  თუმცა, მერე რწმუნდებიან,  რომ არაფერი ემუქრებათ. ამით შიშიც ქრება. ბევრი ოსი დადის საქართველოში  ყოველ წელს. ყველაზე მოთხოვნადია დასვენება ზღვაზე, ბათუმში ან მიმდებარე პატარა ქალაქებში. იქ ფასები თითქმის 3-ჯერ დაბალია ვიდრე კრასნოდარის მხარეში,“  - ყვება ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედი ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი.


კიდევ ერთი ძალიან პოპულარული მიმართულებაა - ქართული სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.


ვლადიკავკაზელი მურატი აქტიური დასვენების მოყვარულია და ხშირად დადის გუდაურში.



„ერთადერთი სამთო კურორტი ოსეთში ცეია, თუმცა იქ არ ვარგა სერვისი და ფასებიც ძალიან მაღალია, არ არის არანაირი სამედიცინო მომსახურეობა. მთელი ინფრასტრუქტურა მოძველებულია. ვლადიკავკაზიდან ცეიმდე 2 საათის გზაა, იგივე მანძილია გუდაურამდე,  სადაც კარგი სერვისია, მოვლილი ტრასები და ახალი ინფრასრუქტურაა.


ახლა შენდება საბაგირო კობიდან გუდაურამდე და ეს ძალიან გააადვილებს იქ ჩასვლას - მანქანას დატოვებ  კობში და საბაგიროთი, მშვიდად და იაფად ჩახვალ გუდაურში,“ - ამბობს მურატი.


ქართულ მთის კურორტებს  ბევრი ოსი ირჩევს. მათ არ აშინებთ მუდმივი შეფერხებები საზღვარზე. ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი, უკრაინელი და ბელორუსი ტურისტების სიმრავლის გამო ყოველთვის საცობებია. საზღვრის რუსულ მხარეს  ადამიანები ზოგჯერ რიგში საათობით დგანან.


თუმცა, მაინც მიდიან..


„თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი სამთო კურორტების მფლობელებიც კი  გუდაურში ისვენებენ. ეს ბუნებრივია - იქ არაა ინფრასტრუქტურა, გასართობი ობიექტები, გუდაური კი - საერთაშორისო დონის კურორტია. ჰო, და დადიან ისინიც,“  - ყვება ერთ-ერთი ტურისტული კომპანისს დირექტორი.


თუმცა, ეს აქტიური კონტაქტები ყველას არ მოსწონს - ვლადიკავკაზში მრავლად არიან ადამიანები, ვინ თვლიან, რომ ოსები არ უნდა დადიოდნენ დასასვენებლად საქართველოში.


„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ტკივილი, რომელიც მოგვაყენა საქართველომ. რა თქმა უნდა, ჯობია ვიმეგობროთ,  ვიდრე ვიომოთ. თუმცა ურთიერთობები უნდა აუწყოს ჩვენი წარსული გამოცდილების გათვალისწინებით,“ - თვლის საზოგადო მოღვაწე ტამერლან ცომაევი.


იმ ოსებს შორის, ვინც მუდმივად სტუმრობს საქართველოს, ბევრია ისეთია, ვისაც ფესვები აქვს ამ ქვეყანაში, თანაც არა ე.წ. სამხრეთ ოსეთში,  არამედ შიდა რეგიონებში, მათ შორის თბილისში.


მათ დღესაც ჰყავთ ნათესავები საქართველოში.


ხათუნა - ახალგაზრდა ენერგიული ქალია, რომლის თქმითაც,  მისი  ფესვები საქართველოშია.


„ჩვენ ოსები ვართ, თუმცა ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ კახეთში,  ახმეტის რაიონში. 90-ან წლებში მამაჩემი გადმოვიდა საცხოვრებლად ვლადიკავკაზში, სადაც მე დავიბადე. პირველად  საქართველოში 11 წლის ასაკში ჩავედი და  ძალიან თბილი მოგონებები დამრჩა. ზრდასრულ ასაკში უკვე ჩემით ჩავდიოდი იქ. ნათესავებმა მაჩვენეს თითქმის მთელი ქვეყანა  - თბილისიც და დასავლეთ საქართველოც,“ - ამბობს ხათუნა.


მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი უცხოელია, ქვეყანა გამოირჩევა კარგი სამზარეულოთი,  იაფი რესტორნებითა და ლამაზი ბუნებით.


თუმცა, ბევრი რამ არ მოეწონა.


„ხალხი ძალიან  ღარიბია, პროფესორებიც კი ყიდიან რაღაცებს მიწისქვეშა გადასასვლელებში. სამუშაო ძალიან ჭირს, ხელფასები და პენსიები მიზერულია. ახალგაზრდობამ თითქმის არ იცის რუსული. არ მომეწონა ის, რომ ისინი აფანატებენ ყველაფერს დასავლურს. გოგონები ღიად ეწევიან, ძალიან არაკავკასიურად იქცევიან. ისინი  უკვე არც მთლად ქართველები არიან,  მაგრამ არც ბოლომდე ევროპელები. საქართველო სულ სხვანაირი გახდა,“  - ყვება ხათუნა.


ვაჭრობა - საქართველოდან ოსეთში


საქართველო არის ჩრდილოეთ ოსეთის საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი, მას მოჰყვება ჩინეთი, ჩეხეთი და თურქეთი  - ესაა 2017 წლის ოფიციალური მონაცემები. საქართველოზე მოდის ჩრდილოეთ ოსეთის საგარეო ვაჭრობის 15%. სავაჭრო ბრუნვა 6 მლნ. დოლარს აღემატება.


ადგილობრივებთან საუბრები ცხადყოფს, რომ საქართველოსთან ვაჭრობაში ჩართულია თითქმის ყველა ლტოლვილი, რომელთა უმრავლესობამ  ქვეყანა ზვიად გამსახურდია დროს დატოვა. მათთვის ეს საქმიანობა უფრო ადვილია მეგობრული და ნათესაური კავშირების გამო.


ამავე დროს ბევრი ოსი ყიდულობს უძრავ ქონებას საქართველოში, რაც არის ურთიერთობების გამოსწორების ერთ-ერთი უტყუარი ნიშანი.


სავარაუდოდ, ოფიციალური სტატისტიკა ბოლომდე არ ასახავს რეალურ სურათს, რადგანაც სავაჭრო ოპერაციებში ხშირად ჩართულია  მოსკოვში ან ოფშორებში დარეგისტრირებული, თუმცა რეალურად ოსური კომპანიები.


ამავე დროს საერთოდ არ აღირიცხება წვრილი ბიზნესი, რომელშიც ასევე აქტიურად არიან ჩაბმულები ლტოლვილები.


ვაჭრების თქმით, საქართველოდან ძირითადად ჩამოაქვთ ბორჯომი, ლიმონათი და ღვინო. დიდწილად ეს ხდება სტიქიურად, მაგალითად ბორჯომის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება აქვს „ალფა-გრუპს“, თუმცა ბევრი ოსი უბრალოდ ყიდულობს პროდუქციას თბილისის საბითუმო ბაზრობებზე და ჩამოაქვთ ოსეთში ყოველგვარი ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე.


წლების მანძილზე ასევე სწრაფად ვითარდებოდა კიდევ ერთი ბიზნესი - ავტოსათადარიგო ნაწილების ყიდვა საქართველოში, თუმცა ის მოკვდა  რუსეთის ხელისუფლების მიერ განბაჟების ტარიფის მკვეთრი ზრდის შემდეგ.



საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დარიალის“ ხელმძღვანელი გაირბეკ სალბიევი უკმაყოფილოა ასეთი ვითარებით  და ამბობს, რომ სტიქიური საზღვრისპირა ვაჭრობით მოგებას ნახულობენ კონტრაბანდისტები და კერძო პირები, რომლებიც კორუფციული სქემებით ახდენენ საქართველოდან ოსეთში პროდუქციის შემოტანას.


„მთელი ეს საქონელი უნდა იყოს ლეგალური, მისი შემოტანა უნდა კონტროლდებოდეს საზღვარზე, როგორც ნებისმიერი სხვა სახის იმპორტი. ეს არაფერი არ ხდება და საბოლოო ჯამში  ვიღებთ ჩვენს მაღაზიებში საეჭვო ხარისხის გაურკვეველ პროდუქტებს,“  - არ  მალავს უკმაყოფილებას სალბიევი.


მისი თქმით, ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარებას ხელს უშლის ის, რომ ოსები ვერ ბრუნდებიან თავიანთ მიტოვებულ სახლებში.


„ქართული კურორტების რენტაბელურობა და სავაჭრო ურთიერთობების ინტენსიურობა ბევრად გაიზრდებოდა, ოფიციალურ თბილისს რომ დაებრუნებინა კობში და თრუსოს ხეობაში იქედან 90-ან წლებში  გამოქცეული ოსები. ასეთ შემთხვევაში ოსები და ქართველები გაცილებით უკეთესად მოძებნიდნენ საერთო ენას,“  - თვლის სალბიევი.


ტამერლან ცომაევის თქმით, ქართულ-ოსურ ურთიერთობებს აქვს ძალიან კარგი პერსპექტივები.


„ოსებს  გვაქვს ბევრი ისტორიული კავშირები ქართველებთან - ეს არის მეფის ასული ბურდუხანი, თამარ მეფე და მეფე დავით -სოსლანი. თუმცა ამ შესაძლებლობების რეალიზებისათვის, ურთიერთობები ჩვენს შორის უნდა იყოს თანასწორი და კარგად გააზრებული,“ - მიიჩნევს ის.



JAMnews









ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
access_time2018-11-14 18:55:47
ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია 528 ხმით მიიღო. წინააღმდეგ 97 ევროპარლამენტარი წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა. რეზოლუციაში დადებითადაა შეფასებული ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების პროცესი. ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს განაგრძოს სტაბილურობის, შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური და სოციალური გაუმჯობესების...

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია
access_time2018-11-14 19:11:19
იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს ეხმიანება და სრულად ეთანხმება დოკუმენტში ხაზგასმულ ყველა პრობლემასა თუ რეკომედანციას. დოლიძე დარწმუნებულია, რომ ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება და ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად არ პასუხობს. ქვეყანაში არსებული მწვავე მდგომარეობის ერთ-ერთ სათავეს კი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოში ხედავს. მეტიც, იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი...

ლაშა ქორიძე: საქართველო გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა

ლაშა ქორიძე: საქართველო  გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა
access_time2018-11-14 18:00:04
 ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლის სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის სრულფასოვან მუშაობას, - ასეთია ვარლეი პარსონს/ადვიზიანის და არგუს მედია ლიმითედის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2050 წლამდე სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის პროდუქციაზე უწყვეტი მოთხოვნა იქნება. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის საფუძველზე კომპანია „ სუფსის ნავთობგადამამუშავებელი პეტროქიმიური კომპლექსი” (SRPC) 3 მილიარდიანი...

ნავთობის ფასი 7%-ით შემცირდა - ყველაზე დიდი ვარდნა გასული 3 წლის განმავლობაში

ნავთობის ფასი 7%-ით შემცირდა - ყველაზე დიდი ვარდნა გასული 3 წლის განმავლობაში
access_time2018-11-14 15:46:18
ნავთობის ღირებულება 7%-ით, $55.69-მდე შემცირდა, რაც 2015 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა. ასევე ნიშანდობლივია, რომ 1983 წლის შემდეგ პირველად, როდესაც შავი ოქროს ფასი ზედიზედ 12 დღის განმავლობაში უფასურდება. ოქტომბრის დასაწყისში 1 ბარელი ნავთობის ფასმა $76-ს მიაღწია, რასაც ვარდნა მოჰყვა. ანალიტიკოსების შეფასებით, ვარდნის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი მიზეზი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებია, რომელიც 4 ნოემბრიდან...

საბანკო სექტორისთვის რეგულაციები 1-ელ იანვრამდე გადაიდო

 საბანკო სექტორისთვის რეგულაციები 1-ელ იანვრამდე გადაიდო
access_time2018-11-14 16:01:02
ახალი რეგულაციები, რომელიც კომერციული ბანკებისთვის ხვალიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადაიდო და მთლიანი საფინანსო სექტორისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ეროვნულ ბანკში აცხადებენ. შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან უნდა შესულიყო ძალაში, მხოლოდ საბანკო სექტორზე ვრცელდებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით კი, ისინი არასაბანკო ორგანიზაციების რეგულაციებთან ერთად, მომავალი წლის პირველი იანვრიდან...


მსგავსი სიახლეები

up