საქართველო ავტომანქანების რეექსპორტიორი ქვეყანა აღარ არის

საქართველო ავტომანქანების რეექსპორტიორი ქვეყანა აღარ არის

person access_time2017-05-03 11:10:01

ავტომობილების ექსპორტი საქართველოში სწრაფად განვითარდა, თუმცა ასევე სწრაფად შემცირდა.
ამას გასული წლების სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს - 2010 წელს ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობამ 25 ათასს მიაღწია, ხოლო ამ გზით მიღებული შემოსავალი 227 მლნ დოლარი იყო. 2013 წელს ამ დარგმა თავის პიკს მიაღწია: საქართველოდან რეექსპორტზე 79 ათასი ავტომობილი გავიდა, შემოსავლებმა კი 703 მილიონ დოლარს გადააჭარბა. თუმცა 2013 წლიდან მოყოლებული ავტოექსპორტი ყოველ წელიწადს მცირდებოდა: 2014 წელს ექსპორტირებული ავტომობილების რიცხვი 49 ათასი გახდა, 2015 წელს - 20 ათასი, ხოლო 2016 წელს - 16 ათასი. პარალელურად შემცირდა ამ დარგის ბრუნვა და შემოსავლებიც: 2014 წელს - 517 მლნ დოლარი, 2015 წელს - 179 მლნ დოლარი, ხოლო გასულ წელს - 166 მლნ დოლარს მიაღწია.

 

ავტომობილების რეექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების მიერ ავტომობილებზე რეგულაციების გამკაცრება და საიმპორტო მოსაკრებლების ზრდა იყო. საქართველოსთვის ავტომობილების გასაღების მთავარმა ბაზარმა - აზერბაიჯანმა 2014 წელს ახალი რეგულაციები შემოიღო, კერძოდ, 2006 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტზე რეგულაცია გაამკაცრა, 2015 წელს კი, ამ ქვეყანამ ავტომობილებზე აქციზური მოსაკრებელიც გაზარდა. რეგულაციიები გამკაცრდა სომხეთსა და ყაზახეთშიც, რის გამოც ამ ქვეყნებში ავტოექსპორტი ძალიან გართულდა და შემცირდა. ლაპარაკი იყო ამ ბაზრების ალტერნატიული ბაზრებით ჩანაცვლებაზე, რაც ასევე ვერ მოხერხდა. შედეგად, ავტოდილერების დიდი ნაწილი გაკოტრდა და ბევრმა მათგანმა ამ საქმიაონობას თავი დაანება.

 

 

როგორც ავტოდილერმა ზაალ ბეროზაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ქართველი ავტოდილერების უმრავლესობა გაკოტრდა და უფულოდ დარჩა.

 

„გადავწყვიტე ამ საქმეს თავი დავანებო: ცალკე კომერციული ბანკის ვალი მახრჩობს და ცალკე - გადასახადები. მოგების ნაცვლად წაგებაზე ვმუშაობ. ამ საქმემ აზრი დაკარგა და სიტუაციის გამოსწორებაც ნაკლებად სავარაუდოა. ეს ბიზნესი უცხოელების ხელში მოექცა", - აღნიშნა ზაალ ბეროზაშვილმა.

 

 

ყოფილი ავტოდილერის ლევან ჩიქვანაიას თქმით, ავტოდილერები ავტობაზრობაზე დაგროვილი გადასახადების გასტუმრებასაც ვერ ახერხებდნენ. ამიტომ, უმეტესობა ამ საქმეს შეეშვა. მისი თქმით, ავტოდილერების უმეტესობა უმუშევარი დარჩა, რადგან ავტომობილების რეექსპორტმა აზრი დაკარგა.

 

 


ამ საკითხზე კომენტარი საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილს ვთხოვეთ.

 

 

„დღევანდელი რეალობა ასეთია - საქართველო უკვე აღარ არის ავტომანქანების ექსპორტიორი ქვეყანა, აღარც რეგიონის ცენტრია ამ დარგში. ამ მოვლენას თავისი ახსნა აქვს: ჩვენი ძირითადი ბაზარი იყო ყაზახეთი, ასევე - სომხეთი და აზერბაიჯანი. ამ ბიზნესში მიზერული ადგილი ეკავა თურქეთს, რადგან თურქეთში ისეა იმპორტის სისტემა აწყობილი, რომ იქ თავის დამკვიდრება ძალიან ძნელია. ეს ქვეყანა თვითონაც აწარმოებს ცნობილი ბრენდების ავტომობილებს. თანაც, ეს არ იყო სუფთა ექსპორტი: ჩვენს დილერებს მეორადი ავტომობილები საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდათ და ჩემს მიერ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებზე ჰყიდდნენ. ანუ ეს იყო რეექსპორტი, რომელმაც უკვე აზრი დაკარგა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ბიზნესი დასრულებულია", - ამბობს დავით მესხიშვილი.

 

 

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ დარგის კვდომის მიზეზი ჩვენს საექსპორტო ბაზრებზე რეგულაციების გამკაცრებაა.

 

 

„ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა, აზერბაიჯანმა, ჯერ ევრო-4 სტანდარტი დააწესა და ახლა ევრო-5-ის სტანდარტზე გადადის. უფრო მეტიც, აზერბაიჯანელები აპირებენ, რომ 2010 წლამდე გამოშვებული ავტომობილები თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთოდ აღარ შეუშვან. თუ ადრე 2005 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებს არ უშვებდნენ, ახლა ეს რეგულაციაც გაამკაცრეს. ჩვენი ქვეყნიდან ძირითადად გაჰყავდათ იაფფასიანი, დაძველებული ავტომობილები, რომელიც ახლა აღარ უნდათ. ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო ამ სექტორისთვის. დილერებიც მოუმზადებლები შეხვდნენ უსიამოვნო ცვლილებებს და შეიძლება ითქვას, რომ ეს ბიზნესი საქართველოში დასრულდა.

 

 

იმპორტი შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით არის შემცირებული. ახლო მომავალში ამის აღდგენა წარმოუდგენელია, რადგან ყველა ქვეყანაში ახალი სტანდარტები შემოდის. რაც შეეხება ახალ ბაზრებს, ამ თემაზე ლაპარაკიც არ ღირს: მე ვერ ვხვდები ვის რაში სჭირდება ეს მოძველებული, ამორტიზებული ავტომობილები. სხვადასხვა ქვეყანამ უკვე კანონმდებლობით დააწესა, რომ ამ ჯართს თავის ტერიტორიაზე აღარ შეიტანს. შეიძლება ვიღაცისთვის ათას, ან 2 ათას დოლარად ძველი ავტომობილის ყიდვა კარგი იყოს, მაგრამ ყველა მეზობელმა სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამორტიზებული მანქანები თავის ტერიტორიაზე აღარ შეუშვას. რაც გავყიდეთ, გვეყო, ასეთ პროდუქციას მომავალში აღარავინ შეიძენს", - ამბობს დავით მესხიშვილი.

 

 

მისი შეფასებით, ავტომობილების რეექსპორტი საქართველოში სტიქიურად, თავისთავად განვითარდა, რასაც გამარტივებულმა კანონმდებლობამ შეუწყო ხელი.

 

 

„საქართველოში ძალიან ადვილი იყო ავტომანქანის შემოყვანა და განბაჟება, ეს ბიზნესიც ამის გამო განვითარდა. ლიბერალური კანონმდებლობა კარგია, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებმა ეს საკითხი სულ სხვაგვარად გადაწყვიტეს. აშკარაა, რომ ჩვენი მეზობლები ძველ მანქანებს აღარ გაიყვანენ, რის გამოც იმპორტმა იკლო და უახლოეს პერიოდში კლება კიდევ არის მოსალოდნელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს დარგი საქართველოში მოკვდა და ამას ყველა უნდა შევეგუოთ", - ამბობს დავით მესხიშვილი.

 

 

 




თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...


მსგავსი სიახლეები

up