საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში

access_time2021-12-07 10:00:58

„ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების გამოწვევა. აშშ-ში 6.2% ინფლაცია, გერმანიაშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ინფლაციაა და ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც მხოლოდ საქართველოს პრობლემას, ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.



საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი ყოველთვიურად რეკორდული ინფლაცია ფიქსირდება. ფასების დონე 2021 წლისთვის განსაზღვრულ მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ნოემბერში საქართველოში ფასები წლიურად 12.5%-ით გაიზარდა.



ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [EBRD] რეგიონის ეკონომიკური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა. EBRD-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ფასების ზრდა დაფიქსირდა, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია, რეგიონში კი მას მხოლოდ თურქეთი და ყირგიზეთი უსწრებენ, სადაც ინფლაცია თითქმის 20%-ს აღწევს.





ბოლო თვეებში ევროზონის ინფლაციამ ყველა პროგნოზს გადააჭარბა. ევროსტატის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ევროპაში სამომხმარებლო ფასები 1997 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება. მათი ინფორმაციით, ევროპის იმ 19 ქვეყანაში, რომლებიც ევროზონის ქვეყნებს წარმოადგენენ, მათ შორის ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ნოემბრის თვეში წლიურმა ინფლაციამ 4.9%–ს მიაღწია, რაც ევროზონის ქვეყნებისათვის საგანგაშო მაჩვენებელია. მას შემდეგ რაც ევროკავშირმა მონაცემების შეგროვება დაიწყო, ეს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 1997 წლის შემდეგ ინფლაციის ასეთი მაღალი დონე ევროზონის ქვეყნებში არასდროს დაფიქსირებულა.




უფრო კონკრეტულად კი საფრანგეთმა განიცადა ინფლაციის 3,4%-იანი ზრდა, რაც ყველაზე მაღალი იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გერმანიაში ინფლაციის დონე 6%-მდე ავიდა, რაც ბოლო 30 წლის მაქსიმუმია. ესტონეთში ინფლაციის დონემ 8,4%-ს გადააჭარბა, ლიეტუვაში კი 9,3%-ს მიაღწია.



მიუხედავად ასეთი მონაცემებისა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ინფლაციის შემცირებას მიმდინარე წლის ბოლოსთვის პროგნოზირებს, მაშინ როდესაც კობა გვენეტაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში დეკემბერ-იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იყოს.



„დეკემბერში, იანვარ-თებერვალში ვფიქრობთ, წლიური ინფლაცია შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს, რაც მათ შორის გასულ წელს განხორციელებულ სუბსიდირებას უკავშირდება, რაც უკვე აისახა და კიდევ დაემატა მეთოდოლოგიის გამო. იმის გამო, რომ მოლოდინებში არ გადავიდეს ეს მაჩვენებელი, ეროვნულ ბანკს აქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. მოგეხსენებათ, რომ ბევრი ფაქტორი ერთად მოქმედებს და აქედან გამომდინარე ძალიან რთულია ზუსტი პროგნოზის მიცემა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



გარდა ამისა, OECD-ი ცენტრალურ ბანკებს მოუწოდებს, პირობების გასამკაცრებლად მკვეთრი ნაბიჯები არ გადადგან (რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ მიმართულებით საქართველს ეროვნული ბანკი, ამის შესახებ ცნობილი 8 დეკემბერს გახდება).



რაც შეეხება აზიის ქვეყნებს, ინფლაცია აზიაში დაბალია 2021 წლის პროგნოზით 2.2%-ს არ აღემატება, 5%-ზე მეტი ის მხოლოდ 2 ქვეყანაშია - შრი-ლანკაში და პაკისტანში, დანარჩენ ქვეყნებში კი 5%-ზე ნაკლებია. მაგალითად ჩინეთში ინფლაცია მინიმალურია და 1,5%-ს შეადგენს.



აღსანიშნავია, რომ IMF-ის ვარაუდით, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს და 2021 წლის ბოლოს 13.1%-იან ნიშნულს მიაღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, წლის ბოლოს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია შემდეგ ქვეყნებში იქნება:


1. ვენესუელა - 2 700%;
2. სუდანი - 115.5%;
3. სურინამი - 48.6%;
4. იემენი - 45%;
5. ზიმბაბვე - 41%;
6. ირანი - 30%;
7. ზამბია - 23.2%;
8. ანგოლა - 22%;
9. ლიბია - 21.1%;
10. თურქეთი - 16.7%;
11. თურქმენეთი - 16%;
12. კომორი - 15.6%;
13. ნიგერია - 15%;
14. ჰაიტი - 15%;
15. სიერა ლეონე - 14.6%;
16. საქართველო - 13.1%.


ნინო თამაზაშვილი

თეგები:
ინფლაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up