საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება

საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება

access_time2022-05-18 16:10:00

მომავალი წლის პირველ იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



„გაუმჯობესებული პირობები შეეხება, მათ შორის, თანხის უფასო შეტანა/გამოტანას, კომუნალურების გადახდას და რაც მთავარია, საპენსიო სესხების ზედა პროცენტი 26% იქნება. ეს არის ჩვენი მთავარი შედეგი, რისთვისაც დავიწყეთ ამ ინიციატივაზე მუშაობა. მოგეხსენებათ, მანამდე საპენსიო სესხის გაცემა 35- 36% პროცენტებში ხდებოდა“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ. მისი თქმით, აღნიშნული შედეგი აჩვენებს როგორ შეიძლება ოპოზიციამ, რომელიც აქცენტირებულია მოსახლეობის ინტერესებზე და მათ საჭიროებებზე, მმართველ პარტიასთან ერთად კარგი შედეგი დადოს, როცა ამის სურვილი ორივე მხრიდან არსებობს.



„ბოლო პერიოდში აქტუალური იყო პენსიონერებისთვის მოქნილი პირობების შეთავაზება. ამასთან დაკავშირებით, პირველი დღიდან, რაც პარლამენტში შემოვედი, სწორედ, „ქართული ოცნებიდან“ ვიყავი ამ თემის ინიციატორი. შემდეგ, როცა ბატონები - ელისაშვილი და იოსელიანი შემოვიდნენ პარლამენტში, მათ ასევე გამოთქვეს სურვილი და დაინტერესდნენ ამ თემით. ამიტომ, ჩვენ ერთობლივად შეუდექით ამ კომისიის შექმნის იდეის განხორციელებას, შემდეგ კი, შემოგვიერთდა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი. ჩვენ, ამ პერიოდის განმავლობაში შევძელით ის, რომ მთავრობიდან, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, შეიქმნა დიდი ერთობლივი კომისია, რომელშიც შედიოდნენ ცალკეული მინისტრები, ცალკეული დეპუტატები, მათ შორის, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები. შედეგი მივიღეთ ის, რომ მოქნილი პირობები შედეგად, ტენდერი დაიწყო11 მაისს, ხოლო 16 მაისს უკვე გამოვლინდა პრეტენდენტი, ვინც განაცხადი შემოიტანა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.




ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ „ლიბერთი ბანკთან“ ხელშეკრულება ითვალისწინებს შვიდწლიან პერიოდს და ამ დროის განმავლობაში მოქნილი პირობები შენარჩუნებული იქნება.



ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის შემდეგ, ეს იყო მეორე შემთხვევა, როცა, ერთად, საერთო ძალისხმევით, მმართველ პარტიამ და ოპოზიციამ შედეგს მიაღწია. „საერთო ძალისხმევით შევძელით ის, რომ ბანკი აღარ გაძარცვას პენსიონერებს. არაადამიანურ პროცენტში არათუ აღარ მისცემს, ვეღარ მისცემ სესხს და მაქსიმალური იქნება 26%. ეს თავიდანვე სატენდერო პირობებში ჩადებული ზღვარი იყო.



„ლიბერთი ბანკი“ ვეღარ მისცემს ჩვენს ასაკოვან, პატივსაცემ ადამიანებს, პენსიონერებს მაღალ პროცენტში სესხს. ეს, რა თქმა უნდ, არ გაამდიდრებს ჩვენ პენსიონერებს, მაგრამ ეს არის ერთი ნაბიჯი წინ და ეს იქნება ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ პენსიონერებს შეუმსუბუქდეთ ყოფა და არ მოხდეს ის, რაც ხდებოდა“, - აღნიშნა პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up