„საქართველო არ არის მზად კორონავირუსის გამოწვევისათვის და რჩება მხოლოდ იღბალის იმედად“

„საქართველო არ არის მზად კორონავირუსის გამოწვევისათვის და რჩება მხოლოდ იღბალის იმედად“

access_time2020-01-29 18:30:16

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული, სოციალური ქსელში ვრცელ სტატუსს ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:„დღეს რამდენიმე ადგილას წავაწყდი საქართველოს ერთერთი უძლიერესი პედიატრის, საერთაშორისო კლასის პროფესიონალის, თამარ ობგაიძის კრიტიკას, რომ თითქოს ის პანიკას თესავს კორონავირუსის გავრცელების შესახებ.

 

 ცნობილმა ქართველმა სამედიცინო ჩინოვნიკებმა რაღა თქმა უნდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის WHO-ს იდიოტური განცხადება მოიყვანეს მთავარ არგუმენტად. განცხადება, რომელიც მსოფლიოს ყველა ცნობილი და მოაზროვნე ექიმისათვის მასხარად ასაგდები გახდა და საოცრად ნეგატიური გამოხმაურება ჰპოვა ყველა ნორმალურ ქვეყანაში.


ქართველი სამედიცინო ჩინოვნიკები ცხადია არ აპირებენ იმის გააზრებას, რომ WHO-ს დირექტორის მოადგილე რენ მინგუი ჩინელია და რომ WHO კოლოსალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ წნეხს განიცდის ჩინეთის სახელმწიფო ლიდერებისაგან ( და არამარტო), რომ კორონავირუსის მომაკვდინებელი აფეთქება არ გამოცხადდეს გლობალური მასშტაბის კატასტროფად.


WHO-მ გასულ დეკადაში ხუთჯერ გამოაცხადა საერთაშორისო განგაში, მაგრამ არცერთ მათგანს არ გამოუწვევია მსოფლიო მასშტაბის პანდემია.  (ღორის გრიპი 2009; ებოლა - 2013; პოლიო 2014; ზიკა 2016 და ისევ ებოლა 2019 ). ეს აფეთქებები ძირითადად აფრიკის უღარიბეს ქვეყნებში ხდებოდა და მათ არ შეეძლოს WHO-ზე არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური ზეგავლენის მოხდენა, შესაბამისად WHO-ს რეაქცია იყო ადექვატური.



კორონავირუსი არის ჯერ კიდევ გამოუკვლეველი სიძლიერისა და საფრთხის შემცველი მომაკვდინებელი ვირუსი. დღევანდელი მონაცემებით ჩინეთმა უკვე 60 მილიონი ადამიანი მოათავსა უმკაცრესი კარანტინის ზონაში. ვუჰანის პროვინციაში უკვე მეორე ჰოსპიტალი შენდება ბოლო ორი კვირის განმავლობაში. და რაც მთავარია, ამ საზარელი საფრთხის ეპიცენტრი არის გასაიდუმლოებულ, კომუნისტურ, ჩამორჩენილ ქვეყანაში, საიდანაც პრაქტიკულად შეუძლებელია რეალური ინფორმაციის მიღება. მაგრამ, საკმარისია ჩინეთის პრეზიდენტის რეაქციებზე დაკვირვება, რომ მოაზროვნე ადამიანი მიხვდება რა კატასტროფის წინაშე დგას ეს მილიარდიანი ქვეყანა და მთელი პლანეტაც.

 

ამ ყველაფრის ადექვატური გააზრება და წინასწარ თადარიგის დაჭერა არ წარმოადგენს პანიკის დათესვას. ყველა შეგნებული პროფესიონალი ექიმი ( და არა გაპოლიტიკოსებული ჩინოვნიკი ) ვალდებულია გასაგებად აუხსნას რისკები და პრევენციის მეთოდები მოსახლეობას. ეს მათი ვალია!
დიახ, საქართველო არანაირად არ არის მზად ამ გამოწვევისათვის და რჩება მხოლოდ იღბალის იმედად.

 

ვისაც ამ თემაზე კამათი სურს, ჯერ დამისახელოს რამდენი ბრიგადა და კლინიკა გვაქვს აღჭურვილი შესაბამისი ეკიპირებითა და საიზოლაციო ბოქსებით და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.
სიცხის საზომებით უხერხულად მოხეტიალე, ალმაცერად მოქცეული ნიღბებჩამოფხატული ექიმების ყურყუტი აეროპორტში უბრალოდ დაცინვაა ქართული სამედიცინო ინტელექტის, სხვა რომ არაფერი.


პატივცემულო მოქალაქეებო! პანიკა საჭირო არ არის. იყავით ფრთხილად!


თამარ ობგაიძემ ძალიან საინტერესო და სასარგებლო პრესკონფერენცია ჩაატარა და დიდი მადლობა მას ამისათვის! დაუჯერეთ პროფესიონალ ექიმებს, მაქსიმალურად დაიცავით პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა“-წერს გურული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up