„საქართველო ბელგიის მსგავსად მცირე და საშუალო ბიზნესის ქვეყნად უნდა იქცეს„

„საქართველო ბელგიის მსგავსად მცირე და საშუალო ბიზნესის ქვეყნად უნდა იქცეს„

access_time2021-03-24 12:45:13

პანდემიის მძიმე შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელსაც დღეს ეკონომიკის ხერხემალს უწოდებენ მეტ განვითარებას, დაკვირვებასა და კვლევას საჭიროებს. საქართველოსთვის მცირე და საშუალო ბიზნესების მომგებიანობა დასაქმების პრობლემასთან აშკარა ბმაში რომ არის, ამის შესახებ „კომერსანტთან“ ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამაც ისაუბრა. ასოციაციის პრეზიდენტს ჯონ ბრაეკეველდტს, ბელგიის მაგალითი მოჰყავს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ქვეყანაა და ამჟამად უმუშევრობის პრობლემა არ დგას ამ სფეროს განვითარების მაღალი მაჩვენებლის გამო.


„აშკარაა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესებზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს.  მცირე და საშუალო ბიზნესი ბევრად მომგებიანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. რაც უფრო მეტი ასეთი ბიზნესი იარსებებს, მეტი გადასახადის გადახდა ხდება და მეტი შემოსავალი მოდის ბიუჯეტში. პრობლემა არის ის, რომ  საქართველოში ბევრი დიდი კომპანიაა. ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრების უმეტესობა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელია. ისინი ეძებენ ექსპორტის ან იმპორტის შესაძლებლობებს საქართველოსთან, მაგრამ მათ შანსი არ აქვთ რომ საკუთარი თავი და საქმიანობა განავითარონ.  პირველი რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ მთავრობამ მეტი ყურადღება მიაქციოს კანონმდებლობას და დაიცვას მეტი მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანია,"  ამბობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი. 


რა ხარვეზები აქვს დღეს არსებულ სახელმწიფო პროგრამებს და რა როლი შეუძლია ითამაშოს მცირე და საშუალო ბიზნესს უმუშევრობის პრობლემის მოგვარებაში, ბრაეკეველდტის განმარტებით ქვეყანაში არ ხდება ჩაშვებული სახელმწიფო პროგრამების მონიტრინგი, დაკვირვება. არ ხდება დაინტერესება იმით, თუ რა პროგრამამ რა როლი ითამაშა დარგის წინსვლაში, რათა შემდგომ მისი გაუმჯობესება მოხდეს. 



"ვიცით, რომ ბევრი სახელმწიფო პროგრამა არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ პროგრამებს მუდმივი მონიტორინგი სჭირდება. რა არის მათი შედეგი, მათი გავლენა. რატომ არ შეგვიძლია მეტი ასეთი კომპანიის დახმარება?- ამას კვლევა სჭირდება. შეიძლება ეს პროგრამები კარგიც კია, მაგრამ გაუმჯობესება სჭირდება და რაც არის, საკმარისი არაა.


რაც მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება ქვეყანაში, მეტი დასაქმებულიც გვეყოლება. როცა დიდი კომპანია გაქვს ის უფრო მეტად ახდენს საქმიანობის ავტომატიზებას. დიდი დამსაქმებლები საქართველოსთვის კარგია, მხოლოდ ხანმოკლე ვადით. მცირე და საშუალო ბიზნესი კი თვითომ განვითარებას ნიშნავს, რაც მომავალში მეტი გასაქანის საშუალებას იძლევა.  უმუშევრობის პრობლემასთან დაკავშირებით ბელგიის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ბელგია მცირე და საშუალო ბიზნესის ქვეყანაა, ჩვენ უმუშევრობა არ გვაწუხებს იმიტომ, რომ ეს სექტორი განვითარებულია. ქვეყანაში ბევრი შესაძლებლობაა დასაქმებისთვის. საქართველოსთვის ბევრი სექტორი შეიძლება გახდეს მოწინავე, როგორიცაა ტრანსპორტის სექტორი და ტურიზმი რომელიც ახლა პრიორიტეტია,“ - განმარტავს ჯონ ბრაეკეველდტი.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up