საპენსიო სქემაში მილიონამდე მოქალაქე გაწევრიანდა

საპენსიო სქემაში მილიონამდე მოქალაქე გაწევრიანდა

access_time2019-10-09 23:00:59

საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის ინფორმაციით, პირველი იანვრიდან დღემდე სქემაში თითქმის მილიონი ადამიანი გაწევრიანდა.როგორ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა, სქემაში კერძო სექტორიდან 700 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, საჯარო სექტორიდან კი, ეს რიცხვი 200 ათას აღემატება.


„მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღეს 09:00 საათის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული არის 900 668 ადამიანი, უნიკალური მონაწილე. კერძო სექტორიდან გაწევრიანდა 726 295, საჯარო სექტორიდან 210 247 ადამიანი. სულ უნიკალური მონაწილე გასული საპენსიო სქემიდან – 161 756 ადამიანი: კერძო სექტორიდან 119 651, ხოლო საჯარო სექტორიდან 42 105. სულ ჩართული კომპანიების რიცხვი 58 292-ს შეადგენს. საპენსიო ფონდის ღირებულება დღეის მდგომარეობით, რომელიც მოიცავს სარგებელს, 361 374 058 ლარია, სადაც შედის 8 620 849 ლარის სარგებელი“, – აღნიშნა სურგულაძემ.


ამასთან, მისი თქმით, სულ საპენსიო შენატანები და დარიცხული სარგებელი დღეის მდგომარეობით 404 776 637 ლარია.


1tv.ge





გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up