საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, მგზავრობისას დაწესებული იქნება გარკვეული შეზღუდვები.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი – მეტრო და ავტობუსები 29 მაისიდან ამუშავდება.