საქართველო ახალი კალიფორნიაა ნუშის წარმოებაში - ინდოელი ინვესტორი

საქართველო ახალი კალიფორნიაა ნუშის წარმოებაში - ინდოელი ინვესტორი

access_time2020-11-13 15:00:54

ინვესტორი და ნუშის გამოცდილი მწარმოებელი აშიშ კაპური საქართველოში 2018 წელს ჩამოვიდა.

 

სიტუაციის შესწავლის შემდეგ მან კახეთში ფერმის შექმნა გადაწყვიტა - სწორედ ეს რეგიონი მიიჩნია მან ნუშის მოყვანისთვის იდეალურ ადგილად, პირველ რიგში შედარებით მშრალი და უნალექო კლიმატის გამო.

 

ამავე დროს, ნალექის ნაკლებობის კომპენსირებას მდინარე იორი ახდენს, რაც კახეთს ნუშის მოყვანისთვის იდეალურ ადგილად აქცევს. აქვე მშრალი კლიმატი კარგია პროდუქტის შენახვისთვის, რაც თავის მხრივ, მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

 

აშიშ კაპური დღეისთვის 120 ჰექტარის ფართობის ნუშის ფერმას მართავს და საქართვლოში ამ პროდუქტის მოყვანის ზრდისთვის საუკეთესო პერსპექტივებს ხედავს.

 

მომავალ  წელს  ჩვენ  40 ჰექტარს ორგანულ წარმოებაზე გადავიყვანთ, რადგანაც ევროპაში სწორედ ორგანულ პროდუქტზეა დიდი მოთხოვნა და ფასიც უფრო მაღალია. დღეისთვის, ნუშის მსოფლიო წარმოების 80% კალიფორნიაზე მოდის, თუმცა, ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ევროკავშირია“ - ამბობს ინვესტორი.

 



მისი თქმით, ნუში ბიოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტების წარმოებაში აქტიურად გამოიყენება, ამიტომაც ორგანულ ნუშზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ აშშ-ს მას ვერ აკმაყოფილებს.

 

მსოფლიო ბაზარზე საქართველოს სწორედ ამ სეგმენტის დაკავება შეუძლია.

 

აშიშ კაპურის თქმით, მხოლოდ ბიოლოგიური საშუალებებით ნუშის ბაღის დაცვა რთული ამოცანაა, მაგრამ საქმე იმდენად პერსპექტიულია, რომ მოგება დანახარჯებს ამოიღებს.

 

ეს საკმაოდ მაღალტექნოლოგიური საქმეა - ამ დროისთვის კაპური წარმოებაში მზის ბატარეების გამოყენების საკითხს იკვლევს - როგორც საირიგაციო სისტემის ამუშავებისთვის, ასევე ელექტროენერგიის დეფიციტის აღმოფხვრისთვის.

 

მე ვისურვებდი, რომ ირგვლივ ორგანული ნუშის რაც შეიძლება მეტი მწარმოებელი იყოს, რადგანაც ჩვენ ჩაბარების სისტემის მოწყობა გვსურს, რომლის წყალობითაც მცირე მწარმოებლები მეტ მოგებს მიიღებენ“ - ამბობს კაპური.

.

მისი თქმით, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას ცუდი ინფრასტრუქტურა აფერხებს.

 

მიწა - საქართველოს ნამდვილი საგანძურია, თუმცა, გზების და მდგრადი ენერგომომარაგების არარსებობა უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინტერესს ამცირებს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგანაც ასეთი მსხვილი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების და მათ მიერ საჭირო უნარ-ჩვევების ათვისების საუკეთესო საშუალებაა“ - ამბობს ინდოელი ინვესტორი.


east-fruit.com


თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up