საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

access_time2021-12-07 14:50:03

დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.

 


როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო პროცენტს თვითნებურად აწესებს. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მსგავს სესხზე (1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი) „ლიბერთი ბანკის“ (საპენსიო ტენდერის მოქმედი გამარჯვებული ბანკი) მიერ ფიქსირებული სარგებელი - 30,65% არის ყველაზე დაბალი ნიშნული სხვა კომერციული ბანკების პირობებთან შედარებით. კერძოდ, მსგავს პროდუქტზე, უკეთეს შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 31%-დან იწყება და რიგ შემთხვევებში 49 %-საც კი აღწევს.  

 


პოლიტიკური გათვლებით ნაკვები ეს რიტორიკა რომ უნიადაგო იყო, ამაზე ანალიტიკოსები იმთავითვე საუბრობდნენ. მთელ ამ კამპანიას წმინდა სპეკულაციური ხასიათი ჰქონდა და რეალობასთან საერთო არაფერი გააჩნდა. ეს იქიდანაც ნათლად გამოჩნდა, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში, საკითხის ირგვლივ სრულმა სიჩუმემ დაისადგურა.  რეალურად კი მოხდა ის, რომ ამ  არაკონსტრუქციულმა აქტიურობამ რეპუტაციული ზიანის შემცველი კამპანიის ხასიათი მიიღო და მილიონამდე ბენეფიციარის ინტერესი, დროულად და შეუფერხებლად მიიღოს კუთვნილი სოციალური გასაცემელი, საფრთხის ქვეშ დააყენა.

 


რამდენადაც კულუარული ინფორმაციით ირკვევა, მიმდინარე ეტაპზე, ამ ტენდერის განახლებული პირობების შესამუშავებლად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია უკვე დღე-დღეზე გაასაჯაროვებს კონკრეტულ კრიტერიუმებს. არის მოლოდინი, რომ ეს კრიუტერიუმები დიდად არ იქნება გასხვავებული წინა ტენდერის პირობებისგან და ეს ლოგიკურიც არის.

 



საქმე ის არის, რომ სადღეისოდ პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებაში სახელმწიფო ფულს არ იხდის და სწორედ ეს პრინციპი ითვლება ყველაზე მთავარ მომენტად. ამდენად, სავარაუდოა, რომ განახლებული ტენდერის ამოსავალ წერტილადაც ეს პრინციპი დარჩება. ამ შემთხვევაში, მივიღებთ სურათს, როცა რაიმე გეოგრაფიული პრინციპით სერვისის ლოტებად დაყოფა აზრს დაკარგავს, რადგან შეიქმნება სერიოზული საშიშროება, რომ მთელი რიგი რაიონები, საერთოდ საპენსიო სერვისის გარეშე დარჩეს. ცხადია, მთავრობა ამ რისკს არ და ვერ დაუშვებს.

 


ანუ, მოსალოდნელია, რომ ახალ ტენდერში გამარჯვებული ბანკის ვალდებულება კვლავაც მთელი საქართველოს მასშტაბით სერვისის გაწევა იქნება.

 


ამ ვითარებაში, მოსალოდნელია, რომ ბანკები, რომლებმაც უკეთ იციან, თუ რა ინფრასტრუქტურული და საოპერაციო ხარჯების გაღება მოუწევთ პენსიების დარიგებაზე პასუხისმგებლობის აღების შემთხვევაში (თან უკიდურესად შეზღუდულ დროში), ნაკლებად დაინტერესდებიან ე.წ. „პენსიების ტენდერით“.

 


გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მომენტი - მოსალოდნელი რეპუტაციული რისკი, საპენსიო სერვისის ტენდერში გამარჯვებისას. საუბარი იმაზეა, რომ ბანკები კარგად ხედავენ როგორ უაპელაციოდ, ყოველგვარი გათვლებისა და არგუმენტების გარეშე, ეპყრობა მათ პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი, როცა საპირწონედ ელექტორალური ინტერესი დგება.  ფაქტია, პოლიტიკოსები ეცადნენ „ლიბერთი ბანკისთვის“ რეპუტაციისა და იმიჯის  შელახვის ხარჯზე საარჩევნო ქულების მოპოვებას. სწორედ ამ მაღალი რეპუტაციული რისკის გამოც, სავარაუდოა, რომ არცერთი მოქმედი კომერციული ბანკი არ გარისკავს საპენსიო მომსახურების ტენდერში მონაწილეობის მიღებას და  ამით საკუთარი იმიჯის შელახვის რისკის ქვეშ დაყენებას.

 


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ დიდი ალბათობით, საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ და ეს, მიმდინარე ეტაპზე, ობიექტური მოცემულობის შედეგია. რეალურად ამით დასრულდება ის „ქარიშხალი ჭიქაში“, რომლის შექმნასაც წინასაარჩევნოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობდნენ.


ბაჩანა ჯინჭარაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up