ქართული აგრობიზნესი რიცხვებში - ექსპორტმა $1 მლრდ-ს მიაღწია

ქართული აგრობიზნესი რიცხვებში - ექსპორტმა $1 მლრდ-ს მიაღწია

access_time2020-11-09 15:30:15

სოფლის მეურნეობის წილმა საქართველოში 2019 წელს მშპ-ს 7.2% შეადგინა, რაც ისტორიული მინიმუმია, თუმცა განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ორჯერ-სამჯერ აღემატება. პროდუქტიულობა კი ისევ დაბალი რჩება 1 ჰა მიწიდან მიღებული მოსავალი ან 1 სკიდან ამოღებული თაფლი უფრო მცირეა ვიდრე ნიდერლანდებში ან გერმანიაში.


სოფლის მეურნეობის მთელმა გამოშვებამ 2019 წელს 4.738 მლრდ ლარი შეადგინა, ეს კი იმავე წლის 31 დეკემბრის კურსით $1.652 მლრდ-ა. ამ თანხის ნახევარი მეცხოველეობაზე მოდიოდა, 43% მცენარეების მოვლაზე, ხოლო 7% სოფლის მეურნეობის მომსახურებაზე.


სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი შინამეურნეობების შემოსავლის მხოლოდ 5.5%-ს შეადგენს თვეში საშუალოდ 60 ლარს.


2016-2019 წლებში შეინიშნებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულების ნომინალური ზრდა. 1 კგ ძროხის ხორცის ფასი 12.45-დან 16.60 ლარამდე გაიზარდა, ღორის ხორცი 11.85-დან 13.85 ლარამდე, გაყინული თევზი 5.70-დან 7.60-მდე, კარტოფილი 0.95-დან 1.25-მდე, ლობიო 4.35-დან 4.75-მდე. პროცენტულად 3 წელიწადში პური 12.8%-ით გაძვირდა, ყველი 13%-ით, კარტოფილი 17.8%-ით, ხილი 9.4%-ით, ყავა და ჩაი 6.4%-ით.
ჯამური გამოშვების ზრდის მიუხედავად, 2016-2019 წლებში ნათესების ფართობი 240 ათასიდან 203 ათას ჰა-მდე შემცირდა. კლება აღინიშნება როგორც მარცვლოვან კულტურაში, ასევე კარტოფილსა და ბაღჩეულში.


ნათესი ფართობის უდიდესი ნაწილი - 72.6 ათასი ჰექტარი კახეთზე მოდის, 28 ათასი ჰექტრით მეორე ადგილზე ქვემო ქართლია, სამეულს 24.3 ათასი ჰექტრით იმერეთი ასრულებს.


2016-2019 წლებში ხორბლის მოსავლიანობა 127 ათასიდან 101 ათას ტონამდე შემცირდა, სიმინდის 243 ათასიდან 207 ათასამდე, კარტოფილის 249 ათასიდან 195 ათასამდე. იმავე პერიოდში ქერის მოსავალი 47 ათასიდან 54 ათას ტონამდე გაიზარდა, პომიდვრის 54 ათასიდან 63 ათასამდე, კიტრის 19 ათასიდან 30 ათასამდე. ხორბლის შემთხვევაში მოსავლიანობა 1 ჰა ნათესი ფართობიდანაცაა შემცირებული 2.6-დან 2.3 ტონამდე.


მნიშვნელოვნად 159 ათასიდან 294 ათას ტონამდე გაზრდილია ყურძნის წარმოება.



რაც შეეხება მეცხოველეობას მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის ოდენობა 960 ათასიდან 870 ათასამდე შემცირდა, ფრინველთა სულადობა 8.238 მლნ-დან 9.466 მლნ-მდე გაიზარდა. 205 ათასიდან 257 ათასამდე გაიზარდა ფუტკრების სკათა რაოდენობაც.


2019 წელს აგროექსპორტმა $1 მლრდ-ს მიაღწია, რაც საქართველოს შემთხვევაში მაქსიმალური მაჩვენებელია, თუმცა, ამავე დროს, ტერიტორიით საქართველოზე 40%-ით პატარა ნიდერლანდების მაჩვენებლს 110-ჯერ ჩამორჩება.ეს მაშინ როცა ნიდერნალდები სულაც არაა აგრარული სახელმწიფო და აგროსექტორის წილი მთელ ეკონომიკაში 1.7%--ს შეადგენს, ანუ საქართელოსთან შედარებით 4.2-ჯერ ნაკლებს. განსხვავება უფრო თვალში საცემია დასაქმებულთა პროცენტული გადანაწილების მიხედვით. ნიდერლანდებში აგროსექტორში დასაქმებულთა 2% მუშაობს, იმაზე 1.18-ჯერ მეტი რა წილიც გააჩნია ამ მიმართულებას ეკონომიკაში. რაც შეეხება საქართველოს, მთელი ეკონომიკის 7.2%-ის შესაქმნელად დასაქმებულთა 38%-ის შრომაა საჭირო, ანუ 5.27-ჯერ მეტი.


დარგში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემაა, მათ შორის შეიძლება მცირე მეურნეობები და ტექნოლოგიების უქონლობა გამოირჩეს. მასშტაბის ეფექტიდან გამომდინარე 100 ჰა მიწის დამუშავება უფრო იაფია, ვიდრე 200 მიწის ნაკვეთიც ცალ-ცალკე რომელთა ჯამური ფართობიც ასევე 100 ჰა-ს შეადგენს. საქართველოში შინამეურნეობების უმრავლესობის ხელში მცირე მიწა და მცირე ოდენობის საქონელია. გუთნით მოხვნა და ზურგზე აპარატმოკიდებული შეწამვლა სოფლებში ჩვეულ პრაქტიკად რჩება. თავითავად ცხადია ეს ტრაქტორებით დამუშავებულ და თვითმფრინავიდან შეწამლულ ნათესებს კონკურენციას ვერ გაუწევს.


2019 წელს აგროექსპორტში $223 მლნ-ით პირველი, ხოლო ჯამურ ექსპორტში მე-4 ადგილი ღვინომ დაიკავა. მეორე ადგილზე $127 მლნ-ით სპირტიანი სასმელებია, მესამეზე კაკალი და თხილი, რომელის ექსპორტიც 3 წელიწადში ფაროსანამ 2.7-ჯერ $67 მლნ-მდე შეამცირა. მეოთხე ადგილს $22 მლნ-ით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იკავებს. მას $21 მლნ-ით ციტრუსი, $15 მლნ-ით ხორცი და $14 მლნ-ით ცხვარი მოსდევს. ბოსტნეულის, ხილის და სხვა აგროპროდუქციის ექსპორტი, ცალ-ცალკე თითიეული მათგანისთვის $10 მლნ-ზე ნაკლებია. საქსტატს გაერთიანებული მონაცემებით ატამი, გარგარი, ბალი, ალუბალი და ქლიავი 2019 წელს საზღვარგარეთ სულ $13 მლნ-ის გაიყიდა.


2020 წლის 3 კვარტალის მონაცემებით თხილისა და კაკლის ექსპორტმა უკვე 31%-ით გადაუსწრო მთელი 2019 წლის მაჩვენებელს, თუმცა მცირედით შემცირებულია ღვინის ექსპორტი. სეზონურობის გათვალისწინებით ციტრუსზე ჯერ ინფორმაცია არ მოიპოვება.


როგორც ჯამური ასევე აგროექსპორტი სხვა თანაბარ პირობებში მუდმივად იზრდება. ზრდა დიდი ალბათობით კორონა-კრიზისის დასრულების შემდეგაც განახლდება, თუმცა სასათბურე და ფერმერული მეურნეობების განვითარების გარეშე, არსებული ტექნოლოგიებით ზრდის ტემპი დაბალი დარჩება და მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვება გაჭირდება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up