საქართველო ალტერნატიული ენერგიის ათვისების კუთხით ინვესტორებისთვის მიმზიდველი ხდება

საქართველო ალტერნატიული ენერგიის ათვისების კუთხით ინვესტორებისთვის მიმზიდველი ხდება

person access_time2016-04-22 09:09:19

საქართველო ალტერნატიული ენერგიის  ათვისების კუთხით ინვესტორებისთვის მიმზიდველია. როგორც ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების სამმართველოს უფროსი მარიტა არაბიძე „კომერსანტთან" აცხადებს, საქართველოს ტერიტორია დარაიონებულია როგორც ქარის ასევე მზესთან მიმართებაში, პირველადი ინფორმაცია არსებობს  და შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მიმზიდველია ინვესტორებისთვის. მარიტა არაბიძე ამბობს, რომ პირველადი კვლევების შემდეგ საჭიროა დეტალური შესწავლა, კონკრეტულად რა მოცულობებზეა საუბარი. არაბიძის თქმითვე,  განახლებადი ენერგიების ათვისება მნიშვნელოვანია და ეს პროცესი მიგვიყვანს ენერგოდამოუკიდებლობამდე, რადგან ამ ტიპის პროექტებით ნელ-ნელა მოხდება მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტის შემცირება. ამას გარდა, მზის, ქარის და ბიო მასების  ენერგია არის სუფთა ენერგია და დადასტურებულია, რომ გარემოზე ზემოქმედების კუთხით არანაირი  პრობლემა არ იქმნება.

 

გარდაბნის რაიონში მზის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად ენერგეტიკის სამინისტროსა და ამერიკულ კომპანია Headwall Power-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე გაფორმდა. პროექტს ამერიკული კომპანიის ქართველი პარტნიორი  „მზის ენერგიის კომპანია" განახორციელებს. პროექტის ღირებულება 120 მილიონი დოლარია.


 

„მზის ენერგიის კომპანიის" ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძე აცხადებს, რომ გარდაბნის რაიონში პროექტზე წინარე კვლევები უკვე ჩატარებულია და დაგეგმილია ძირითადი კვლევის დაწყება, რომელიც საკმაოდ ფართო სამუშაოებს მოიცავს, თუმცა, მისი თქმით,  კომპანია დარწმუნებულია, რომ ღირს ასეთი სამუშაოების ჩატარება,  ელექტროსადგურის აშენებაც შესაძლებელია და ეს იქნება რენტაბერული. კომახიძის თქმით, მზის ენერგია ხვალინდელი დღეა და მისი ათვისება დიდ წვლილს შეიტანს ენერგო დეფიციტის აღმოფხვრაში. კომპანიას იმედი აქვს, რომ სამუშაოებისთვის გამოყოფილი 12 თვე საკმარისი იქნება კვლევებისთვის და სადგურის მშენებლობაც დაიწყება. კომახიძის ინფორმაციით, მზის ელექტროსადგური ზიანის გარეშე გამოიმუშავებს ენერგიას. თუმცა ამ ეტაპზე ნაკლებად ხელმისაწვდომია ტექნოლოგია, რომ ღამით გამოიყენო ენერგია. „მზის ენერგიის კომპანიას" გარდაბნის გარდა მზის ელექტროსადგურის მშენებლობა ნინოწმინდაშიც სურს და ამ მიზნით უკვე დაგეგმილი აქვს ადგილზე წინარე კვლევები. კომახიძე ამბობს, რომ ეს არის საზღვრისპირა რეგიონი  და როგორც ეკონომიკურად ისე სოციალურად მათი პროექტი მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მათი დაკვირვებით ნინოწმინდის რაიონს კარგი პოტენციალი აქვს მზის ენერგიის კუთხით.




ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...


მსგავსი სიახლეები

up