საპოლიციო გამოსახლების გაუქმება - ცვლილება, რომელმაც დღის წესრიგში სასამართლო რეფორმის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დააყენა

საპოლიციო გამოსახლების გაუქმება - ცვლილება, რომელმაც დღის წესრიგში სასამართლო რეფორმის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დააყენა

person access_time2016-05-31 09:00:48


სასამართლოს რეფორმის აუცილებლობა დღის წესრიგში კიდევ ერთმა ცვლილებამ დააყენა. ამჯერად გაჭიანურებული სამართლებრივი პროცესების წინაშე ბანკები დადგნენ - მიზეზი კი, საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებაა, რის გამოც გამოსახლების პროცესი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვერ სრულდება, სასამართლოები კი თვეობით ჭიანურდება.

 

საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების შედეგად დამდგარ ნეგატიურ შედეგებზე სპეციალისტები უკვე საუბრობენ.

 

საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმება რამდენიმე დღის წინ ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ცვლილებამ საფინანსო სექტორში პრობლემები გააჩინა. მისი ინფორმაციით, საბანკო სექტორმა უკვე დააფიქსირა საჩივრები იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსახლების პროცესი ჭიანურდება.

 


გახარიას თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებების დაგვიანების გამო გამოსახლების მექანიზმები დროულად ვერ ხორციელდება. ბიზნესომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულმა საკითხმა, გრძელვადიან პერიოდში, გავლენა საპროცენტო განაკვეთებზეც მოახდინოს.


„კომერსანტი" დაინტერსდა რა შედეგი გამოიღო საკანონმდებლო ცვლილებებამ, რომლებსაც ბიზნესასოციაცია, ბიზნესომბუდსმენი, ბანკების ასოციაცია, ასევე არასამთავრობო სექტორის ნაწილი ეწინააღმდეგებოდნენ და რომელსაც პარლამენტის უმრავლესობამ მხარი გასული წლის 11 დეკემბერს მესამე მოსმენით დაუჭირა?

 

ჩვენს მიერ გამოკითხული პრაქტიკულად ყველა ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ საპოლიციო გამოსახლების გაუქმებამ პრობლემები შექმნა როგორც საზოგადოებაში, ისე საფინანსო სექტორსა და ბიზნესში. ეს პრობლემები კი, უპირველესად, სასამართლო სისტემის გაუმართავობას უკავშირდება.


 

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია ამბობს, რომ პრობლემები შეექმნათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. საუბარია, სასამართლოებში რიგებზე და საქმის განხილვების გაჭიანურებულ ვადებზე.

 

„პროცესი სასამართლოს გამო არ სრულდება, გამოსახლებამდე ჯერ არც კი მისულა საქმე, რადგან სასამართლოებში დიდი რიგებია, არ არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა. აღსრულების სამსახურსაც არ აქვს ამის განსახორციელებლად რესურსი, რასაც თავიდანვე ამბობდა აღსრულების ბიუროც, იუსტიციის და ეკონომიკის მინისტრებიც", - აცხადებს გვასალია.

 

საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ ბიზნესში არსებულ პრობლემებზე საუბრობს „პირადი ბანკირის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბერძენაძეც. მისი თქმით,როდესაც ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ვადაგადაცილებული სესხია, ხოლო მათი განხილვა სასამართლოში ჭიანურუდება, ეს ბიზნესს მძიმე ტვირთად აწვება.

 

„მოქალაქეებს აქვთ შეგრძნება, რომ ისინი აიღებენ სესხს, ჩადებენ რამეს და მათ უბრალოდ არავინ არ გამოასახლებს. როდესაც არ არის შიში იმისა, რომ ვინმე გამოასახლებს, სესხის გადახდის პასუხისმგბელობა მცირდება, რაც ძალიან აწვება ბიზნესს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მოახლოებული არჩევნების ფაქტორი. ადამიანებში აღარ არის იმის შიში, რომ განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში, მათ ვინმე გამოასახლებთ. ერთი კუთხით გამოსახლება ცივილური მეთოდი არ არის, თუმცა, ამ ყველაფრის გაუქმება, ზოგადად, ცუდად აისახება, მეტი დანაკარგები და მეტი პრობლემებია"-აცხადებს ბერძენაძე.

 

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება შესაძლებელი. გაუქმდა ნორმები, რომლებიც პირის გამოსახლება-გამოყვანას იძულების წესით ითვალისწინებდნენ.

 

ამ კომპეტენციის სასამართლოსთვის გადაცემა მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა. თუმცა საქართველოში აღნიშნულ ინიციატივას არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, განსაკუთრებით საბანკო სექტორიდან. კანონპროექტის მომხრეების განცხადებით კი, ბანკების შეშფოთება გამოწვეული იყო იმით რომ საპოლიციო გამოსახლების გაუქმების შემდეგ, მათ გაურთულდებათ სესხის უზრუნველყოფის სახით ჩადებული უძრავი ქონების რეალიზაცია. ექსპერტებისა და ბიზნესმენების ეს ნაწილი აცხადებდა, რომ საპოლიციო გამოსახლების გაუქმება ბანკებს აიძულებს, ორიენტირებულნი იყვნენ არა ჩადებული ქონების რეალიზაციაზე, არამედ საბანკო სერვისებზე ამ სიტყვის ცივილიზებული გაგებით.

 

სასამართლოს მიერ პროცესების წლობით გაჭიანურებაზე "კომერსანტი" არაერთხელ წერდა. ბიზნესმენები მუდმივად საუბრობენ იმის შესახებაც, რომ მოსამართლებს არ ჰყოფნით კვალიფიკაცია ბიზნესდავების განსახილველად, რის გამოც ბიზნესი ზარალდება. 

 

 



კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up