საქართველო და აზარტული თამაშები - როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა

საქართველო და აზარტული თამაშები - როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა

access_time2019-04-14 14:00:08

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ბრუნვა 2019 წელს სავარაუდოდ მიაღწევს 10 მლრდ. ლარს. პარალელურად იზრდება ამ სექტორის წილი მთლიან ბიზნეს-ბრუნვაში - საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ 2018 წლის ქვეყნის უმსხვილეს 50 კომპანიას შორის 4 წარმოადგენს სწორედ სათამაშო ინდუსტრიას, მათ შორის ერთ-ერთი- მე-3 ადგილზეა.

ციფრები ნათლად მეტყველებს ქართული ეკონომიკის უკუღმართი განვითარების შესახებ - უმუშევრობა, წარმოების არარსებობა და კადრების დეფიციტი პირდაპირ კავშირშია აზარტული თამაშების პოპულარობასთან. ასევე სწორედ ეს დარგია ჭარბვალიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო.

მიუხედავად იმისა რომ, თავად ციფრი - 10 მლრდ. ლარი - უზარმაზარია, ის არ გვაძლევს რეალური სურათს. არავინ არ იცის ამ 10 მლრდ.-დან რამდენი მოდის უცხოელ ტურისტებზე, და რამდენი - ადგილობრივ მოსახლეობაზე. ანუ, დღემდე არ გვაქვს ზუსტი პასუხი კითხვაზე - რამდენს ხარჯავენ ქართველები აზარტულ თამაშებზე?

თანაც, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ შემთხვევაშია საუბარია მთავრობის მიერ კონტროლირებად სეგმენტზე. ვინ იცის რამდენი უბედურება ხდება ინტერნეტში, რამდენი ფული მიდის საიტებზე, რომლების საერთოდ არ კონტროლდება მაშინაც კი, როდესაც გვაქვს საქმე ადგილობრივ კომპანიებთან?

ხოლო რამდენი ფული მიდის უცხოურ ტოტალიზატორებზე და ონლაინ-კაზინოებში - ვერ გავიგებთ ძალიანაც რომ მოვინდომოთ. 

ასეა თუ ისე, პრობლემის მასშტაბი მეტ-ნაკლებად გასაგებია, აი გამოსავალი კი არ ჩანს.

პირველ რიგში საჭიროა პრობლემის სწორი იდენტიფიცირება და გააზრება - რაც ასევე არაა ადვილი საქმე. კერძოდ, არასწორია ის, რომ აზარტული თამაშები საზოგადოებაში აღიქმება როგორც რაღაც ერთიანი სისტემა, რომელიც ან უნდა აიკრძალოს მთლიანად, ან მთლიანად  უნდა დარჩეს უცვლელი.

ნებსით თუ უნებლიედ პოლიტიკოსები, მედია და ექსპერტები ნერგავენ საზოგადოებაში არასწორი არჩევანის განცდას, რომელიც ხელს უშლის პრობლემის მოგვარებას.

ხშირად გავიგონებთ, რომ აზარტული თამაშები ცუდია, თუმცა, ის არის ტურისტული ბიზნესის ნაწილი, რომელიც იზიდავს საქართველოში უცხოელებს, და ეხმარება ქვეყანას ფინანსური პრობლემების დაძლევაში. ხვალ რომ აიკრძალოს აზარტული თამაშები - ქვეყანას იმ წამსვე მოაკლდება ათობით, ან შეიძლება ასობით ათასი ტურისტი.

შესაბამისად, მოსახლეობის ცნობიერებაში დგას უმძიმესი არჩევანი - ან ადამიანების მორალური  ჯანმრთელობა და სოციალური სტაბილურობა - ან ტურისტული შემოსავლები.

ერთი შეხედვით, მართლაც ასეა - იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვუყურებთ სათამაშო ბიზნესს, როგორც ერთიან სისტემას.

სინამდვილეში ეს ალტერნატივა მცდარია - შიდა ქართული სათამაშო უბედურება არაფერ შუაშია საერთაშორისო ტურიზმთან - ეს 2 სეგმენტი არის ცალ-ცალკე, და ერთმანეთთან შეხება აქვთ მხოლოდ სტატისტიკის დონეზე.


უცხოელი ტურისტები თამაშობენ დიდ კაზინოებში, 5-ვარსკლავიან სასტუმროებში. ჩამოდიან, ქირაობენ ნორმებს, აგებენ ათობით ათასებს, და ბრუნდებიან უკან - თურქეთში, ირანში, საუდის არაბეთში, რუსეთში, ან კიდევ სადმე.

ადგილობრივები იქ ძირითადად არ შედიან, თუ შედიან - ძირითადად შეძლებულები, რომლებსაც ასევე აქვთ ამის ფუფუნება. ჩვეულებრივი, საშუალო და საშუალოზე დაბალი ფენის წარმომადგენელი იქ არც შევა, და რომც მოინდომოს  - არავინ არ შეუშვებს.

ეს არის მსხვილი, სერიოზული ბიზნესი, რომელსაც ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ თბილისში და ბათუმში ლუქს-კლასის სასტუმროების გახსნას, და არასაზღვაო სეზონში უცხოელი ტურისტების ჩამოსვლას.

ამ სეგმენტის დახურვა ან შეზღუდვა შეუძლებელიცაა და დაუშვებელიც.

გვერდით არსებობს მეორე, პარალელური სამყარო, სწორედ ის, რომელიც სპობს და ანადგურებს საქართველოს მოსახლეობას - ქუჩის სათამაშო სალონები, ტოტალიზატორები და ონლაინ-კაზინოები თუ ტოტალიზატორები. აქ არ დადიან უცხოელები, ისინი არ იზიდავენ ტურისტებს, რომელიც აქ ჩამოდიან არა ფულის მოსაგებად, არამედ დროის კარგად გასატარებლად.

გაიარეთ ნებისმიერ სათამაშო სალონთან ან ტოტალიზატორთან, და ვერ დაინახავთ იქ ვერც ერთ ტურისტს, ან უბრალოდ უცხოელს. მათი ძირითადი აუდიტორიაა - საქათველოს ღარიბი ფენა..

ეს წვრილ-წვრილი, მთელი ქვეყნის მასშტაბში, ყველა კუთხეში დაბუდებული ობიექტებია სწორედაც მთავარი პრობლემა, და არა 5-ვარსკალავიანი სასტუმროების გიგანტური კაზინოიები.

არაფერს არ ვამბობ, სრულიად უკონტროლო, თითქმის იატაკქვეშა ონლაინ კაზინოებზე და ტოტალიზატორებზე, სადაც ვინ და რამდენს ხარჯავს - არავინ იცის.

შესაბამისად, არჩევანი, რომლის წინაშე თითქოს და დგას საქართველო, სინამდვილეში არ არსებობს.

აზარტული თამაშები უცხოელი ტურისეტებისთვის - ერთია - გლამურულ სასტუმროებში, მდიდრულ ატმოსფეროში, ყველაზე ძვირ რაიონებში, ქალაქების ცენტრში, და ზღვის სანაპიროზე.

მეორეა - აზარტული თამაში ადგილობრივი ღარიბი ფენისთვის - მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბინძურ მიწრულებში, ჩაბნელებულ ოთახებში გაცვეთილი მწვანე ხალიჩებით იატაკზე.

პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია ერთი დარჩეს ხელშეუხებელი, მეორე კი - აიკრძალოს, ან, როგორც მინიმუმ შეიზღუდოს.

რა თქმა უნდა, არც ეს არის მარტივი საკითხი - ჯერ ერთი რას უშვებით ონლაინ-თამაშებს? მათი კონტროლი ხომ ბევრად უფრო რთულია, ვიდრე რეალური სლოტ-კლუბის დახურვა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც პირდაპირ ეხება სამართალდამცავ სტრუქტურებს - ამ ტიპის აზარტული თამაშების შეზღუდვის ან აკრძალვის შემთხვევაში აუცილებლად გაჩნდება შავი ბაზარი  - გაცილებით უფრო კრიმინალური, სასტიკი, და დაუნდობელი.

თუმცა, ყველა ეს პრობლემა არ ამართლებს უმოქმედობას - ბოლოს და ბოლოს, არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს არ აკეთებს. მოვიდა დრო, რომ სახელმწიფოს სცადოს მაინც ამ უმწვავესი პრობლემის თუნდაც ნაწილობრივ გადაწყვეტა.

 

თენგიზ აბლოთია





დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up