მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საქართველო-ჩინეთის კულტურისა და ბიზნესის ფორუმი „აბრეშუმის გზაზე“ გაიმართა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საქართველო-ჩინეთის კულტურისა და ბიზნესის ფორუმი „აბრეშუმის გზაზე“ გაიმართა.

access_time2019-06-28 16:42:02

თბილისის მერიისა და იუნესკო-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საქართველო-ჩინეთის კულტურისა და ბიზნესის ფორუმი „აბრეშუმის გზაზე“ გაიმართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 


დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე, ჩინეთის დელეგაციის წევრებმა პრეზენტაციები და პროექტები წარმოადგინეს. ფორუმზე თანამშრომლობის გზები, პერსპექტივები, გამოწვევები და კულტურის, განათლებისა და კულტურული ტურიზმის მიმართულებით არსებული მიზნები განიხილეს.


ფორუმი დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ გახსნა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის კულტურის, განათლებისა და კულტურული ტურიზმის როლის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ქართულ-ჩინურ ურთიერთობას კულტურის, როგორც ბიზნესის განვითარებაში დიდი როლი აქვს. აღნიშნული ფორუმი სწორედ ამას ემსახურება, რომ ბიზნესისა და კულტურის მიმართულებით, თანამშროლობის ახალი მოდელები შემუშავდეს. ასევე, გადმოვიტანოთ საუკეთესო პრაქტიკა და დავნერგოთ. მსგავსი ღონისძიებების, დიალოგების გამართვა მრავალფეროვნების გარანტია“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.



ფორუმის დასასრულს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.


დედაქალაქის მერიის პატრონაჟით, საქართველოს ჩინეთის ოპერის/თეატრის ქალაქის, სათეატრო ქალაქების ალიანსის გენერალური დირექტორი, ტურიზმის და კულტურის სააგენტოს ხელმძღვანელი გუო ქსიაონანი, პროფესორი შენ ლინი, პროფესორ გუო ჩენზი და დელეგაციის სხვა წევრები, ასევე, კულტურის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ესტუმრნენ.


პროექტი თბილისის მერიის, იუნესკო-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის, ფონდის - „კავკასია“ და ხელოვნების სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხარდაჭერით განხორციელდა.


თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, ღონისძიებას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი ესწრებოდნენ.








დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up