საპოლიციო გამოსახლება, სასამართლოებისა და შემოსავლების სამსახურის პრობლემა – რა თემებს განიხილავენ ბიზნესმენები ამ წუთებში პრემიერთან?

საპოლიციო გამოსახლება, სასამართლოებისა და შემოსავლების სამსახურის პრობლემა – რა თემებს განიხილავენ ბიზნესმენები ამ წუთებში პრემიერთან?

person access_time2016-01-18 12:18:56

რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენელთა შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარიაც ესწრება.


შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი მისმა რამდენიმე მონაწილემ გააკეთა.


როგორც ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა, ის პრემიერთან დააყენებს საპოლიციო გამოსახლების შესახებ კანონპროექტის საკითხს, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო და ასოციაცია მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

გვასალიას თქმით,  კვირიკაშვილს კარგად ესმის ეს თემა, რადგან ის თავად საბანკო სფეროდანაა.

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესი პრემიერისგან ბევრ მნიშვნელოვან მესიჯს ელოდება.


ბიზნესმენი ფადი ასლი კი აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრა კარგი ინიციატივაა და სამი წლის განმავლობაში ის პირველად ხედავს, რომ პრემიერი სწორი მიმართულებით მიდის.  


ფადი ასლის თქმით, შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის და სასამართლოების პრობლემაზე იმსჯელებენ. 

 

„კომერსანტის“ ჟურნალისტი შეხვედრის ადგილზე იმყოფება და მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ.




ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს
access_time2020-05-28 14:30:12
„ბანკები და ფინანსები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა, რომელმაც ლარის გაუფასურების პრობლემის შეფასებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ნეგატიურ როლზე გააკეთა აქცენტი. ბაირახტარის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვების არც დრო და არც უფლება არ გვაქვს, კობა გვენეტაძის უწყება შეცდომებზეც კი ვერ...

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდეს – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ  აღმოჩნდეს  – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე
access_time2020-05-28 13:30:21
„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, რაც სექტორს გამოაცოცხლებს. ახლა სექტორს სწორედ შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა სჭირდება, რისთვისაც ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ასე შეაფასა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა.   „ზოგადად რთულია ხვალინდელი დღის პროგნოზირება, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი,...

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
access_time2020-05-28 12:15:58
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს ახალი წევრი შეუერთდა კომპანია საქკაბელის“ სახით.სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი, დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები, გაზარდა ასორტიმენტი. 2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს...


მსგავსი სიახლეები

up