„საპენსიო თანხები უნდა გამხდარიყო საინვესტიციო ბაზა, რომელიც საფონდო ბირჟის განვითარებას შეუწყობდა ხელს, ის კი ბანკებში განათავსეს“

„საპენსიო თანხები უნდა გამხდარიყო საინვესტიციო ბაზა, რომელიც საფონდო ბირჟის განვითარებას შეუწყობდა ხელს, ის კი ბანკებში განათავსეს“

access_time2021-05-06 11:00:58

საქართველოს საფონდო ბირჟაზე უკვე 2 თვეზე მეტია (23 თებერვლიდან), რაც სავაჭრო სესიებზე არცერთი გარიგება არ განხორციელებულა. საქართველოს საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, 2021 წლის განმავლობაში სავაჭრო სესიებზე სულ 8 საბირჟო გარიგება შედგა, მათმა მოცულობამ 34,224, ხოლო ღირებულებამ 2,453.76 ლარი შეადგინა.

 

რატომ არის დღემდე განუვითარებელი და არალიკვიდური არსებული საფონდო ბირჟა და რა წვლილი მიუძღვის ამაში ქართულ საფინანსო სექტორს, ამ თემაზე „კომერსანტთან“ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ბირჟის არალიკვიდურობაა ანუ არ გვყავს ერთის მხრივ საკმარისი რაოდენობის ინვესტორები და მეორეს მხრივ კომპანიები, რომლებიც გამოუშვებენ თავიანთ აქციებს.

 

„ბოლო წლის განმავლობაში გარიგებების მოცულობის მკვეთრი შემცირების მიზეზი საქართველოს საფონდო ბაზრის არალიკვიდურობა გახლავთ. კერძოდ, არ გვყავს ერთის მხრივ საკმარისი რაოდენობის ინვესტორები და მეორეს მხრივ კომპანიები, რომლებიც გამოუშვებენ თავიანთ აქციებს. შესაბამისად, ბირჟაზე აქციების ყიდვა-გაყიდვა არ ხდება. პირველ რიგში აუცილებელია განვითარდეს ადგილობრივი საფონდო ბაზარი და მიმზიდველი გახდეს როგორც ადგილობრივი (ქართული) კომპანიებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის“, - აღნიშნა ფარესიშვილმა.

 

გიორგი ფარესიშვილი იმ ეკონომისტების ნაწილსაც პასუხობს, რომლებიც თვლიან, რომ  საფონდო ბირჟის განუვითარებლობა პირველ რიგში ბანკების ინტერესებშია, რადგან დღეს ბიზნესისთვის სახსრების მოზიდვის ერთადერთი გზა საბანკო კრედიტია, ამიტომ მათთვის ბირჟის განვითარება არასასურველია.

 

„არ ვეთანხმებით აღნიშნულ მოსაზრებას. ქართული ბანკები დაინტერესებულები არიან საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარებით, ვინაიდან ამაში ქვეყნისთვის და თავიანთი ბიზნესისთვის დიდ და განსხვავებული ტიპის პოტენციალს ხედავენ, მათ შორის საკუთარი საბროკერო კომპანიების გააქტიურების კუთხით. გარდა ამისა, ბევრმა არ იცის, რომ მსხვილი ბანკები, როგორც ბირჟის ძირითადი აქციონერები, წლების განმავლობაში აფინანსებდნენ ბირჟის საქმიანობას და კვლავ განაგრძობენ მის დაფინანსებას სააქციო კაპიტალში დამატებითი თანხების ინვესტირების კუთხით.


ლონდონის საფონდო ბირჟაზე აღნიშნული ბანკების („საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“) მიერ თავიანთი აქციების სავაჭროდ გატანა მოხდა იმიტომ, რომ მათი ზომიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე ფიზიკურად შეუძლებელი იყო საქართველოს საფონდო ბირჟაზე საკმარისი რაოდენობის კაპიტალის მოზიდვა. გარდა ამისა, საქართველოში ამ გზით მოზიდული კაპიტალი ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე საერთაშორისო ბაზრებზე, რისი მიზეზიც ისევ და ისევ ადგილობრივი საფონდო ბაზრის განუვითარებლობაა“, - ამბობს გიორგი ფარესიშვილი.


 

საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე გვიყვება, რომ თავდაპირველად იგეგმებოდა საპენსიო თანხები გამხდარიყო ის საინვესტიციო ბაზა, რომელიც საფონდო ბირჟის განვითარებას შეუწყობდა ხელს, თუმცა საბოლოოდ მილიარდნახევარი ლარი ბანკებში განათავსეს.

 

„ბირჟის ნულოვანი ბრუნვა ჩემთვის გასაკვირი არ არის, ეს წლებია ასეა. ჩვენთან უბრალოდ არ არის კაპიტალის ბაზარი და მის განვითარებას უნდა თავიდან დაწყება და სჭირდება საკანონმდებლო ბაზის განვითარება, სამუშაო ჯგუფის შექმნა და ა.შ. აქ მრავალწახნაგოვანი პრობლემაა და ბევრი სამუშაოა. დღეს კაპიტალის ბაზარი არ გვაქვს, შესაბამისად ბირჟაზე საბრუნავიც არაფერია.


საუბარი იმაზე რომ ბირჟა არალიკვიდურია, არასწორად მიმაჩნია. საქართველოში როგორც მინიმუმ კაპიტალის ბაზა უკვე არსებობს, მაგალითად მილიარდნახევარი ლარი საპენსიო ფონდში დაგროვილია, რომელიც ბანკებში განათავსეს. ამ რეფორმას როცა ვიწყებდით, იმაზე იყო დამყარებული იმედი, რომ თუ სხვა არა, კაპიტალის ბაზარზე აქტიურობის დაწყებას შეუწყობდა ხელს, რადგან კომპანიებს მოუნდებოდათ ამ თანხებზე წვდომა. ეს თანხები კი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ფინანსურ ინსტიტუტებში და კომპანიებისთვის იქნებოდა სტიმული, რომ ეს ფინანსური ინსტრუმენტები გაჩენილიყვნენ. ახლა საპენსიო სააგენტოს პოლიტიკაა, რომ ის ბანკებში იყოს განთავსებული, რასაც არ ვეთანხმები. ეს უნდა იყოს ის საინვესტიციო ბაზა, რომელმაც კაპიტალის ბაზრის და საფონდო ბირჟის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, ის კი ბანკებში განათავსეს.


რაც შეეხება კომერციულ ბანკებთან კონკურენციას, პირველ რიგში სხვა პრობლემები გვაქვს, ეს უფრო მერე უნდა მოგვარდეს. კომერციული ბანკები არიან ექსკლუზიური მოკავშირეები კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის, ხოლო თუ გაჩნდება ალტერნატიული ბაზარი, რა თქმა უნდა ეს კონკურენციას გაუწევს მათ, თუმცა ეს სამომავლო საკითხია“, - ამბობს ლევან სურგულაძე.


ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია აღნიშნავს, რომ ამ სექტორში აშკარად ინტერესთა კონფლიქტია და სფერო სრულად არის დაქვემდებარებული საბანკო სექტორს, ამიტომაც, იგი ვერ განვითარდება.


„რა თქმა უნდა, არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომ ეკონომიკა ჯერ კიდევ მყოფე მდგომარეობაშია, რომ ფასიანი ქაღალდების მიმართ ნდობა ნაკლებია და ა.შ. მაგრამ ობიქტური ფაქტორების გარდა არსებობს სუბიექტური ფაქტორებიც. კერძოდ, ამ სფეროში აშკარად ინტერესთა კონფლიქტია - სამწუხაროდ ეს სფერო სრულად არის დაქვემდებარებული საბანკო სექტორს. ამიტომაც, იგი ვერ განვითარდება. ქვეყანაში უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი (დიახ, საბანკო სექტორისგან დამოუკიდებელი) ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ორგანო, რომელიც იმოქმედებს ამ სფეროს და არა საბანკო სექტორის დაკვეთით“, ამბობს ბასილია.


აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ბირჟაზე სულ 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდები ივაჭრება, რომელთა ჯამური მოცულობა 2.38 მილიარდი ლარია, თუმცა ამ ფასიან ქაღალდებზე მარტის და აპრილის განმავლობაში საბირჟო გარიგებები საერთოდ არ დადებულა. სავაჭრო სესიებზე ბოლო გარიგება 23 თებერვალს დარეგისტრირდა, რომლითაც ლიბერთი ბანკის 366.78 ლარის ღირებულების აქციები გაყიდა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up