საქართველო 2021 წელს შაჰ-დენიზიდან 1.015 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს

საქართველო 2021 წელს შაჰ-დენიზიდან 1.015 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს

access_time2021-01-06 13:00:05

საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებელი 2021 წელს 6.1%-ით 2.730 მლრდ კუბურ მეტრამდე იზრდება. ბრძანება #1-1/573-ს ხელს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აწერს.


პირველად მისი 15 წლიანი არსებობის მანძილზე საქართველო შაჰ-დენიზის გაზსადენიდან 1 მლრდ კუბურ მეტრზე მეტ ბუნებრივ გაზს მიიღებს. უფრო ზუსტად 16.1%-ით ანუ 141 მლნ კუბური მეტრით 1.015 მლრდ კუბურ მეტრამდე.


გაზსადენი ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა. მისი საერთო სიგრძე 970 კილომეტრია და საქართველოზე 280 კმ გადის. შაჰ-დენიზი 2-ის დასრულების შემდეგ ტრანზიტული გაზის მოცულობა 9-დან 16 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. მესამე ფაზის დასრულების შემდეგ, რაც 2030 წლისთვისაა ნავარაუდევი, საქართველოზე 28 მლრდ კუბური მეტრი გაზი გაივლის, საიდანაც ქვეყანაში 1.4 მლრდ კუბური მეტრი დარჩება.


2020 წლის ბოლოდან შაჰ-დენიზის გაზით ევროკავშირის მომარაგებაც დაიწყო. სულ დაგეგმილია გაზის 7 ქვეყნისთვის მიწოდება. უმსხვილესი შემსყიდველები საბერძნეთი და ალბანეთი არიან.

მიუხედავად იმისა რომ ზუსტი ფასი გასაიდუმლოებულია, ცნობილია ის, რომ შაჰ-დენიზიდან მიღებული გაზი ყველაზე იაფია და 1000 კუბურ მეტრზე დაახლოებით $60-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ჯამური მოხმარების გასაშუალებულ ფასთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია.



აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია სოკარის წილი უმნიშვნელოდ 7 მლნ კუბური მეტრით 1.504 მლრდ კუბურ მეტრამდეა შემცირებული. 18%-ით 170 მლნ-დან 200 მლნ კუბურ მეტრამდე გაზრიდილი რუსეთიდან მისაღები გაზის სავარაუდო მოცულობაც. ადგილობრივი მოპოვების ისედაც უმნიშვნელო წილი კიდევ უფრო მეტად 18 მლნ-დან 11 მლნ კუბურ მეტრამდეა შემცირებული.

რაც შეეხება მოხმარებას, გაზრდილია მხოლოდ სოციალური გაზის წილი. კერძოდ თბოსადგურებზე 600 მლნ-დან 665 მლნ კუბურ მეტრამდე და მოსახლეობისთვის 1.026 მლრდ-დან 1.130 მლრდ კუბურ მეტრამდე. კომერციული მოხმარების წილი პირიქით 912 მლნ-დან 900 მლნ კუბურ მეტრამდეა შემცირებული.


უცვლელია დანაკარგების მოცულობა და ის 35 მლნ კუბური მეტრით განისაზღვრა.

 

გიორგი ელიზბარაშვილი

 

 

 


თეგები:
გაზი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up