საქალაქთაშორისო „მარშუტკებს“ თბილისში გაჩერებებზე გაჩერების ვალდებულება არ ექნებათ

საქალაქთაშორისო „მარშუტკებს“ თბილისში გაჩერებებზე გაჩერების ვალდებულება არ ექნებათ

access_time2018-02-15 11:57:35

1-ლი მარტიდან დედაქალაქის 14 ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. აღსანიშნავია, რომ ქუჩების ჩამონათვალში კახეთის გზატკეცილი და დავით აღმაშენებლის ხეივანიც მოხვდა, სადაც არაერთი საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მოძრაობს.

 

 

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, მათაც შეეხება თუ არა აღნიშნული რეგულაცია. თუმცა, როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე მოსაცდელებზე გაჩერების ვალდებულება მხოლოდ ყვითელ „მარშუტკებსა" და რუსთავიდან შემოსულ მიკროავტობუსებს ექნება.

 

 

ამასთან, მერიაში საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების შესაძლო რეგულირებაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამომავლოდ მათთვის კონკრეტული მარშრუტების დადგენა მოხდება.

 

 


შეგახსენებთ, რომ სამარშრუტო ტაქსების მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერების საკითხი გასული წლის დეკემბრის ბოლოს დედაქალაქის მერის კახა კალაძისა და შს მინისტრის გიორგიგახარიას მიერ დაანონსდა. აღნიშნული პროექტი პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისის 14 ქუჩაზე დაიწყება, მთელი ქალაქის მასშტაბით კი ეტაპობრივად განხორციელდება.

 

 

რაც შეეხება ქუჩათა ჩამონათვალს, თავდაპირველად საპილოტე პროექტი თბილისის შემდეგ 14 ქუჩაზე ამოქმედდება: მერაბ კოსტავას ქუჩა; ვაჟა-ფშაველას გამზირი; შოთა რუსთაველის გამზირი; პეტრე მელიქიშვილის ქუჩა; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; ვახტანგ გორგასალის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ხეივანი; დავით აღმაშენებლის გამზირი; ილია ჭავჭავაძის გამზირი; ჟიული შარტავას ქუჩა; პეკინის ქუჩა; მარშალ გელოვანის გამზირი; ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.

 

 

BPN.GE 

 

 

 

 

 



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up