საქართველო 2020 წლის მსოფლიო რეიტინგებში

საქართველო 2020 წლის მსოფლიო რეიტინგებში

access_time2020-12-31 11:00:05

2020 წელს პანდემიის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად საქართველოს პოზიცია ათ მნიშვნელოვან საერთაშორისო რეიტინგში  ძირითადად უმჯობესდებოდა. ეკონომიკური თავისუფლების, გლობალური კონკურენტუნარიანობის და კორუფციის რისკისგან თავისუფლების რეიტინგებში ქვეყნის პოზიცია 2020 წელს გაუმჯობესდა. რაც შეეხება გავლენიან სარეიტინგო სააგენტოებს S&P-ს და Fitch-ს, მათ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელი დატოვეს.

 

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგი

 

2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა და 8.18 ქულით ლიდერი ქვეყნების ათეულში მე-8 პოზიცია დაიკავა. 2019 წლის ანგარიშში საქართველო მე-9 ადგილზე იყო.  

 

საქართველოს უმაღლესი - 10 ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; მარეგულირებელი შეზღუდვები უძრავი ქონების რეალიზაციაზე; უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება; შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა; ფინანსური გახსნილობა; კომერციული ბანკების არსებობა და სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.

 

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ირლანდია (მე-9), ლიეტუვა (მე-10), კანადა (მე-12), დიდი ბრიტანეთი (მე-13)და სხვა.

 

Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“

 

Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ კვლევის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური თავისუფლება 1.2 ქულით გაუმჯობესდა და მთლიანობაში 77.1 ქულა შეადგინს. ამ შედეგით საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-12 ადგილს იკავებს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სარეიტინგო ქულა 12 კომპონენტიდან 5 კომპონენტში გაუმჯობესებულია:

  • სასამართლო ეფექტურობა 57.9 ქულა (ზრდა წინა წელთან შედარებით 3.3 ქულა)
  • მონეტარული თავისუფლება 78.3 ქულა (ზრდა წინა წელთან შედარებით 2.3 ქულა)
  • ფისკალური მდგრადობა 94.4 ქულა (ზრდა წინა წელთან შედარებით 0.5 ქულა)
  • მთავრობის კეთილსინდისიერება 64.8 ქულა (ზრდა წინა წელთან შედარებით 6.3 ქულა).

 

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი

საქართველომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო და მსოფლიოში 37-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგის 7 - წლიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

 

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის 2020 წლის ინდექსი (GSC index 2020) ტრანსეროვნულმა ორგანიზაციამ SolAbility გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს 180 ეკონომიკის მდგრად კონკურენტუნარიანობას აფასებს. საქართველო რეიტინგში უსწრებს, ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა  ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ.

 

უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი

კრიმინალისა​გან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა. გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა Nubeo წელიწადში ორჯერ აწარმოებს, რომელმაც ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

 

კრიმინალისაგან თავისუფლების ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უსწრებს.

 

 


ბიზნესში კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსი

 

Trace International - ის მიერ წარმოებული ბიზნესში კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასება გაიუმჯობესა და მსოფლიოში 28-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში საუკეთესო ოცეულშია. ინდექსის მიხედვით, საქართველო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა.

 

აღსანიშნავია, რომ ისეთი მთავარი ქვეკომპონენტის მიხედვით, როგორიცაა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისგან თავისუფლება" საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

 

კორუფციის რისკისგან თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, ესპანეთს.

 

ადამიანის თავისუფლების ინდექსი

 

ადამიანის თავისუფლების ინდექსით (2020წ) საქართველო საუკეთესო ქვეყნების ჯგუფში უკვე ზედიზედ მეორედ მოხვდა, რეგიონში ის ლიდერობს, ხოლო მსოფლიოში მე-40 ადგილი დაიკავა.

 

ადამიანის თავისუფლების ინდექსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ინდექსია. ის თითოეულ ქვეყანაში ადამიანთა თავისუფლებას 0-დან 10 ქულამდე აფასებს. ინდექსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, საკანონმდებლო სისტემა, ადამიანების უფლებების დაცვა და სხვა.

 

შედეგების მიხედვით, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებშია. უფრო კონკრეტულად კი პირველი ათეული ახალმა ზელანდიამ, შვეიცარიამ, ჰონგ-კონგმა, კანადამ, ავსტრალიამ, დანიამ, ლუქსემბურგმა, ფინეთმა, გერმანიამ და ირლანდიამ დაიკავეს.

 

 

S&P-ის რეიტინგი

 

პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო S&P-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელი დატოვა.

 

სარეიტინგო კომპანია S&P-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება სახელდება. S&P -ი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად ინსტიტუციურ სიძლიერეს მიიჩნევს.

 

სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას: დოლარიზაციის შემცირებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, საპენსიო რეფორმას, დეპოზიტების დაზღვევას, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ხელისუფლების სხვა რეფორმებს.

 

Fitch-ის რეიტინგი

 

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დატოვა. პოზიცია ნათლად ასახავს კომპანიის პოზიტიურ შეფასებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნესგარემოს, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ.

 

ორგანიზაცია თვლის, რომ მოთხოვნის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ის ღონისძიებები იქნება, რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განახორციელა.  სარეიტინგო კომპანიის შეფასებით - კრიზისის განმავლობაში, ეკონომიკური პოლიტიკის საიმედო და თანმიმდევრულმა ჩარჩომ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რისკების შემცირებას.

 

იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთების რეიტინგი

 

მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი ფინეთშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში. ამის შესახებ NUMBEO-ს მონაცემებშია მოცემული. რეიტინგის მიხედვით, იაფი იპოთეკური სესხებით, 103 ქვეყანას შორის, საქართველო 88-ე ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 12,12% -ს შეადგენს.

 

იპოთეკური სესხები ყველაზე იაფია: 1. ფინეთი - 1,46%; 2. იაპონია - 1,48%; 3. სლოვაკეთი - 1,60%; 4. შვეიცარია - 1,61%; 5. საფრანგეთი - 1, 64%.

 

იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირია: 1. არგენტინა - 41,50%; 2. ვენესუელა - 22,68%; 3. ირანი - 20,06%; 4. უკრაინა - 19,52%; 5. თურქეთი - 18,65%.

 

მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი

 

და ბოლოს, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 117-ე ადგილზეა. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ რეიტინგში.

 

რეიტინგის სათავეში წელს ფინეთია. მეორე პოზიციას იკავებს დანია. მესამეა შვეიცარია. საუკეთესო ხუთეულში მოხვდა ისლანდია და ნორვეგია. საქართველო რეიტინგში 4 673 ქულით 117-ე ადგილზეა. შარშანდელთან შედარებით, საქართველო ორი საფეხურით დაწინაურდა. ანგარიშში ქვეყნები შეფასებულია სხვადასხვა მაჩვენებლით. მათ შორის არის მოქალაქეთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, სოციალური დახმარება, კორუფციის დონე და სხვა.

 

ნინო თამაზაშვილი


თეგები:
რეიტინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up