საპრივატიზაციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლო 27 კომპანიას დაუწესდა - ვინ გადაიხდის ყველაზე მაღალ ჯარიმას

საპრივატიზაციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლო 27 კომპანიას დაუწესდა - ვინ გადაიხდის ყველაზე მაღალ ჯარიმას

access_time2020-02-29 12:00:29

2019 წელს პრივატიზების პროცესის შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 27 კომანიას 9 186 300 დოლარისა და 5 036 107 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო დაეკისრათ.„ბიზნესპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, დარიცხული პირგასამტეხლო ინვესტორებთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებების მიხედვით განისაზღვრება, სწორედ ამიტომ თანხის ნაწილი უცხოურ ვალუტაში, კერძოდ დოლარშია ასახული.


2019 წელს „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირგასამტეხლო 3-ჯერ დაუწესა კომპანია „ენერგო-პრო“ ჯორჯიას ჯამში 271 590 ლარით; 7 093 932 დოლარის და 931 000 ლარის პირგასამტეხლო დაუწესდა შპს-ს Sayali, რომელსაც საქართველოში მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება უნდა აეშენებინა; კომპანია „მერფი ყაზბეგს“ 1 010 900 ლარის და 2 186 300 აშშ დოლარის პირგასამტეხლო დაუწესდა, მას ავტოსადგომები უნდა აეშენებინა. 446 973.49 ლარის პირგასამტეხლო დაუწესდა „ნ.გ. ჰოლდინგს“; 476 138 ლარის - კომპანია „სამშენებლო კერამიკას“; 248 250,88 ლარის - „სამედიცინო ინოვაციების ცენტრს“; 146 000 ლარის - „ფაშა დეველოპმენტს“; 125 500 ლარის - კომპანია „GOLDEN GRAINS“.


გარდა ამისა, საპრივატიზაციო ვალდებულებების გამო 122 500 ლარის პირგასამტეხლო დაუწესდა კომპანიას „აგარაკი უწერაში“ (ეს კომპანია არის ბადრი ჯაფარიძის უფლებამონაცვლე); 61 500 ლარის - „საქართველოს რაგბის კავშირს“; 115 500 ლარის - შპს „ინ ვიტრო განაყოფირების ცენტრს“; 118 000 ლარის -სააქციო საზოგადოებას „Hualing international special economic zone“-ს; 203 000 ლარის - სს რუსთავოილს; 59 500 ლარის - შპს „გუდაური რესორტს“ და ა.შ. ჯამში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2019 წელს საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 27 კომანიას 9 186 300 დოლარისა და 5 036 107 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო დაეკისრათ.



ამასთან, ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 კომპანიის შემთხვევაში - ესენია: „კამარა ექსპრესი“ და „რაიმონდი“ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა დასკვნის წარმოდგენის შემდგომ დადგინდება.


წყარო: bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up