საპენსიო სესხების სპეციფიკური რეგულირება სცდება ეროვნული ბანკის ფუნქციებს - კობა გვენეტაძე

საპენსიო სესხების სპეციფიკური რეგულირება სცდება ეროვნული ბანკის ფუნქციებს - კობა გვენეტაძე

access_time2021-04-12 13:45:28

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომაზე მიწვეული არიან - “ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.


ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან იოსელიანის კითხვაზე, განახორციელა თუ არა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში საპენსიო სესხებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრისთვისა შესაბამისი ღონისძიება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ უპასუხა, რომ ამ პორტფელის სპეციკფიური რეგულირება სცდება ეროვნული ბანკის ფუნქციებს. მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა წერილობითი მითითებები გასცა ზედამხედველობის ქვეშ არსებულ სუბიექტებზე, რადგან ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს შესაბამისი შეზღუდვები ან სანქიცები.


„ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით, ჩვენი მანდატი არის ფასების სტაბილურობა და საფინანსო სექტორის მდგრადობის უზურნველყოფა. უკანასკნელი ამოცანის შესასრულებლად, ეროვნული ბანკი ხელს უწყობს საფინანსო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. რაც შეეხება საპენსიო სესხებს საფინანსო სისტემაში, მათი წილი დიდი არ არის, ეს არის დაახლოებით 1,1 პროცენტი და ის როგორც ასეთი გავლენას ვერ ახდენს ფინანსური სექტორის ეფექტურ საქმიანობაზე და ამ პორტფელის სპეციფიური რეგულირება სცდება ეროვნული ბანკის ფუქნციას. მიუხედავად ამისა, რადგან საკითხი ეხება საზოგადოების ყველაზე მოწყვლად სეგმენტს, ეროვნულმა ბანკმა კანონმდებლობით მინიჭებული უფლების ფარგლებში არაერთი ღონიძიება გაატარა მომხმარებლთა უფლების დაცვის მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ იყო პერიოდი როდესაც საპენსიო სესხები 100 %-იანი საპროცენტო განაკვეთით და უფრო მეტითაც გაიცემოდა. საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდა. ამავე დროს, მინდა გადავხედოთ საპორცენტო განკვეთის დინამიკას - 2012-13 წლებში იყო სესხები, რომელიც 100-დან 200 %-მდე ეფექტური განაკვეთით გადიოდა. 2014 წელს სესხები გაიცემოდა 53 %-იანი ეფექტური განაკვეთით, თუმცა გარკვეული კატეგორიის სესხებს ჰქონდა 80 %-იანი ეფექტური ფარგლები. 2015 წელს საშუალოდ 50 -იანი ეფექტური განაკვეთით გადიოდა, რიგ შემთხვევაში 80 %-იანით გადიოდა. 2016 წელიდან დაწყებული ეტაპობრივად იკლებს პორტფელზე საშუალო ეფექტური განაკვეთი. 2017 წლის ბოლოსთვის პორტფელზე საშუალოდ 49. 6-დან  41,7 - მდე შემცირდა ეფექტური განაკვეთი. 2018 წლის მაისიდან ბანკი მორიგ შემცირების ტალღას იწყებს და პროცენტი 42 ეფექტურიდან 33 ეფექტურამდე მცირდება. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევცვალეთ მოთხოვნები და მოქმედი კანონმდებლობის შესაბმისად კომერციულ ბანკებს აქვთ ვალდებულება, რომ გაუმჟღავნონ სასეხო პროდუქტებზე არსებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რაც ადრე არ ხდებოდა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შედამხედველობის ქვეშ არსებული სუბიექტებისთვის დაწესებული საზედამხედელო მოთხოვნები შეზღუდევბი ან სანქიცები წარმოადგენს კონფიდეციალურ ინფორმაციას და შესაბამისად მოკლებული ვართ შესაძლებლობას გავაზიაროთ კონკრეტული ინფორმაცია,“ - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.



კობა გვენეტაძე განმარტავს,  რომ ეროვნული ბანკი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და კომეციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს და საპენსიო სესხებთან დაკავშირებულ საკითხებზე ფოკუსიერება  სხვა ნაბიჯების ფარგლებში მოხდება. 


„როგორც უკვე აღვნიშნეთ, საპრცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი შემცირება მოხდა განსაკუთრებით 2016 წლიდან. ეროვნული ბანკის მანდატი არის ფინანსური სტაბილურობა და ფასების სტაბილურობა კონკრეტულად საპენსიო სესხებთან დაკავშირებული საკითხებზე კონცენტრაცია, ფოკუსირება ხდება იმ ნაბიჯების ფარგლებში რომელიც მოგახსენეთ. ამასთან სოციალური გასაცემლების დარიგების საკითხი, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და კომეციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით რეგულირდება, ეროვნული ბანკი ამ ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს.

სოციალური გასაცემლების დარიგების საკითხი, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის შთანხმების საკითხია. აღნიშნულ პროექტში კონკურნციის ზრდა მომსახურების სააგენტოს ჩატარებული ტენდერით უნდა განხორციელდეს და იმ შემთხვევაში თუ ფიქრობთ რამე არის დასარეგულირებელი სწორედ აღნიშნული შეთანხმების ნაწილი შეიძლება იყოს. თუ შევხედავთ ლიბერთი ბანკის შემთხვევაში შემოსავლიანობას, საშუალო შემსოავლიანობა ამ პორტფელზე დაახლოებით 30 პროცენტია, თუმცა მისი მომგებიანობისათვის გასათავლისწინებელია რიგი ფატქორები. საშუალო გარდაცვალების განაკვეთი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, რაც აღნიშნულ პროდუქტს ახასიათებს, რაც ბანკს საკრედიტო დანაკარგის სახით გათვალისიწნებული აქვს, ამავე დროს სახსრების ღირებულებები, პენსიის დარიგებასთან დაკავშირებული საოპერაცო ხარჯი რადგან აღნიშნული პროექტი საჭროებს დიდი ქსელის შექმნას,  ადამიანური რესურსის კუთხით. ბანკი პროექტს ემსახურება ავტოპარკით, შემქნილია ინკასაციის სამსახური, სახლში მომსახურების სერვისი აქვს 136 მეტი სპეციალურ სერვის ცენტრს. ბანკს საქართველოს მასშტაბით აქვს 600 მდე ბანკომატი. ამავედროს საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში შედის ლიკვიდობის საგადასახადო კაპიტალის ხარჯებიც. აქედან გამომდიანრე მიიღება ის საპროცენტო განაკვეთი რაც არის,“ - განმარტავს კობა გვენეტაძე

 

საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, რომლებსაც “ლიბერთი ბანკი“ გასცემს, საკომიტეტო მოსმენის გამართვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მოითხოვეს, რაზეც კომიტეტმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მოსმენა პარლამენტის რეგლამენტის 40-ე მუხლის შესაბამისად იმართება, როცა კომიტეტის სხდომაზე მიწვეული თანამდებობის პირების დასწრება სავალდებულოა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up