საპენსიო სქემაში 911 897 მონაწილე გაწევრიანდა, სქემა 162 103 ადამიანმა დატოვა

საპენსიო სქემაში 911 897 მონაწილე გაწევრიანდა, სქემა 162 103 ადამიანმა დატოვა

access_time2019-10-18 17:23:17

2019 წლის 1-ელი იანვრიდან 18 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანდა 911 897 მონაწილე. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარსდგენისას განაცხადა.



მისი თქმით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული ადამიანებიდან, კერძო სექტორში დასაქმებული იყო 737 254, ხოლო საჯარო სექტორში - 211842 ადამიანი.



„კანონის თანახმად, გარკვეული ასაკობრივი კატეგორიებს ჰქონდათ უფლება დაეტოვებინათ საპენსიო სქემა და იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც დატოვეს საპენსიო სქემა შეადგენს 162 103-ს. მინდა დავამატო, რომ ეს პროცესი პრაქტიკულად ნულზე დავიდა, სულ რამდენიმე ადამიანი გადის დღის განმავლობაში საპენსიო სქემიდან, სამაგიეროდ კი ჩვენ ყოველდღე გვემატება რვაასიდან ათასამდე ახალი მონაწილე. გასული ადამიანებიდან, კერძო სექტორში მომუშავე არის 119 651, ხოლო საჯარო სექტორში - 42 115 ადამიანი.



სულ ჩართული კერძო კომპანიების რიცხვი 58 811-ია, ფონდის ღირებულება სარგებლის ჩათვლით კი 385 512 760 ლარია, სადაც დარიცხული სარგებელი არის 9 306 555 ლარი. სულ საპენსიო შენატანების მოცულობა შეადგენს 419 929 602 ლარს და ფონდის ერთეულის ღირებულება გახლავთ 10 ლარი და 43 თეთრი“,- განაცხადა სურგულაძემ.



BPN.GE 







ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...


მსგავსი სიახლეები

up