ობლიგაციების შენახვა, სადაც საპენსიო სააგენტო ფულს დააბანდებს, შესაძლოა საქართველოს ბანკს მიანდონ. საპენსიო სააგენტო სპეცდეპოზიტარის ტენდერის დასკნით პროცედურას გადის, რომელთანაც 3 წლიანი ხელშეკრულება უნდა გააფორმოს. ტენდერში საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და სომხეთის ცენტრალური დეპოზიტარი მონაწილეობდა..
გავრცელებული ინფორმაციით, არჩევანი სავარაუდოდ საქართველოს ბანკზე გაკეთდება. საქართველოს ბანკის CEO-მ არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ჯგუფს ტენდერში გამარჯვების იმედი რომ არ ჰქონდეს არც მიიღებდა მონაწილეობას. გამარჯვება არ დაუდასტურებია. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სქემაში ახალი ინსტრუმენტების ჩართვის და კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების საჯარო ელექტრონული შესყიდვის პროცედურა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის 6 იანვარს არის გამოცხადებული.
ექსპერტთა ნაწილი, საპენსიო თანხების აქციებსა და ობლიგაციებში განთავსების პროცესის გაჭიანურებას ზედამხედველსაც აბრალებს, რომელსაც საქართველოს საფონდო ბირჟის ცენტრალური დეპოზიტარის კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს და სპეციალური დეპოზიტარის საჭიროება დაინახა.
gbc.ge