„საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური ურთიერთობის აქტიური ტალღა ბიზნესსა და ეკონომიკას გადაედო“

„საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური ურთიერთობის აქტიური ტალღა ბიზნესსა და ეკონომიკას გადაედო“

access_time2017-08-15 14:16:30

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური ურთიერთობის აქტიური ტალღა ბიზნესსა და ეკონომიკას გადაედო“- ეს განცახდება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „საპარტნიორო ფონდისა“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარზე გააკეთა.

 

მისი განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების განვითარება და საქმიანი ატმოსფერო, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიქმნა ინვესტორებისთვის პოზიტიური სიგნალია.  ამის დასტურია სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დღევანდელი სემინარი, რომელშიც მონაწილეობა ჩინეთიდან ჩამოსულმა 80-მდე მსხვილმა კომპანიამ მიიღო.

 

ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გააქტიურებული ურთიერთობა ცალსახად ჰპოვებს ასახვას ბიზნესის განვითარებაზე. ძიანგსის პროვინციის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი. ჩინელი ბიზნესმენები ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ ინტერესს ჩაის კულტურის, ღვინის ექსპორტის, მსუბუქი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართ გამოხატავენ. ძიანგსის პროვინციის სხვადასხვა ბიზნესჯგუფმა უკვე დააფიქსირეს მზადყოფნა საქართველოში კერამიკის წარმოებაში, ქვანახშირის მოპოვებასა და ტექსტილის სფეროში კაპიტალდაბანდებისთვის.


 

„მე მაქვს პატივი, ვუხელმძღვანელო სექტემბერში PABSEC-ის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. პეკინსა და შანხაიში გაიმართება სამთავრობო შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახლა უკვე არა მხოლოდ ევროპისა და ჩინეთის ურთიერთობებში, არამედ დამაკავშირებელი ხიდი ხდება PABSEC-ის ქვეყნებსა და აზიას შორის“- განაცხადა „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის“ (PABSEC-ის) მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა "აბრეშუმისგზა -ეკონომიკური სარტყელის" პროგრამაში, დავით საგანელიძემ.

 

 



ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
access_time2020-07-08 16:00:33
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა. შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...


მსგავსი სიახლეები

up