საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების ხელშეწყობით MANHATTAN LINK-ი დაინტერესდა

საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების ხელშეწყობით MANHATTAN LINK-ი დაინტერესდა

access_time2021-02-18 16:30:00

ამერიკულმა საინვესტიციო ფონდმა Manhattan Link-ი თბილისი-ნიუ-იორკის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის ხელშეწყობაზე ინტერესი გამოხატა.

ფონდის წარმომადგენლები ავიაკომპანია Georgian Airways-სთან ერთად ბიზნეს-გეგმაზე უკვე მუშაობენ.

„ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ საინვესტიციო ფონდს, რომელიც დაინტერესებულია საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ავიარეისები განხორციელდეს, ეს პროექტი მიბმულია ასევე სხვა თემებთან. ეს არის ნიუ-იორკის კორპორაცია. მათი წარმომადგენლები 1 თვის წინ იყვნენ საქართველოში. ჩვენ შევხვდით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. მიმდინარეობს მუშაობა ამერიკული მხარის მხრიდან, მზადდება ბიზნეს გეგმა, რისთვისაც საჭიროა 2 წელიწადი, რასაც აქვს თავის ეტაპები. ჩართული იქნება ამერიკული და ქართული მხარე, ავიაკომპანიების თუ მთავრობის დონეზე, ასევე კერძო ინვესტიციის დონეზე. განხორციელებული იქნება ფინანსური ინვესტიცია, მაგრამ ეს არ იქნება დაკავშირებული მარტო ავიაციასთან, აქ იქნება ჩართული კულტურა, ეკონომიკა, ტურიზმი, განათლება, მედიცინა...“ - განაცხადა Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა.

რომან ბოკერია ეთანხმება გამონათქვას, რომ „ხშირად პრობლემა ქმნის შესაძლებლობას“ და აღნიშნავს, რომ ამ შესაძლებლობას ხედავს.


"ბიზნესპარტნიორის" ეთერში აღინიშნა, რომ სახელმწიფო დონეებზე არის მზაობა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლი.

„თემა ვერ დაიწყება ვერც ავიაკომპანიის გარეშე და ვერც სახელმწიფოს მზადყოფნის გარეშე“, - ამბობს "ბიზნესპარტნიორში" სტუმრობისას ავიაკომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური და მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება სავსებით რეალურია.

business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up