საპენსიო შენატანების დროებით შეჩერება და ქონების გადასახადის განახევრება - რა ურჩევს Galt & Taggart-ი ხელისუფლებას

საპენსიო შენატანების დროებით შეჩერება და ქონების გადასახადის განახევრება - რა ურჩევს Galt & Taggart-ი ხელისუფლებას

access_time2020-03-26 23:45:07

საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა კორონავირუსის ეპიდემიის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. საინვესტიციო ბანკი ქვეყანაში არსებულ ვითარებაში სახელმწიფოს აქტიური ფისკალური და მონეტარული ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. ბანკი ხელისუფლებას ურჩევს, რომ შერბილდეს რეგულაციები, გაიცეს სოციალური ვაუჩერები და ასევე, დროებით შეჩერდეს საპენსიო შენატანები.


რა უნდა გააკეთოს მთავრობამ?

მოკლევადიანი ღონისძიებები:


მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური შემწეობა
კომუნალური გადასახადების დაფინანსება
ქონების გადასახადის განახევრება
საგარეო დაფინანსების მოზიდვა
ბიზნესის რეგულაციების გადახედვა/შეჩერება
საპენსიო შენატანების შეჩერება დროებით
ფინანსური პირობების შერბილება ბანკებისთვის (კაპიტალის მოთხოვნები და სხვ.)
საბანკო რეგულაციების შემდგომი გამარტივება
საავადმყოფოების აღჭურვა/გაძლიერება
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორების მხარდაჭერის გაგრძელება
საშუალო/გრძელვადიანი ღონისძიებები


ახალი ეკონომიკური მოდელის შემუშავება მსოფლიოში



შეცვლილი მდგომარეობის გათვალისწინებით


არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მაქსიმალური გამოყენება (DCFTA და სხვა ორმხრივი
სავაჭრო შეთანხმებები)


დარგების იდენტიფიცირება/წახალისება, სადაც მეტნაკლებად გვაქვს წარმოების პოტენციალი:


• შიდა ბაზრისთვის
• ექსპორტისთვის


უცხოური ინვესტიციების მოზიდვა


განათლების სექტორის ძირეული რეფორმა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით


ამასთან, Galt & Taggart-ი კორონავირუსის მიერ საქართველოს ეკონომიკაზე ზემოქმედების მასშტაბის სამ სხვადასხვა სცენარს - ოპტიმისტურს, შუალედურსა და პესიმისტურ სცენარებს განიხილავს. პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში, ბანკი ქვეყანაში რეცესიას და მშპ-ის დონის 6%-იან ვარდნას პროგნოზირებს. სამივე ეკონომიკური სცენარის პირობებში საქართველოს საგადასახდელო ბალანსი ზეწოლის ქვეშ ექცევა, მოსალოდნელი წლიური დანაკლისი პირველი სცენარით 1.7 მილიარდი დოლარი, მეორე სცენარით 3.1 მილიარდი დოლარი, მეოთხე სცენარით კი 4.4 მილიარდი დოლარი იქნება.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up