საქართველო ბანკი ბიზნესს მხარდასაჭერად  სპეციალურ  პლატფორმას სთავაზობს

საქართველო ბანკი ბიზნესს მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას სთავაზობს

access_time2020-04-01 15:23:22

საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს.ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge, სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეცილურ ფასად შესთავაზონ. შეთავაზების გამოყენებას მომხმარებელი მას შემდეგ შეძლებს,  რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაბრუნდება და ბიზნესები კვლავ წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას. ინიციატივის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გვერდში დავუდგეთ ბიზნესებს დღეს, რომ მათ ხვალ ოპერირება შეძლონ. მომხმარებელს პლატფორმა აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველი პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენით საკუთარი წვლილი შეიტანონ ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის საქმეში და ასევე, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებით.

 

„საქართვლოს ბანკისათვის ბიზნესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ახლა როცა ბიზნესებს ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა, გვინდა მათ მივცეთ შესაძლებლობა და ახალი გადაწყვეტები, რათა შეძლონ საქმიანობის გაგრძელება. COVID 19 ჩვენი საერთო მტერია, რომელიც გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე და იმისათვის რომ ერთიანი ძალებით წინ აღვუდგეთ ვირუსს, საჭიროა საერთო ძალისხმევა. ახლა ყველას გვაქვს შანსი, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო საქმეში და დავეხმაროთ ბიზნესებს, რათა მომავალში ისევ ვესტუმროთ ჩვენს საყვარელ ადგილებს, ისევ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი მომსახურება. ერთად ყველაფერი შესაძლებელია. ერთად ბიზნესის გადარჩენა შეგვიძლია“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

ინფორმაციისთვის, ინიციატივა  Instagram-ის დამფუძნებელს მაიკ კრიგერს ეკუთვნის. ის სან ფრანცისკოში შეიქმნა, თუმცა პლატფორმა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის თუ ბიზნესისთვის.

 

 

 

 

 

 





აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება
access_time2020-05-31 19:00:30
არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმაზე, თუ რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში და შეკითხვაში, რომელსაც მუდმივად განუსაზღვრელ მომავალში ვსვამთ და პასუხებში, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს: „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“… გამოგვრჩა ის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ტრანსფორმირდა: მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბიზნესსაქმიანობა გაციფრულდა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია მოუწია როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს. დღეს, მინდა, მოგიყვეთ 3 ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up