„საპოლიციო გამოსახლების გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია“ - რა რისკები ახლავს ბინის გაქირავებას?

„საპოლიციო გამოსახლების გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია“ - რა რისკები ახლავს ბინის გაქირავებას?

access_time2022-08-02 15:00:43

ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც გაქირავებული ბინის ქირას დამქირავებელი არ იხდის, მესაკუთრე კი ბინიდან მის გამოშვებას ვერ ახერხებს. საკუთრებიდან საპოლიციო გამოსახლება წლებია აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ პირმა, რომელმაც ბინა იქირავა და თანხას ვერ ან არ იხდის, გამქირავებელმა პოლიციის ნაცვლად სასამართლოს უნდა მიმართოს, საქმის განხილვას კი შესაძლოა წლები დასჭირდეს.


„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ თავმჯდომარე, ადვოკატი ნინო ლიპარტია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ თავის დროზე ხელისუფლების მიერ ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმება დიდი შეცდომა იყო, რადგან საკუთრების უფლების დაცვის ერთადერთ საშუალებად საქართველოს მოქალაქეს სასამართლო და აღსრულების ბიურო რჩება. იმისთვის, რომ უწყებას საქმე გადაეცეს, ლიპარტიას განმარტებით, აუცილებელია სააღსრულებო ფურცელი, რომელიც სასამართლოში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა.


„წინა ხელისუფლების დროს ე.წ. საპოლიციო გამოსახლება შევიდა ძალაში, რომელიც ძალიან მარტივად ახერხებდა სასამართლოს გარეშე  საკუთრების უფლების დაბრუნებას. თუმცა იქაც იყო პრობლემა, რომ თუ ხელშეკრულება არსებობა დგინდებოდა მაშინაც პოლიცია თავს იკავებდა გამოსახლებისგან და ამბობდა რომ ეს უკვე მხარეთა შორის დავაა და ეს სასამართლოს განსახილველია, მაგრამ საპოლიციო გამოსახლება მაინც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. 2013 წელს, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, საკანონმდებლო ცვლილების შემდგომ ე.წ. საპოლიციო გამოსახლება გააუქმა. საკუთრების უფლების დაცვის ერთადერთ საშუალებად საქართველოს მოქალაქეს სასამართლო და აღსრულების ბიურო რჩება. იმისთვის, რომ უწყებას საქმე გადაეცეს, აუცილებელია სააღსრულებო ფურცელი, რომელიც სასამართლოში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა. საპოლიციო გამოსახლების გაუქმება მესაკუთრეთა უფლებების და ინტერესების დაცვის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია“,  ამბობს ლიპარტია.



იურისტი განმარტავს, რომ სასამართლო დავა შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში გაჭიანურდეს, მითუმეტეს, რომ სასამართლოს გადატვირთულობის ამბავი არახალია. როგორც წესი გასაჩივრება სამივე ინსტანციაში ხდება, რაც მინიმუმ 2 წელი გრძელდება.  მისი თქმით, სასამართლო დავის დასრულების შემდგომ სააღსრულებო მოქმედების დაგეგმვასა და გამოსახლების პროცედურას, თავის მხრივ, დამატებითი დრო სჭირდება. როგორც ლიპარტია ამბობს, სასამართლო და სააღსრულებო წარმოება დროსთან ერთად, ფულად რესურსთან არის დაკავშირებული. ამასთან, მისი განცხადებით დაყოვნებულ პერიოდზე დაკისრებული ქირის თანხა, დამქირავებლის ქონებრივი რესურსის არ არსებობის შემთხვევაში, ვერ იქნეს ბინის მესაკუთრისათვის გადახდილი. 


„სასამართლო პროცედურის დასრულების შემდგომ უკვე სააღსრულებო პროცედურა იწყება, სადაც სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი გამოსახლების პროცედურას იწყებს, რომელიც თავის მხრივ ასევე დროში გაწელილი პროცესია. დრო რა თქმა უნდა მესაკუთრის სასარგებლოდ არ მუშაობს. გარდა ამისა პანდემიის დროს გამოსახლებების პროცესს არ ახორციელებდა აღსრულების ბიურო და შესაბამისად დაგროვილია ძველი საქმეები, ახლანდელები კი კიდევ უფრო მეტად გადაიწევს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს 3 ინსტანციის შემდეგ, მხარეებს უკვე უწევთ აღსრულების ბიუროს ლოდინი, სააღსრულებო პროცესის განხორციელება და გამოსახლება. გამოსახლება რომ დასრულდება, შემდეგ უკვე ნივთი ბრუნდება ხშირ შემთხვევაში სავალალო მდგომარეობაში, რის შემდეგაც რეაბილიტაცია უკვე დამატებითი ხარჯია. გარდა ამისა, როდესაც ეს ისტორია უკვე გავლილი აქვს მესაკუთრეს თავს იკავებს შემდგომი ქირავნობისგან, რაც ბაზარს ამცირებს“,  აღნიშნავს ნინო ლიპარტია.


ადვოკატი „კომერსანტთან“ ასევე განმარტავს, რა უნდა გააკეთოს მესაკუთრემ, იმისათვის, რომ აღნიშნული რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.


„ჩემი რჩევა იქნება, რომ აუცილებლად დადონ ხელშეკრულება მქირავებელთან და ის შეადგენინონ იურისტს, სადაც უნდა იყოს დამატებითი გარანტიები ჩაწერილი, რაც იმის საშუალებას გვაძლევს რომ სამივე ინსტანციის საჭიროება აღარ დადგეს. ასევე საჭიროა აღწერილი იყოს თუ რა მდგომარეობაში გადაეცა ნივთი და დასურათებული იყოს ყველაფერი, რათა დაბრუნებისას იგივე მდგომარეობაში თუ არ დატოვებს ქონებას, მოხდება შესაბამისი რეაგირება და ბოლოს უზრუნველყოფის თანხა შეუძლია მოსთხოვოს დამქირავებელმა მქირავებელს არაუმეტეს 3 თვისა“,  ამბობს ლიპარტია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up